მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7091.6
-0.0038
flag
AZN 1.5898
-0.0005
flag
CNY 38.199
0.0027
flag
EUR 3.1248
-0.0071
flag
GBP 3.5697
-0.0062
flag
KZT 52.81
0.0038
flag
TRY 0.0636
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.001

Zezetsari x David’s Road კოლაბორაცია | რა სიახლეები ელით მომხმარებლებს

news image

ჩვენი მთავარი სიახლე არის კოლაბორაცია ბრენდ David Road-თან, რომლის ფარგლებშიც შევქმენით სანებივრო სამოსის კოლექცია , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სახლის ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, „ზეზეწარის“ დამფუძნებელმა მარიკელა ახვლედიანმა განუცხადა.


როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ჩვენი მთავარი სიახლე არის ახალი კოლაბორაცია ბრენდ David Road-თან, რომლის ფარგლებში შევქმენით სანებივრო სამოსის (Loungewear) კოლექცია.

 

პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გვარწმუნებს, რომ ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულად წარმატებული იქნება და კიდევ ბევრ შემოქმედებით შესაძლებლობას მოგვიტანს.

როგორიია კომპანიის ასორტიმენტი?

„ზეზეწარის“ ასორტიმენტი მოიცავს ბუნებრივ მასალებზე შექმნილ, კომფორტულ და ესთეტიკურად გამორჩეულ სანებივრო სამოსს, თეთრეულს, პირსახოცებსა და ხალათებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, ამიტომ ვთავაზობთ მრავალფეროვან ფასობრივ დიაპაზონს. მომხმარებლები ხშირად გვსტუმრობენ საჩუქრების შესარჩევად და ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვეხმარებით მათ იდეალური ნივთის პოვნაში.

როგორია „ზეზეწარის“ სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ კოლაბორაციების გაგრძელებას და 2026 წელს რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას, რადგან ექსპორტის მიმართულება კვლავ ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ონლაინ გაყიდვების განვითარებასაც — ვებგვერდმა, რომლის ამუშავებიდან ცოტა დროა გასული, უკვე გამოავლინა, რამდენად მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელს კიდევ უფრო მეტ ოჯახს შევუქმნით იმ განსაკუთრებულ „ზე“ განწყობას, რომელიც „ზეზეწარის“ ფილოსოფიას განასახიერებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GGU ჯგუფს GBM CEE, Central Asia & Türkiye Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა

01.12.2025.12:12

GGU ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2025 წლის 25-26 ნოემბერს თურქეთში გამართულ GBM CEE, Central Asia & Türkiye Awards-ზე. ეს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, სადაც ჯილდოვდებიან კომპანიები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რეგიონის კაპიტალის ბაზრების ინოვაციურ და მდგრად განვითარებაში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ - Georgia Global Utilities (GGU) - გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „წლის გარიგება - საქართველო“ (Deal of the Year - Georgia).

GGU-ს ჯილდო გადაეცა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5-წლიანი მწვანე ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე და ხელი შეუწყო წყალმომარაგების სექტორის მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. ტრანზაქციის მენეჯმენტი განახორციელეს წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა საინვესტიციო ბანკებმა - J.P. Morgan, TBC Capital და Galt & Taggart.

თურქეთში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ GGU ჯგუფის წარმომადგენლები: ხოსე მიგელ სანტოსი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი; რამონ მარია პუჯოლი, GGU ჯგუფის ფინანსებისა და კონტროლის მიმართულების ხელმძღვანელი; ანასტასია ასათიანი, Aqualia-ს სტრატეგიული ინვესტიციებისა და M&A-ს ხელმძღვანელი აზია–აფრიკაში; ფრანცისკო ატანასიო გოიტია, Aqualia - ს ფინანსური რესურსებისა და ლიკვიდობის მართვის ხელმძღვანელი.

GGU ჯგუფის მიერ მოპოვებული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიული ინვესტიციების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა