ზაფხულის სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო, ჯგუფური ჯავშნებიდან ჭარბობდა ევროპა - Crowne Plaza Borjomi
ბორჯომში მდებარე Crowne Plaza Borjomi-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელის ნინო ხაჩიძის განცხადებით, ზაფხულის ტურისტული სეზონი სასტუმროსთვის წარმატებული გამოდგა, სტუმრების რაოდენობა გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან. სასტუმრო შევსებულია ბორჯომში გემო ფესტის პერიოდში.
„ზაფხულის სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო და ძალიან კმაყოფილები ვართ, საკმაოდ პოზიტიური სეზონი გვაქვს, ჯგუფური ჯავშნებიდან ჭარბობდა ევროპა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი, გვყავდა დიდი ჯგუფები გერმანიიდან, ავსტრიიდან. ახალი ტურისტული ბაზრებიდან სტუმრები გვყავდნენ: ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან, ტაილანდიდან. რა თქმა უნდა ადგილობრივების დაინტერესებაც დიდია.
გემო ფესტის ფარგლებში დიდი მოთხოვნაა, სასტუმრო თითქმის სრულად არის დატვირთული. შემოდგომაზე ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მივიღეთ ბევრი ჯავშანი“, - აცხადებს ნინო ხაჩიძე.
სხვა სიახლეები
ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - „ფაჩუჩი“
18.11.2025.18:00
ხელნაკეთი თექის ფაჩუჩების მწარმოებელი კომპანია „ფაჩუჩი“, დაახლოებით სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia “ფაჩუჩის“თანადამფუძნებელს ელენე ბლიაძეს ესაუბრა.
„აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს და შეკვეთების მიღებას. წარმოდგენილები ვართ რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე და შეკვეთებს ვიღებთ როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისგან, ისე მიგრანტებისგან.
ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია “, - ამბობს ელენე ბლიაძე.
„ამჟამად, ასორტიმენტი თექის ფაჩუჩებს მოიცავს, თუმცა მომავალში შესაძლოა ჩითის ფაჩუჩებიც დაემატოს.

„ამ ეტაპზე ძირითადად თექის ფაჩუჩებს ვკერავთ, თუმცა ვგეგმავთ განვითარების გაგრძელებას. გვინდა ჩითის ტექნიკაც ვისწავლოთ და ასორტიმენტს ჩითის ფაჩუჩები დავუმატოთ. სამომავლოდ სწორედ ამის განხორციელება გვაქვს გეგმაში “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასი დიზაინისა და ზომის მიხედვით განისაზღვრება.