მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.1
0.002
flag
AZN 1.5736
-0.0005
flag
CNY 38.743
-0.0013
flag
EUR 3.1561
0.0081
flag
GBP 3.6135
0.0068
flag
KZT 53.81
0.0003
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6751
-0.0009

Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა

news image

Zeekr Center Tegeta-მ ახალი ავტომობილის, Zeekr 9X-ის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები, ბრენდის პარტნიორები და ავტომოყვარულები დაესწრნენ და ახალი მოდელის შესაძლებლობებს სპეციალურად მოწყობილ გარემოში, „ღვინის ქარხანაში“ გაეცნენ. ჩინური ბრენდის ავტომობილის წარსადგენად განსაკუთრებულად მოეწყო გარემოც - აზიური კულტურის ელემენტებით, მუსიკალური გაფორმებითა და შესაბამისი დეკორაციებით, რაც ღონისძიებას უნიკალურ ატმოსფეროს სძენდა.

გიორგი შაქარაშვილ, Zeekr Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი ჩვენს სამოდელო ხაზში. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ, რომ ელექტრომობილების ჰიბრიდული ალტერნატივა ჰქონოდათ, 9X იდეალური ავტომობილია. გვინდოდა, საზოგადოებისთვის ახალი მოდელი განსაკუთრებულ გარემოში გაგვეცნო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ღონისძიება სწორედ აზიური მოტივებით დაგვეტვირთა და მათ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიეღოთ“.

Zeekr 9X არის ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოებას, კომფორტს, ინოვაციასა და მიმზიდველ დიზაინს აერთიანებს. სრული ზომის SUV ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid-ია. 2.0-ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს.

„ძალიან დიდი ინტერესი იყო ახალი მოდელის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ელექტრულ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. გასული წლის ბოლოს, როდესაც Zeekr Center Tegeta-მ ამ მოდელზე წინასწარი შეკვეთები გამოაცხადა, პირველი კვირის განმავლობაში სრული კვოტა ამოიწურა და დაახლოებით 20 ერთეული 9X უმოკლეს ვადაში, თითქმის ერთ კვირაში გაიყიდა. ეს ავტომობილი არის ელექტრომობილ ჰიბრიდული რეჟიმის დამატებითი შესაძლებლობით - სრულ დამუხტვით ის ელექტრულ რეჟიმში 350 კილომეტრამდე გადის, შემდეგ კი ჰიბრიდული ძრავა ირთვება. ამ შემთხვევაში, საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 5-6 ლიტრია. შედეგად, ავტომობილის საერთო სვლის მანძილი 1 200 კილომეტრს აღწევს, რაც კომფორტულია როგორც ქალაქში, ისე გრძელ მანძილზე გადაადგილებისას, - აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.

Zeekr 9X არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის. ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ექსტერიერი და ინტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ახალი მოდელის წარდგენის ღონისძიებაზე Zeekr Center Tegeta-მ მომხმარებელს ბრენდის სამომავლო გეგმებიც გააცნო, სადაც აღინიშნა, რომ Zeekr-ის ხედვები მომდევნო წლებში შეიცვლება და ეს ავტომობილი სწორედ ამ ცვლილებების ერთ-ერთი საწყისია.

9X საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია - მომხმარებელს როგორც მისი წინასწარი შეკვეთა, ისე ტესტდრაივის დაჯავშნა შეუძლია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Zeekr Center Tegeta ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პრემიუმ სასტუმროებთან პარტნიორობა – „პიელ ნატურალსის“ განვითარების ახალი ეტაპი

23.02.2026.18:00

პიელ ნატურალსი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია 2026 წელს სიახლით შეხვდა - ბრენდმა სასტუმროებისთვის ექსკლუზიური სპა და საშხაპე პროდუქციის შექმნა დაიწყო. Business Insider Georgia-ს ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ, განუცხადა.

“დავიწყეთ თანამშრომლობა პრემიუმ სასტუმროებთან, რომელთაც სურთ, თავიანთ მომხმარებლებს დაუვიწყარი შეგრძნებები შესთავაზონ და ჰქონდეთ ავთენტური სურნელი, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში არავის აქვს. ჩვენი პროდუქცია, აბსოლუტურად უკონკურენტოა. ეს არის შამპუნების უნიკალური, უსულფატო ფორმულა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იცნობენ თანამედროვე ტენდენციებს და უპირატესობას ანიჭებენ მაქსიმალურად ნატურალურ, ვეგანურ, უსულფატო და უსილიკონო პროდუქტებს.

ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტები, უმეტესად ევროპიდან, ასევე სასტუმროები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ერგებიან. ევროპული სტანდარტების მიხედვით, დასაშვებია სულფატისა და სილიკონის შემცველი პროდუქცია, თუმცა პრემიუმ ხარისხის კატეგორიაში უპირატესობა ენიჭება უსულფატო და უსილიკონო პროდუქტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სეგმენტური ნიშა ორიენტირებულია პრემიუმ კლასის სასტუმროებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სტუმრებს და მათ მაქსიმალურად ნატურალურ, მინიმალურად სინთეტიკურ, ავთენტური ფორმულით შექმნილ პროდუქტებს სთავაზობენ.

ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევთავაზოთ ბუნებრივი პროდუქტები, ინდივიდუალურად შერჩეული სურნელით, რომელიც მათთვის უნიკალურ ემოციურ გამოცდილებად იქცევა და დასამახსოვრებელ შეგრძნებას დატოვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ის, რომ ჩვენი პროდუქტების გამოყენების შემდეგ ისინი თავს ამაღლებულად, კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდნენ.

დღევანდელ სამყაროში რთულია ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ნატურალურ და ბუნებრივ ფორმულებს ვამატებთ უნიკალურ სურნელებს, რომლებიც კონკრეტული სასტუმროსთვის ინდივიდუალურად იქმნება. პროცესი სასტუმროსთან თანამშრომლობით, ახალი პროექტის ფორმატში ხორციელდება. თითოეულ სასტუმროს შეუძლია აირჩიოს სურნელი, რომელსაც თავის სტუმრებს „გააყოლებს“ და დაბრუნების სურვილს გაუჩენს.

სურნელების სპექტრი მრავალფეროვანია - ყვავილების სურნელი, ოქროს სურნელი, მარგალიტის სურნელი, ვეტივერის სურნელი ან ტრენდული, ინოვაციური სურნელები. ჩვენმა გუნდმა პარიზში სპეციალურად გაიარა ბოლო თაობის მასტერკლასები პარფიუმერიის მიმართულებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, შექმნათ საუკეთესო ფორმულები და თითოეულ სურნელს უნიკალური, დახვეწილი ხასიათი მივანიჭოთ “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
“პიელ ნატურალსს” ამჟამად 20-მდე პარტნიორი სასტუმრო ჰყავს.

“ამჟამად ჩვენთან თანამშრომლობს დაახლოებით 20 სასტუმრო. ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ შამპუნების, კონდიციონერების, დუშ-გელების და საშხაპეების მიმართულებით. ჩვენ ასევე გვაქვს სპა მიმართულება, რომელიც ანალოგიური შემადგენლობისაა - უსულფატო, უპარაბინო, უსილიკონო, უპარაფინო.
ცხელი სამასაჟო მიმართულება ორი წლის წინ დაგვემატა და სხვადასხვა სასტუმროში საკმაოდ მოთხოვნადია. პირველი თანამშრომლობა ამ მიმართულებით სასტუმრო ბილტმორთან შედგა, რის შემდეგაც, მათი მოთხოვნით, შევქმენით დაახლოებით 10 სხვადასხვა სურნელის სამასაჟე სანთელი. მოგვიანებით ჩვენი პარტნიორები გახდნენ პულმანი და აქსისი, რომლებთან ერთადაც შეიქმნა მარგალიტის და ოქროს ხაზები.

წელს ვგეგმავთ პორტფოლიოს გამრავალფეროვნებას და ახალი პროექტების განხორციელებას სასტუმროებთან თანამშრომლობით. ჩვენი ძირითადი პრინციპი არის ნატურალურობა - ყველა პროდუქტი ადგილზე, საქართველოში მზადდება. წარმოება ხდება GМP და ISO სტანდარტების მქონე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რადგან ჩვენი პროდუქცია მზადდება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებით.
პიელის სლოგანი „ერთი წასმით შეყვარება“ ნამდვილად ამართლებს. სასტუმროების სტუმრები, როდესაც იყენებენ ჩვენს პროდუქტებს, ერთი შეხებით უყვარდებათ არა მხოლოდ „პიელი“, არამედ გარემო და იქაური სურნელი, რომელიც ღრმად ებეჭდებათ გონებაში იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის იყო და არის პირველი და განსხვავებული “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა