მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

„ზარბაზანი“ სააფთიაქო და სასტუმრო ქსელებთან თანამშრომლობის გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

news image

ქართული ღვინის კოსმეტიკურ ბრენდი „ზარბაზანი“ რითეილ სექტორში პარტნიორობას აფართოებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კომპანია „ავერსისა“ და „პსპ“- ს სააფთიაქო ქსელში შევიდა.

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

გვაქვს ორი მთავარი სიახლე. პირველი არის ის, რომ აქტიურად ვმუშაობთ რითეილ სექტორთან და განსაკუთრებით ფარმაცევტულ კომპანიებთან. თავდაპირველად, ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით მხოლოდ „ფარმა სახლში“. ახლა წარმოდგენილები ვართ „ავერსისა“ და „პსპ“-ს სააფთიაქო ქსელებში. თითოეული ქსელის 30 ფილიალში. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში  უფრო მეტ ფილიალს დავფარავთ. აგრეთვე, მოლაპარაკება გვაქვს სხვა მონაწილეებთან, როგორიც არის „გეფა“ და რითეილის სხვა სექტორები. კერძოდ, „სუფთა სახლი“ და „კარფური“. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სასარგებლო კონტრაქტებს მოვაწერთ ხელს.

მეორე სიახლე კი არის ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ პროდუქციის დივერსიფიკაციას. მიმართულება უფრო მეტად წავა მამაკაცის ხაზისკენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი სეგმენტი უფრო მეტად არიან მამაკაცები და შესაბამისად პროდუქციის დივერსიფიკაციასაც მოვახდენთ მაგ მიმართულებით. ახლა თუ გვაქვს დასაბანი საშუალებები ვაპირებთ, რომ განვავითაროთ წვერის მოვლის საშუალებები, როგორც გაპარსვის კრემი, გაპარსვის შემდგომ გელი, აგრეთვე ჰიგიენური საშუალებები და ა.შ ამასთან ერთად, ურთიერთობა გვინდა დავამყაროთ და ვაპირებთ სპორტულ სამყაროსთან და მაგ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება.

 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენ ვმუშაობთ მთავარ ქართულ პროდუქტზე და ჩვენს უდიდეს მემკვიდრეობაზე ყურძენზე. თავდაპირველად,  „ზარბაზანი“ აწარმოებდა ღვინოს და შემდეგ გადავიდა კოსმეტიკურ საშუალებებზე, მაგრამ ყურძენს არ დავშორდით. დავშორდით კი არა უფრო დავახლოვდით. იმ თვალსაზრისით, რომ ყველა პროდუქტში მონაწილეობს ყურძნის წიპწის ზეთი, თავისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. აგრეთვე, ჩვენი, ქართველების მთავარი პროდუქტია ყურძენი, ჩვენი მემკვიდრეობაც ყურძენზეა და შესაბამისად, ჩვენი მომავალიც გვინდა, რომ ყურძენზე დავამყაროთ. კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სხვებთან შედარებით იგივე დასავლურ პროდუქტებთან შედარებით, არის ის რომ მთლიანად მთელი საწარმოო ციკლი არის ყურძნის წიპწის გარშემო დამყარებული, რომელიც ვიმედოვნებ მომავალში ყურძნის წიპწის ცალკე ზეთის დამზადების პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს ყურძნის წიპწის ზეთი, როგორც ინგრედიენტი, მაგრამ აგრეთვე მნიშვნელოვანია ყურძნის წიპწის ზეთი, როგორც ცალკე პროდუქტი რომ განვითარდეს. ჩვენც ვფიქრობთ ამის შესახებ, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ სხვა სექტორია. ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს მიმართულებაც უნდა განვითარდეს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები რა თქმა უნდა არის პირველ რიგში ლოკალური გაფართოება, როგორც ფარმაცევტული ქსელების, ასევე ზოგადად რითეილ სექტორის თვალსაზრისით. გარდა ამისა, სასტუმროები რა თქმა უნდა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. დღეს ვართ 72 სასტუმროში წარმოდგენილი. სიხარულით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ აპრილიდან მოიმატა შეკვეთების რაოდენობამ სასტუმროების მხრიდან, რადგან ალბათ ტურისტულმა დატვირთვამაც იმატა. აგრეთვე, ჩვენ რა თქმა უნდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაზეც ვფიქრობთ. ჩინეთს განვიხილავთ, მაგრამ ასე სწრაფად არ ხდება გარკვეული გეოგრაფიული თუ მენტალური ფაქტორებიდან გამომდინარე, თუმცა ნელ-ნელა გადავლახავთ ამ ყველაფერს და იმედია გავალთ მაგ ფაზაზე.

 

ცნობისთვის, კომპანია „ზარბაზანის" კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი ანაბარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

25.04.2025

ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების სწორად მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვების ზრდა ან ახალი მომხმარებლების მოძიება. ერთ-ერთი გზა გრძელვადიანი სტაბილურობისთვისანაბრების გამოყენებაა. თუმცა, რა განსხვავებაა ანაბრის სხვადასხვა ტიპს შორის? როგორ გავარჩიოთ, რომელი  მოერგება უკეთ ჩვენს საქმიანობას, გეგმებს ან ფინანსურ საჭიროებებს?

ამ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ ოთხ განსხვავებულ ანაბარს (ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი), რომელთაც ბიზნეს მობილბანკში ნახავთ და განვიხილავთ თითოეულის უპირატესობას.

ᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲘ

 

თუ გაქვთ თავისუფალი თანხა და გსურთ მიიღოთ სარგებელი სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალი პროცენტით, ვადიანი ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. იგი მინიმუმ 3 თვით, მაქსიმუმ კი 24 თვით იხსნება, შესაბამისად, თუ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ეს ანაბარი ბიზნეს მობილბანკიდან გაააქტიუროთ. დეტალები კი ასეთია:

 

საწყისი თანხა: 500 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში

სარგებელი ლარში: წლიური 10.95%-დან 12.25%-მდე

ეფექტური პროცენტი ლარში 10.95-დან 11.5%-მდე

ᲑᲝᲜᲣᲡᲘ: ᲗᲣ ᲐᲛ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲚᲐᲠᲨᲘ, ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ 0.25%-ᲘᲗ ᲛᲔᲢ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ.

 

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბრის უპირატესობა მისი მოქნილობაა, რადგან უვადოა, საწყისი შენატანის ოდენობა განსაზღვრული არაა, ხოლო თანხის გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამიტომაც, იგი მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც ზუსტად არ იცის, როდის შეიძლება დასჭირდეს თანხა, თუმცა სურს, გარკვეული დროის განმავლობაში სარგებელი მაინც მიიღოს.

საწყისი თანხა: 0 ლარი

თანხის დამატება /გატანა: ნებისმიერ დროს

სარგებელი ლარში: 2%

ეფექტური პროცენტი ლარში: 2.02%

მარტივად მართვადი: ანაბრის გახსნა და წლიური მომსახურება 0 ლარია.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის

თუ გსურთ ანაბარი, რომელსაც თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გამოიტანთ, თუმცა მაინც მიიღებთ სარგებელს, შეგიძლიათ მობილბანკით მოთხოვნამდე+ გაააქტიუროთ. ამ შემთხვევაში სარგებელს ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე მიიღებთ.

ანაბრის გახსნა: უფასო;

საწყისი თანხა: 0 ლარი;

წლიური სარგებელი ლარში: 3%; 

ეფექტური პროცენტი -8.06%

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

შეგროვებადი ანაბარი 

თუ გსურთ თანდათან შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნისთვისახალი ტექნიკის შესაძენად ან საინვესტიციო პროექტისთვის, ეს ანაბარი ოპტიმალური არჩევანი იქნება. მისი უპირატესობა მაღალი სარგებლიანობაა, ხოლო საწყისი თანხა 10 ერთეულით განისაზღვრება. თანხის გატანა კი შესაძლებელია ვადის ბოლოს.

ვადა: 3–24 თვე

წლიური სარგებელი ლარში: 10.35%-დან 11.50%-მდე;

ეფექტური პროცენტილარში 10.85%-დან 11.41%-მდე;

ბონუსი: თუ ამ ანაბარს გახსნით ონლაინ ნებისმიერ ვალუტაში, მიიღებთ 0.25%-ით მეტ სარგებელს.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

ამგვარად, თუ თქვენი მიზანია სტაბილური ზრდა, მოულოდნელობებისთვის მზადყოფნა, თუ უბრალოდ დამატებითი ფულადი რესურსების დაგროვებასაქართველოს ბანკის ბიზნეს ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, მათი გააქტიურება სრულად დისტანციურად, ბიზნეს მობილბანკითაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა