მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

news image

ZEG Storytelling Festival-ის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება.  ღონისძიების ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ფესტივალის მიზნების, პროგრამის დეტალებისა და მომხსენებლების შესახებ ისაუბრეს. 

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით უკვე მეხუთედ ბრუნდება და წელს 13-15 ივნისს კვლავ თბილისში ჩატარდება. ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება და 6 პარალელურ სცენაზე უმასპინძლებს პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს, გამოფენებს, ქალაქის ტურებს, კინოჩვენებებსა და შემოქმედებით აქტივობებს. 

ფესტივალი მრავალფეროვანია, როგორც მომხსენებლების, ისე თემების მიმართულებით და აერთიანებს სხვადასხვა დარგის 100-ზე მეტ პროფესიონალს, რომლებიც ისაუბრებენ მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პირად ისტორიებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ლიდერობაზე,მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე და გაგვიზიარებენ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარ გამორჩეულ, საინტერესო ამბებს.

მომხსენებლებს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის "The Moth and the Mountain" ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და "სტალინის სიკვდილის" ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოსდა უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს.  

სიტყვა ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღე, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომ ვაერთიანებთ ცნობილ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს ZEG-ის გარშემო.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: http://tkt.ge/ZEGFestival

თიბისი კონცეპტის სადებეტო ბარათით შეძენისას ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება. 

 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, Cellfie, BMW, Luminate, Culture of Solidarity Fund, Setanta Sports, Swiss Agency for Development and Cooperation, The Embassy of The Kingdom of The Netherlands in Georgia, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network - Pulitzer Center, Tbilisi Architecture Biennial, IRCT - International Rehabilitation Council of Torture Victims, United Against Torture, Embassy of Sweden in Georgia, Royal Norwegian Embassy in Tbilisi, Embassy of Denmark in Georgia, Adjara Group, Honore, Monkey Shoulder, Aprili Media, AT.ge. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა

13.02.2026.14:29

• ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს აჭარბებს

„თეგეტა მოტორს ბაქომ“ და Tegeta Construction Equipment-მა, რომელიც ბრიტანული ბრენდის JCB-ს რეგიონული წარმომადგენელია, აზერბაიჯანი მსოფლიო მწარმოებლის ტექნიკით მოამარაგეს. ორ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად ქვეყანაში 100 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შევიდა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს სცდება, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს. უმაღლესი ხარისხის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში უკვე ჩაერთო. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“ კავკასიის რეგიონში ექსკავატორ-დამტვირთველების რეალიზაციის კუთხით ბაზრის 50%-იან წილს ფლობს, ხოლო უშუალოდ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 60%-ს სცდება.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ამ მასშტაბის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, შესაბამისად, აზერბაიჯანს მკაცრი პირობები და შემჭიდროებული ვადები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის პერიოდში 100 ერთეული ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი უნდა მიგვეწოდებინა. ჩვენს პარტნიორ JCB-სთან ერთად წარმატებით ვმართეთ სრული ლოგისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, ტექნიკური გამართვით დასრულებული. შეირჩა ისეთი სპეციფიკური კომპლექტაცია, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს, აზერბაიჯანის სამუშაო გარემოსა და რელიეფს.

JCB-ს ტექნიკა ინოვაციური ტელემატიკური სისტემებით არის აღჭურვილი, რაც სატრანსპორტო საშუალებების სრულ დისტანციურ მონიტორინგსა და სამუშაოების უწყვეტობას განსაზღვრავს. შედეგად, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზება შევძელით და ისეთი პროექტის აღსრულებაში ჩავერთეთ, რომელიც მეზობელი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურულ პოტენციალზე პირდაპირ აისახება. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ მყარ პოზიციას რეგიონში და იმ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ იჩენენ”.

სპეცტექნიკის მიმართულებით რეკორდული მოცულობის პროექტის ფარგლებში, მიწოდების პროცესი Tegeta Construction Equipment-მა გასული წლის დეკემბერში დაასრულა. თითოეული ერთეული მანქანა აღჭურვილია უნიკალური JCB Live Link ტელემატიკური სისტემით, რაც სამელიორაციო კომპანიას ავტოპარკის ციფრული მართვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული სისტემის დახმარებით ექსკავატორ-დამტვირთველებისა და მუხლუხა ექსკავატორების მთელი ფლიტი რეალურ დროში კონტროლდება. მათ შორის, ტექნიკური გამართულობა, ოპერატორების მუშაობის ხარისხი, საწვავის ხარჯი თუ გადაადგილების ტრაექტორია. ამ პროცესს, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, Tegeta Construction Equipment-ის Live link Uptime ცენტრიც აკვირდება, საიდანაც ტექნიკის მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ნებისმიერი მცირე შეფერხების შემთხვევაშიც კი რეაგირება მყისიერია, რაც ტექნიკის გაჩერების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებითი გარანტიაა მობილური ჯგუფების მომსახურება. TGM Baku-ს 5-ზე მეტი საველე ტექნიკური გუნდი 24/7-ზე რეჟიმში ოპერირებს. შედეგად, კომპანია არა მხოლოდ ტექნიკის მიწოდებას, არამედ ფლიტის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JCB, როგორც ბრენდი, რომელმაც 1953 წელს უნიკალური და უნივერსალური პროდუქტი - ექსკავატორ-დამტვირთველი შექმნა, გლობალური ბაზრის წილის თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერობას კვლავაც ინარჩუნებს და მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკას, რომელშიც დანერგილია ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებზეც არაერთი პატენტის მფლობელი სწორედ JCB-ა. კონკურენტებთან შედარებით, ბრიტანული პრემიუმ ხარისხის ტექნიკა 15-20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან ერთად, გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და სამუშაოებს 20-25%-ით უფრო სწრაფად ასრულებს. რაც შეეხება გამძლეობას, სპეცტექნიკის სრული რესურსი, სერიოზული შეფერხების გარეშე, მინიმუმ 10 000-საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.

კავკასიის რეგიონში პოზიციების მუდმივი გაძლიერებითა და ინოვაციური სერვისების დანერგვით Tegeta Construction Equipment განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროგრესის მხარდაჭერას და მზად არის, კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევები მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს, ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა