მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ჟელე-სოუსების ქართული ბრენდი „მალენტა” ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის ემზადება

news image

ჟელე-სოუსების ქართული პრემიუმ ბრენდი „მალენტა” რომელიც 8 სახეობას პროდუქტს აწარმოებს, ექსპორტისთვის ემზადება.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარი კვერნაძემ განუცხადა, იჯარით აიღეს საწარმო სპეციალური მანქანა-დანადგარებით, სადაც წარმოება სრული სტანდარტის დაცვით ხდება.

შესაბამისად, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს წარმადობა ექსპორტის შემთხვევაში 30 ათასი ქილა იქნება, ხოლო ადგილობრივი ბაზრისთვის 6-7 ათასი ქილა.

„ექსპორტზე შემოთავაზება გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და გერმანიიდან. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები აშშ-ში პოტენციურ პარტნიორებთან. სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დავიწყებთ ექსპორტს. გასაგზავნი გვაქვს ნიმუშები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სავაჭრო ქსელებთან.  ადგილობრივ ბაზარზეც გვაქვს წინსვლა. გვაქვს ჩვენი ნიშა. „მალენტას“ ჟელე-სოუსები პრემიუმ ხაზია, საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა, თუმცა მოთხოვნა და ცნობადობა სწრაფად იზრდება“, - ამბობს მარი კვერნაძე.

„მალენტა“ ჟელე-სოუსების წარმოებაში 100%-ით იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს. ამ დროისთვის საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა

17.11.2025.17:22

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებულ თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორი იყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ:

• გასცნობოდნენ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვედროდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიეღოთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დასწრებოდნენ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.

თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდათ.

ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა