მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

ზესტაფონში „ჯორჯია მეტალის“ ქარხანა გაიხსნა - ინვესტიცია $80 მილიონია

news image

ზესტაფონში „ჯორჯია მეტალის“ ქარხნის გახსნა. გახსნის ცერემონიალის მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი დაესწრო. 

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია. საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად იყოს კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა არის 400 ათასი ტონა არმატურა, რაც მას აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ინდუსტრიულ ობიექტად. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. შემდეგი ეტაპი ფოლად სადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც არის ბუნებრივია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის არამედ შექმნის მყარ საფუძველს პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას ნიშნავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება. დღეს აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი, ზესტაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება - ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს შექმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს: ავთანდილ გოცაძეს და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვს, მადლობა თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება ასევე სხვა მიმართულებითაც. მეორე კომპანიამ, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული ჯითიემ გრუპმა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მლნ ლარზე მეტი შეიტანა. თქვენი საქმიანობა არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ფინანსურ პარტნიორს, საქართველოს ბანკს, ბატონ არჩილ გაჩეჩილაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. რომელიც მხარში დაუდგა ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთ ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებულ თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლოს 4 წლის განმავლობაში ჩვენ გაქვს  მაღალი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, წარმოების განვითარებას, და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას და გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის - “ბლექ სი გრუპის” დირექტორი

05.09.2025.21:00

მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის, – ამის შესახებ კომპანია “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ⁠ამირან მამუჭაძემ კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღმშენებლობისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოხდა. გასულ პერიოდში არა ერთ კარგ პროექტით მივიხიბლეთ თბილისელები – განსაკუთრებით ეფექტური იყო გარკვეული პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი ბატონი კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც წარმოდგენილი იყო. ჩვენი გუნდი უჭერს მხარს პროექტებს და გვერდით დავუდგებით მის განხორციელებას. განსაკუთრებით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. 1000-კაციანი კომპანია, რომელიც დასაქმდება, მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდ ეფექტს გამოიღებს და პოზიტიური იქნება ჩვენთვის. მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის“, – აცხადებს ⁠ამირან მამუჭაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.

„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.

„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.

მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა