მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

Zellatos ექსპორტზე გასასვლელად ემზადება - როგორია კომპანიის 2026 წლის გეგმები

news image

2026 წლისთვის, საქართველოში წარმოებული ჯანსაღი სნექი ზელატოს • Zellatos ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Zellatos-ის მწარმოებელი კომპანია Foodoliz-ის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კეთილაძემ განაცხადა, Zellatos-ის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

მიმდინარე წელს კომპანიის სტრატეგია ფოკუსირებული იყო არსებული გაყიდვების არხების გაფართოებაზე, ასორტიმენტში ხარისხისა და მომსახურების მაღალ სტანდარტზე, რის გამოც ასორტიმენტის გაფართოება წელს არ განხორციელებულა.
ამჟამად მიმდინარეობს 2026 წლის ბიზნესგეგმის შემუშავება, რის შემდეგაც კომპანიას შესაძლებლობა ექნება დამატებითი სტრატეგიული მიმართულებების, მათ შორის ასორტიმენტის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელოს.

„წელს ახალი გემოს დამატება არ იგეგმება. რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს - ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. დაფარვის ზონებთან დაკავშირებით: წელს ნიკორა/ლიბრეს ქსელში გავფართოვდით და უკვე ყველა ფილიალში ვართ წარმოდგენილები.
ასევე შევედით სპარტის რამდენიმე ობიექტზე, დაგვემატა ექსპრესი ქსელი და წარმოდგენილები ვართ გალფის ბენზინგასამართ სადგურებზე. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქსელთან „ორი ნაბიჯი“.

რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებლებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.
გაყიდვებზე გავლენა ბაზრის შემცირებამ მოახდინა და, შესაბამისად, ბაზრის კლება ჩვენც შეგვეხო.

ექსპორტზე გასვლაზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით დადებითი შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე კავკასიის რეგიონი დავფაროთ და შემდეგ გავფართოვდეთ. 2026 წლისთვის ამ მიმართულებით უკვე დადებითი შედეგები გვექნება,“ - აცხადებს ვახტანგ კეთილაძე.

Zellatos ამ დროისთვის ბაზარზე 6 გემოთია წარმოდგენილი, რომელიც 8 სახეობითაა ხელმისაწვდომი: 2 - დიდი შეფუთვა და 6 - შედარებით პატარა. Zellatos-ის პროდუქციიდან ყველაზე გაყიდვადი გემო წიწაკის არის.

Zellatos-ის პროდუქცია მთლიანად იმპორტირებულ ნედლეულზეა დაფუძნებული, რის გამოც ჯანსაღი სნექის ფასიც საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ღირებულებებზეა დამოკიდებული. ამ პირობების გათვალისწინებით, კომპანიას წლიურ ჭრილში პროდუქციის ფასის 15%-ით გაძვირებაც კი მოუწია.

Foodoliz არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც აწარმოებს ყველის სმუსნებს უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის. კომპანია დაარსდა 2018 წელს საქართველოში და მისი საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის სანელებლებით შეზავებული მარილიანი ყველის „სმუსნების“ დამზადება წარმოადგენს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

08.12.2025.18:17

„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა