მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

ზაფხულის მიუხედავად საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნა გაიზარდა - Geosky ავიაპარკს აფართოებს

news image

2025 წელს ტენდენცია შეიცვალა და ზაფხულის სეზონშიც კი საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზრდა პირდაპირ უკავშირდება TEMU-ს გზავნილების მოცულობის ზრდას.

„როგორც ცნობილია, ზაფხულის პერიოდში, ტრადიციულად, სატვირთო გადაზიდვები იკლებს, რადგან ტვირთის ნაწილი სამგზავრო რეისებით გადააქვთ. თუმცა, მიმდინარე წელს ვითარება შეიცვალა, ზაფხულის სეზონშიც კი მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა საჰაერო ტვირთებზე, რაც ძირითადად TEMU-ს ტვირთებით არის განპირობებული. 2024 წელთან შედარებით ზრდა აშკარაა, რაც ჩვენს კომპანიაზეც აისახა,“ - აცხადებს კიკნაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ზრდის ფონზე Geosky Airlines-მა მესამე Boeing 767-300 ჩამოიყვანა, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ექსპლუატაციაში.

„დაგეგმილი გვაქვს კვირაში სამი რეისის შესრულება ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. თითოეულ რეისზე საჰაერო ხომალდს საშუალოდ 52-დან 55 ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია,“ - დასძენს ის.

კიკნაძის განმარტებით, Geosky ამ დროისთვის ჩინეთის ორ ქალაქთან ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა კომპანიის გეგმის მიხედვით, მალე დაემატება მესამე ქალაქიც.

„უკვე გაკეთებულია განაცხადი ჩინეთის მესამე ქალაქზე, საიდანაც ფრენების დაწყებას ვგეგმავთ. ნებართვას ველოდებით ჩინური მხარისგან და იმედი გვაქვს, რომ ერთ კვირაში მივიღებთ დასტურს. სამივე ქალაქიდან განვახორციელებთ გადაზიდვებს ევროპაში  4 ან 5 ევროპული მიმართულებით,“ - აღნიშნავს Geosky Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტი.

კომპანიის პროგნოზით, ტვირთებზე მოთხოვნა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.

„თუ ზაფხულშიც ასეთი მკვეთრი ზრდა დავაფიქსირეთ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შემდგომ თვეებში ორნიშნა ზრდა იქნება,“ - აცხადებს შალვა კიკნაძე.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, თავისუფალი სატვირთო თვითმფრინავების მოძიება კვლავ გამოწვევად რჩება.

„როცა ტვირთებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად მცირდება თავისუფალი საჰაერო ხომალდის პოვნის შანსი - განსაკუთრებით სატვირთო თვითმფრინავების შემთხვევაში. თუმცა ჩვენ მაინც შევძელით მესამე Boeing-ის ჩამოყვანა. ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეოთხე Boeing 767-300-ის იჯარით შემოყვანაზე,“ - აცხადებს შალვა კიკნაძე.

Geosky Airlines-ი ავიაპარკში დამატებითი ბორტის შეყვანას მიმდინარე წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში გეგმავს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8 პროცენტი — გაგზავნილი.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია - WeJet

10.03.2026.14:00

გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაზარს ახალი სერვისი „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შესთავაზა და რომელიც ამ დროისათვის ჩინეთში ბიზნეს ტურების ორგანიზებას გულისხმობს, არსებული მოთხოვნით კმაყოფილია.

როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა, ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, სერვისი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რის გამოც კომპანიამ სპეციალური ვებსაიტი ამოქმედდება, სადაც ჩინეთში დაგეგმილ გამოფენებზე დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

„ვებგვერდზე business.widget.ge განთავსებული იქნება ინფორმაცია ჩინეთის გამოფენების შესახებ, და ქართველი მომხმარებლები შეძლებენ ამ გამოფენების ონლაინ დათვალიერებას. სურვილის შემთხვევაში, ამ გამოფენებზე დასწრებას ჩვენ უზრუნველვყოფთ - მსურველებს ადგილზე დახვდებათ გიდი, სასტუმრო, ავიაბილეთები; ანუ ჩვენგან სრული სერვისი იქნება გაწეული. დამატებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას საუკეთესო ფასად“, - აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.

WeJet-ის დირექტორის თქმით, ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია.

„წინა გამოფენიდან გამომდინარე, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წინა გამოფენაზე გავუშვით დაახლოებით 30 ადამიანი, რომლებიც ერთ თვეში მოგროვდნენ. აპრილის გამოფენაზე კი უკვე სულ მცირე 100 ადამიანს ვვარაუდობთ“, - აცხადებს გადამზიდავი კომპანიის დირექტორი.

ირკვევა, რომ ჩინეთში ბიზნეს ტურებში მონაწილეობით საქართველოდან მრავალი სექტორია დაინტერესებული - ავეჯი, სათამაშოები, ტანსაცმელი, სამედიცინო მიმართულება და სხვა.

WeJet-ს უკვე დადებითი ქეისებიც აქვს. მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილე ქართულმა კომპანიებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი გააფართოვეს ან დაიწყეს.

„მაგალითად, გორში ერთ-ერთმა ჩვენსმა მომხმარებელმა გახსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი სათამაშოების მაღაზიით. აღნიშნული მაღაზია მთლიანად ჩვენი მიერ ჩამოტანილი პროდუქციით ამოქმედდა“, - აღნიშნავს WeJet-ის ხელმძღვანელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა