ზაფხულისა და შემოდგომის სეზონები საკმაოდ აქტიურია, ვმუშაობთ 98%-იანი დატვირთვით - Vineyard Hotel & Winery
Vineyard Hotel & Winery არის მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო-მარანი, რომელიც კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარეობს. სასტუმრო ფუნქციონირებს 2018 წლიდან. სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის მენეჯერს თათა ღარიბაშვილს ესაუბრა.
„გეგმაში გვაქვს ოთახების განახლება, პროცესი უკვე დაწყებულია. იგეგმება ცვლილებები გარე სივრცეშიც როგორიცაა ავეჯის განახლება და სხვა. გვინდა, რომ ჩვენს სტუმრებს პერიოდულად სიახლეები შევთავაზოთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ რესტორნის ინტერიერის განახლებასაც “, - ამბობს თათა ღარიბაშვილი.
სასტუმროსთვის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი საკმაოდ დატვირთულია.
„ფაქტობრივად, ივლისიდან სექტემბრამდე 98%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, ოქტომბერიც ძალიან აქტიური იყო. განსაკუთრებული მოთხოვნაა მასტერკლასებზე, მათ შორის ქართველი სტუმრების მხრიდან. დიდი პოპულარობით სარგებლობს პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ყურძნის კრეფა და დაწურვა. წელს უმეტესად ევროპელი სტუმრები გვყავდა - გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან “, - აღნიშნავს კომპანიის მენეჯერი.
გაზაფხულიდან Vineyard Hotel & Winery სარესტორნო ცვლილებებს გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ სარესტორნო ცვლილებებს. გაზაფხულიდან გვექნება საკუთარი ბიოპროდუქტები და გარდა ამისა, გვსურს, რომ გვქონდეს საკუთარი ხორცის მეურნეობა “, - აცხადებს თათა ღარიბაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სტუმრები განსაკუთრებით გამოარჩევენ მომსახურების მაღალ დონეს, სისუფთავესა და კომფორტს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
სხვა სიახლეები
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
14.11.2025.11:17
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.
ჩინეთის დედაქალაქთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგია, რომლის ფარგლებში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ. მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის" განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით და ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.
ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებზე. ავიარეისები თბილისსა და პეკინს შორის კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.