მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ჟინი ყოველთვის იგებს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

news image

რა ხდება მაშინ, როდესაც მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი გაქვს დარჩენილი? რა გაძლევს ძალას, გადალახო დაბრკოლება? რა არის ის, რაც გეხმარება, იპოვო სიჯიუტე, არ შეუშინდე სირთულეებს? 

ეს ჟინია.

ჟინი ხელოვნებაშია. ჟინი სპორტშია. ჟინი ბიზნესშია, ჟინი განათლებაშია. ჟინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია. 

ჟინი მეორე სუნთქვაა - ის გაძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინო შენს თავში ენერგია. 

ჟინი ძალაა - რომელიც გეხმარება, იპოვო გამძლეობა და დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ მიზნის მისაღწევად, ყველა დაბრკოლებას გადალახავ.

ჟინი რწმენაა - რომ, შესაძლებლობები უსაზღვროა.

ჟინი მუდმივი სვლაა. 

ჟინი არ გაჩერებაა.

ჟინი შენშია. 

თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიზნად დაუსახავს მუდმივი მოძრაობა, საქართველოს ბანკი ახალი კამპანიით მოუწოდებს, აღმოაჩინონ ჟინი საკუთარ თავში. ჟინი ძალაა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ჟინი ცეცხლია, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად იზრდება, უფრო ძლიერდება და გაძლიერებს შენც, მაღალ სიმაღლეებს გაპყრობინებს. 

“როდესაც შევხედავთ ამბებს სადაც დიდი მიღწევები მოხდა, ამ ამბების მონაწილე ადამიანებში დავინახავთ ერთ საერთო მახასიათებელს - ჟინს. ჟინი საოცარი სიტყვაა. მასში ერთდროულად თავს იყრის სურვილი, წყურვილი, წადილი, სწრაფვა, ბრძოლისუნარიანობა შეუპოვრობა. ის იმდენად ქართულია რომ მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს. მიუხედავად ჟინის უდიდესი ძალისა - თითქოს მასზე საკმაოდ ხშირად არ ვსაუბრობთ”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

“საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - ხელი შეუწყოს ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ინდივიდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, ძალა და ჟინი, რომელიც დაეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზანს და არ გაჩერდნენ. ჩვენი ახალი კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შეახსენოს და მოუწოდოს ადამიანებს, რომ - ჟინი ყოველთვის იგებს”, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა. 

უფრო მეტისთვის კი ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/1DbhQuKYqk/

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორი იყო 2025 წელი mobineX-ისთვის

02.01.2026.18:00

mobineX-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული პირველი ქართული წარმომავლობის კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან აბონენტებს მაღალი ხარისხის როუმინგ ინტერნეტს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად მსოფლიოს გარშემო. 

2025 წელი mobineX-ისთვის სიახლეებით იყო სავსე. კომპანიამ კიდევ უფრო გააფართოვა დაფარვის არეალი, გავიდა ახალ ბაზარზე, შეიძინა მეტი პარტნიორი, რამაც შესაძლებელი გახადა, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქციების შეთავაზება. 

ამ წლის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო მიზნებზე უფრო დაწვრილებით კომპანიის მმართველი პარტნიორი და თანადამფუძნებელი, მარიამ კაკაბაძე გვესაუბრება.

- როგორ აფასებს mobineX-ი 2025 წლის მუშაობის შედეგებს - როგორ გაიზარდა მოთხოვნა თქვენს სერვისებზე და ზოგადად თქვენს მაგალითზე SIM და eSIM გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი?

- დავიწყებ იმ სიახლით, რომ 2025 წელს mobineX-მა ახალი გამოწვევა დაისახა მიზნად და მიხარია, ვთქვა, რომ ამ მიზანს წარმატებით მივაღწიეთ. mobineX-ი უკვე სომხეთის მასშტაბითაც აქტიურად ოპერირებს. ჩვენ გავცდით ქართულ ბაზარს, რაც გამოიხატება იმით, რომ საკმაოდ გაიზარდა აბონენტების სია სომხეთიდან. 

გასული წლის განმავლობაში, mobineX-ის აბონენტების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობდა. მოთხოვნა როუმინგ ინტერნეტზე - ფიზიკურ და ელექტრონულ eSIM ბარათებზე სულ უფრო იზრდება. ბაზარი საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მივიზიდოთ და ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ. ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ლოიალურობას, შესაბამისად, საინტერესო შეთავაზებები გვაქვს არამარტო პოტენციური მომხმარებლების ყურადღების მისაქცევად, არამედ არსებულის შესანარჩუნებლადაც. 

- 2025 წელს რომელი იყო მომხმარებელთა მიერ ყველაზე ხშირად მოთხოვნილი რეგიონები/ქვეყნები?

- რთულია, ამ კითხვას ცალსახა პასუხი გავცეთ. ამ შემთხვევაში, გააჩნია სეზონს. ზაფხულის განმავლობაში, ყველაზე მოთხოვნადი საზღვაო კურორტები იყო - კვიპროსი, საბერძნეთი… ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩეხეთი და ავსტრია უფრო პოპულარული ლოკაციებია. არის მიმართულებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადია, მაგალითად - თურქეთი. ინტერნეტ პაკეტების მოთხოვნადობას სპორტული ივენთებიც განსაზღვრავს. 

ამჟამად ჩვენი პოპულარული პაკეტების სიაში ნახავთ თურქეთის, ბელგიის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ჩინეთის ინტერნეტ პაკეტებს. 

- იმისათვის, რომ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი გაზრდილიყო და უფრო გაუმჯობესებულიყო, რა გააკეთა კომპანიამ და დაიმატა თუ არა ახალი პარტნიორები ამ კუთხით?

- ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლების უკუკავშირი, ამიტომ პერიოდულად გამოკითხვას ვატარებთ, რათა სერვისების გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ. ახალ იდეებსაც აბონენტებთან კომუნიკაციის საფუძველზე ვავითარებთ. 

მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ხელოვნური ინტელექტი, ჩვენც დავამატეთ შესაბამისი ფუნქციონალი - AI ასისტენტი, რომელიც აბონენტებს ინტერნეტ პაკეტის არჩევაში ეხმარება. 

სერვისი რომ უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა, mobineX-ის აპლიკაციას კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა - მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა დარეკვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე ისე, რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ mobineX-ს ჰყავს 24/7-ზე ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდი, რომელიც მზად არის, აბონენტების კითხვებს უპასუხოს სხვადასხვა პლატფორმაზე. ამ წელს ეს სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა. 

ჩვენ გვყავს სტაბილური და გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორები. მათი რიცხვი 2025-ში კიდევ უფრო გაიზარდა. სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად გვაქვს საინტერესო შეთავაზებები, ვართ სპორტული ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერები და დროდადრო განსაკუთრებულ შეღავათებს ვთავაზობთ გულშემატკივრებს.

თქვენს სეგმენტში სახეზეა კონკურენციის ზრდა - ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში უფრო მეტი შეთავაზებები და ახალ ახალი კომპანიები ჩანან -  რა არის დღეს mobineX-ის კონკურენტული უპირატესობა?

- ჩვენთვის ამ ნიშაში კონკურენციის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულო ამბავია. ბაზრის გამრავალფეროვნება და ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას აძლევს. ასეთ დროს ჩვენი უპირატესობა დაგროვილი გამოცდილებაა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვთქვით, რომ შესაძლებელია, სამოგზაურო ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომ ფასად და შეღავათიან პირობებს გავლენა არ ჰქონდეს სერვისის სტაბილურობაზე. ამ მიმართულებით mobineX-ი იყო ინოვატორი და დღესაც ასე განვაგრძობთ სვლას.

mobineX-ის მთავარი უპირატესობა სერვისების ხარისხში მდგომარეობს. გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ უსწრაფესი სამოგზაურო ინტერნეტით და სულ ხაზზე ვართ - ჩვენც და ისინიც. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი აბონენტები ხშირად ამბობენ, რომ mobineX-ის ინტერნეტი სტანდარტულზე ნელა იხარჯება, რაც მათ მოგზაურობის ხარჯებს უიაფებს. ბუნებრივია, აღნიშნული ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ამასთან, mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაში, ჩინეთში მოგზაურობისას აბონენტებს არ უწევთ VPN-ის გამოყენება. მსგავსი დეტალები საბოლოო ჯამში დიდ სხვაობას ქმნის, რასაც ჩვენი აბონენტები აფასებენ და ამიტომაც აკეთებენ არჩევანს - mobineX-ზე. 

როგორ შეიცვალა თქვენი სერვისების კონფიგურაცია: დაამატეთ თუ არა ახალი პაკეტები, ინტერნეტ მოცულობები, eSIM-ის პირობები ან მიმართულებები?

- mobineX-ის კატალოგი ამ დროისთვის 1800-ზე მეტ ინტერნეტ პაკეტს აერთიანებს. გვაქვს სხვადასხვა საჭიროებისა და პრეფერენციების მომხმარებელზე მორგებული რეგიონალური და ლოკალური შეთავაზებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როუმინგ პაკეტები რამდენიმე ვალუტაშია ხელმისაწვდომი. ფიზიკურ ბარათებთან დაკავშირებითაც გვაქვს ამ წელს სიახლე. ჩვენი SIM ბარათების შეძენა უკვე თბილისის აეროპორტიდან სულ რამდენიმე მეტრში - სასტუმრო იბის ჰოტელშიც შესაძლებელია.

- რა არის თქვენი მთავარი მიზნები 2026 წლისთვის - მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება, სერვისების გაფართოება თუ ახალი ახალი ბაზრების მოძიება?

- ჩვენი მიზანია, mobineX-ის მომსახურება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. როგორც აღვნიშნე, უკვე აქტიურად ვოპერირებთ სომხეთის ბაზარზე და სხვა მიმართულებებითაც დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. სამომავლოდ, მეტი ქვეყნის ათვისება გვაქვს გეგმაში. გარდა ამისა, კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ერთ დღესაც ქართულ ბაზარზე შემოვალთ, როგორც ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორი.

- 2026 წელს mobineX გეგმავს თუ არა ახალი სერვისების შეთავაზებას ბაზრისთვის და რა გეგმას ამუშავებს ამ მიმართულებით კომპანია?

- ცხადია, 2026 წელსაც არ შევწყვეტთ განვითარებას და აქტიურად განვაგრძობთ სერვისების გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებას. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ასე რომ, ჩვენს აბონენტებს წინ  დიდი სიურპრიზები ელით. 

- როგორ აპირებთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გაუმჯობესებას და გამოცდილების  უკეთეს საკომუნიკაციო/ტექნიკურ დონეზე აყვანას?

- ვფიქრობ, მომხმარებელთან კომუნიკაცია არის ყველაზე ღირებული და ჩვენი მოქმედების გეგმაც სწორედ უკუკავშირზეა დამყარებული. სამომავლოდაც ასე გავაგრძელებთ. mobineX-ს აქვს თავისი საკომუნიკაციო ენა, მოქნილი საფასო პოლიტიკა, მომხმარებელზე მორგებული ინტერნეტ შეთავაზებები, ხარისხიანი კავშირი, გამოცდილი პარტნიორები, რაც ჩვენი აბონენტებისთვის პრიორიტეტულია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა