მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7142.6
0.0557
flag
AZN 1.6086
0.0125
flag
CNY 38.498
0.029
flag
EUR 3.2376
0.0233
flag
GBP 3.7338
0.0285
flag
KZT 50.54
0.0042
flag
TRY 0.0662
0.0005
flag
USD 2.7356
0.0213

ჟინი ყოველთვის იგებს

news image

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ის ერთი გარდამტეხი მომენტი, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ სურვილი, გამოცდილება და ცოდნა აღარ კმარა.

ეს არის წამი, როცა არჩევანის წინაშე დგები: გაჩერდე თუ გააგრძელო. გაჩერება მარტივია, მაგრამ ვინც გაგრძელებას ირჩევს, მათთვის აქ იწყება ბრძოლა თვითდისციპლინის, შეუპოვრობისა და შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად.

და სწორედ ასეთ დროს, მოზღვავებული ენერგიისა და ბრაზის ფონზე, ჩვენში იღვიძებს ჟინი, რომელიც ნამდვილ ცეცხლად გარდაიქმნება. ამ დროს გაჩერება შეუძლებელია, ან რატომ უნდა გავჩერდეთ? როდესაც, ჟინი დანებებას არ ცნობს!

ჟინის ქომაგი

ახალი კამპანიის ფარგლებში, მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც გამორჩეულად ჟიუტები და დაუღალავები არიან. მათი გზა არ არის უბრალოდ წარმატებასა და აღიარებაზე, ეს არის ისტორიები იმაზე, თუ როგორ აქციეს ოცნება მოქმედებად, იდეა რეალობად, ხოლო მონდომება დიდ გამარჯვებად.

ისინი გვასწავლიან, რომ ჟინი ყოველთვის იმარჯვებს და იმედივით ჩნდება ყველგან, ადამიანთა მზერაში, ყოველდღიურ მოქმედებაში, პატარ-პატარა მიღწევებსა თუ შეუმჩნეველ ნაბიჯებში, რომელიც საბოლოოდ მიზანში არტყამს.

ამ ყველაფერში საქართველოს ბანკის როლი შეუცვლელია, რომელიც არა მხოლოდ უჭერს მხარს ქართულ სპორტს, მხატვრობასა და კულტურას, არამედ აქტიურად ეძებს ახალ შესაძლებლობებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი განვითარება, ახლის ძიება და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, არ არის მხოლოდ სიტყვები, რადგან საქართველოს ბანკი არასდროს ჩერდება, ის იქაა, სადაც იბადება ახალი იდეა, სადაც ენერგია გარდაიქმნება მოქმედებად, ხოლო შეუჩერებელი ჟინი მომავალს ქმნის. შესაბამისად, ყოველი ახალი პროექტი წინასგან გამორჩეული და უკონკურენტოა.

პირველად იყო ჟინი

ჟინი არ არის უბრალო სურვილი, დისციპლინა, სიმამაცე და დაუღალავი შემართება. შეიძლება ითქვას, რომ ის თოლია ჯონათანია, რომელიც არ კმაყოფილდება წყლის ზედაპირზე ცურვითა და თევზებზე ნადირობით. თავისუფლების მოყვარული თოლია საკუთარი გუნდისგან განცალკევებით დღე და ღამ ვარჯიშობს, რათა აითვისოს სწრაფად ფრენა, დიდი სიმაღლიდან დაშვება და მანევრირება. რეალურ ცხოვრებაშიც ასეა, გარდამტეხ მომენტში ან ვჩერდებით, ან ვაგრძელებთ ბრძოლას და ვცდილობთ ჩვენი ხელწერის დატოვებას.

ყველა ეპოქაში ასე იყო, ქართველი ყოველთვის გამოირჩეოდა სიჯიუტითა და დაუღალავი ჟინით.

ჟინით მებრძოლები 

ჟინი ყველაშია. სპორტსმენებში, რომლებიც უშრეტი ენერგიით, ნებისყოფითა და თავდაუზოგავი შრომით ცდილობენ საკუთარი და ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. ისინი მარცხსაც კი გამარჯვებად აქცევენ, და მუდამ მიიწევენ წინ. ქომაგებში, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ემოციით, გულითა და ენთუზიაზმით მხარს უჭერენ საყვარელ გუნდს და ქმნიან მუხტს. მთასვლელებში, რომლებიც ხიფათსა და ექსტრემალურ პირობებსაც კი უმკლავდებიან, რათა მწვერვალამდე მიაღწიონ და დროშა აფრიალონ.

სიტყვა, რომ არ გაგვიგრძელდეს, ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი დაამტკიცებს, რომ ჟინთან ჭიდაობას აზრი არ აქვს, ჟინისგან დანდობას ნურავინ ელის, ჟინი ხსნის NBA რეკორდს, ჟინი ხდება პირველი ქალი გამარჯვებული ჯუდოში, ჟინი იტანს სეზონის საუკეთესო გოლს და კიდევ რა დათვლის რას. ეს ყველაფერი კი, სხვებისთვის იქცევა შთაგონებად, რომ ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა.

 უფრო მეტისთვის ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/1DbhQuKYqk/

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

18.09.2025.17:15

მომხმარებელთა უკუკავშირისა და საჭიროებებს გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოგიმზადათ.

17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი კატეგორიის საერთაშორისო ონლაინ ობიექტში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 100 ლარი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, თიბისი Mastercard კონცეპტ ბარათით და Mastercard ერთგული საკრედიტო ბარათით,  შესაძლებლობა გაქვთ 200 ლარი დაიბრუნოთ. 

მთავარია, დანახარჯი, ერთ თუ რამდენიმე ობიექტში, ჯამურად მინიმუმ 500 ლარს შეადგენდეს და თანხა საერთაშორისო ობიექტის ვებგვერდზე გადაიხადოთ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple pay და Google pay გადახდებზე. 

ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, წიგნები, ტექნიკა, თავის მოვლა,  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი- შეთავაზება თითქმის ყველა კატეგორიასა და ობიექტს მოიცავს. გარდა ისეთი კატეგორიებისა როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, აზარტული თამაშები, კომუნალური გადახდები, ფინანსური თუ სხვა სახის ოპერაციები. 

თითოეულ მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.  საერთაშორისო ონლაინ ობიექტებში დახარჯული თანხა დაანგარიშდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში არსებული კომერციული კურსით ლარში.

თიბისის ყველა ბარათის აღება შესაძლებელია, რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდან. გახდი თიბისის მომხმარებელი და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!

საერთაშორისო შოპინგის შეთავაზების დამატებითი პირობების და დეტალების სანახავად, გადადით ბმულზე.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა