მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ზაფხულის სეზონზე ნაყინის რეალიზაცია 10%-ით გავზარდეთ - „თოლია“

news image

ნაყინის მწარმოებელი „თოლია“ ზაფხულის სეზონზე კომპანიის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.

როგოც Business Insider Georgia-სთან კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის დირექტორმა სანდრო ლომთაძემ განაცხადა, ზაფხულის სეზონზე გასულ წელთან შედარებით ნაყინის რეალიზაციის მაჩვენებელი 10%-ით გაზარდეს.

„ეს წელი კომპანიის საქმიანობაში წარმატებულია, რადგან გაყიდვების გეგმას მივყვებით. ზაფხულის სეზონზე ინდუსტრიული ნაყინის წარმოების კუთხით სიახლეები არ გვქონია, თუმცა გავხსენით კიდევ ორი სანაყინე და ამ დროისთვის 30 ობიექტით ვართ წარმოდგენილი“, - განაცხადა სანდრო ლომთაძემ. 

სანაყინე „თოლიას“ ორი ძირითადი მიმართულება აქვს, ეს არის რბილი ნაყინი და  სკუტის ნაყინი ე.წ ამოსაღები ნაყინი, ბურთები. სანაყინეში არის ასევე შეიკი, ცივი და ცხელი ყავა.

„იანვრიდან დავამატეთ დონატების მიმართულება. ამ ეტაპზე 9 სახეობის დონატი გვაქვს“, - აღნიშნა სანდრო ლომთაძე. 

შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 30 სანაყინე აქვს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა