მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082
-0.0006
flag
AZN 1.5951
-0.0005
flag
CNY 38.071
-0.0007
flag
EUR 3.1385
-0.0132
flag
GBP 3.6014
-0.0277
flag
KZT 50.41
0.003
flag
TRY 0.0648
-0.0002
flag
USD 2.7117
-0.0008

Zeekr 9X – „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგენს

news image

უსაფრთხოება, კომფორტი და ინოვაცია ერთ ავტომობილში - ეს Zeekr 9X-ია, ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid მოდელი. სრული ზომის SUV-ს საქართველოში სულ მალე „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ წარადგენს.

2.0 ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს. ერთი დამუხტვით კი ავტომობილს 380 კილომეტრის გავლა შეუძლია.

გიორგი შაქარაშვილი, „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „Zeekr 9X ჰიბრიდულ ტექნოლოგიას კომფორტთან, უსაფრთხოებასა და მიმზიდველ დიზაინთან აერთიანებს. ახალი მოდელი არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის.

სრული ზომის SUV საქართველოში ძალიან პოპულარული სეგმენტია. ამიტომ, ვფიქრობთ, Zeekr-ის ახალი მოდელი ქართული ბაზრისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და მომხმარებლის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს. წლის ბოლოს ახალი მოდელის საქართველოში წარდგენა კი ბრენდის პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაამყარებს“.

ახალ Zeekr 9X 900-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემით არის წარმოდგენილი და მისი ბატარეა 20-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 9 წუთში იმუხტება, რაც კომფორტულ და უწყვეტ მგზავრობას უზრუნველყოფს. თუმცა, ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ინტერიერიცა და ექსტერიერიც.

„მოდელის ვიზუალური მიმზიდველობა მართლაც თვალსაჩინოა - დახვეწილი ექსტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ინტერიერი კი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სხვა არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად, 9X-ის 47-დიუმიანი Head-Up Display მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

გამორჩეულია ამ მოდელის უსაფრთხოების სისტემაც - გვერდითი შეჯახების შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად გადაიხრება საპირისპირო მხარეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დარტყმის ზიანს ავტომობილსა და მგზავრებზე“, - აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.

ახალი მოდელის მიმართ ინტერესი დიდია - მსოფლიო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართა, ბრენდმა მხოლოდ ჩინეთის მასშტაბით ერთ საათში 45 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.

„ზიკერ ცენტრი თეგეტაში“ წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. პირველი საჩვენებელი მოდელები შოურუმში წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და მსურველები ტესტ-დრაივის დაჯავშნასაც შეძლებენ.

პრემიუმ კლასის ავტომობილი სამი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს პერსონალური კონფიგურაციის შექმნას – ფუნქციების შედგენას სურვილის მიხედვით. პრემიუმ კლასის ავტომობილის ღირებულება 85 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტიდან დაიწყება ლარში.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია თბილისის კომუნიკაციის სკოლაში და დაეუფლე ახალ პროფესიას

10.10.2025.18:27

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული დაფინანსებით.

პარტნიორ აკადემიებს შორისაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool), სადაც სტიპენდიის მიღებას დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე შეძლებენ.

ამისათვის, მათ უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება.
აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

თბილისის კომუნიკაციის სკოლა უკვე მე-8 წელია ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქტუალურ დარგებში, რომელიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე. 

ამ ეტაპზე სკოლა აერთიანებს 30+ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემების, მარკეტინგის, დიზაინის, IT მენეჯმენტისა და პროგრამირების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა კმაყოფილების დონე (CSAT) 96%-ია, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების მაჩვენებელი თითქმის 80% აღწევს.

კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები კურსდამთავრებულთა კლუბში ირიცხებიან, რომლის ფარგლებშიც სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით, დახურული ღონისძიებებითა და კომპანიის პარტნიორების შეთავაზებებით.

სკოლის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და კურსების ჩამონათვალს შეგიძლია გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.commschool.ge

პროგრამები განსხვავდება ფორმატის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით და თითოეული მათგანი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებას.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა