მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

„ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“: ახალი თავგადასავლების სეზონი - Geely Center Tegeta-ს კამპანია

news image

ზაფხული მზიან დღეებთან, მოგზაურობასთან, თავისუფლებასა და ახალ ემოციებთან ასოცირდება. წელს Geely Center Tegeta სეზონს განსაკუთრებული კამპანიით შეხვდა – „ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“, რომელიც ფერებს, მუსიკას, მოგზაურობასა და ბრენდის პოზიტიურ ენერგიას აერთიანებს.

 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა განსაკუთრებული, ფერადი ვიზუალები და ბრენდირებული მასალები, რომლებიც ზაფხულის განწყობას ასახავს თავისუფლებისა და სტილის სინთეზით. მათ კი სწორედ საავტომობილი ბრენდი Geely აერთიანებს.

ეკა კევლიშვილი, Geely Center Tegeta-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა გამოცდილება, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს და არამარტო მათ, საშუალებას მისცემდა, ბრენდთან არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ღრმა ემოციური კავშირი დაემყარებინათ. სწორედ ამ მიზნით წამოვიწყეთ კამპანია „ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“.

Geely-ს სამოდელო ხაზი განსაკუთრებით ახლოს არის ახალგაზრდა სეგმენტთან. ამიტომაც შევქმენით კამპანია, რომელიც ზაფხულის სეზონზე ბრენდს მათ ნამდვილ მეგზურად და მეგობრად აქცევდა. ღონისძიებისთვის განკუთვნილი შოურუმი გარდავქმენით ინსპირაციის სივრცედ — ფერად ვიზუალებთან შერწყმული მუსიკითა და თავისუფლების მუხტით, რაც თითოეულ ახალგაზრდას თვითგამოხატვის, ჩართულობისა და ემოციური კავშირის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა.

გვსურდა, Geely არ დარჩენილიყო მხოლოდ კომფორტულ და პრაქტიკულ ავტომობილად, არამედ თანამედროვე ცხოვრების სტილის სიმბოლოდ გვექცია, რომელიც ზაფხულის ენერგიას შენთან ერთად ქმნის და შენს მოგონებებში დიდხანს ცოცხლობს”.

კამპანია Geely X Zadig & Voltaire-ის ღონისძიებით გაიხსნა, სადაც სტუმრებს ახალი ემოციების გაზიარებისა და Geely-ს საზაფხულო სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდათ. გარდა ამისა, მოწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცა, Geely-ს ახალ ელექტრომობილზე, Geely EX5-ზე, დაეტოვებინა საკუთარი საზაფხულო მესიჯები, სურვილები და მოლოდინები, რაც საზაფხულო კამპანიის სიმბოლურ ნაწილად იქცა.

სპეციალურად Geely-ს საზაფხულო კამპანიისთვის მუსიკოსმა თემურიკო დიასამიძემ ახალი კომპოზიცია შექმნა, რომელიც ზაფხულის გზების უსაზღვრო თავისუფლებას, თავგადასავლებსა და მეგობრებთან ერთად გატარებული წუთებით გამოწვეულ სიხარულს ასახავს. მუსიკა საზაფხულო მოგზაურობების განუყოფელ ნაწილად მალევე იქცა.

თემურიკო დიასამიძე, მუსიკოსი: „ეს პროექტი ჩემთვის იყო შესაძლებლობა, შემექმნა არა მხოლოდ მელოდია, არამედ ატმოსფერო, რომელიც გზაზე მიმავალი მსმენელისთვის ემოციურ თანამგზავრად იქცეოდა. Geely-ს ბრენდის ენერგია და ზაფხულის თავისუფლება ჩემთვის ერთ მთლიან შთაგონებად იქცა და სწორედ ამ გრძნობის გადმოცემა მინდოდა მუსიკაშიც. 

ინსპირაციის წყარო ზაფხულის ხასიათი და მისი ენერგია გახლდათ - ის თავისუფალი, ნათელი და პოზიტიური შეგრძნება, რომელიც ამ სეზონს ყოველთვის თან ახლავს. ამ განწყობაზე დაყრდნობით შევქმენით კომპოზიცია, რომელიც, საბოლოოდ, ჯერ - ტრეკად, შემდეგ კი უკვე მთელი კამპანიის მუსიკალურ ფუნდამენტად იქცა.

ვფიქრობ, მუსიკა დიდ როლს ასრულებს ბრენდის აღქმაში, რადგან მსოფლიოში ბევრი ბრენდი არსებობს, რომელთა ამოცნობა მხოლოდ მელოდიის მოსმენით არის შესაძლებელი. Geely-სთან თანამშრომლობა ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო გამოცდილება იყო. მიყვარს, როდესაც სამუშაო პროცესი მხოლოდ ვალდებულება კი არა, სიამოვნების წყაროც არის. პროექტის ჩანაფიქრი ზუსტად ისე განხორციელდა, როგორც წარმომედგინა და შედეგიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ ენერგიას, რომლის გაზიარებაც მსურდა“.

კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ქართველი ინფლუენსერებიც, რომლებმაც თავიანთი ზაფხულის მოგზაურობებისთვის Geely-ს სხვადასხვა მოდელები აირჩიეს — Coolray, Tugella და EX5. თითოეულმა მათგანმა დაუვიწყარი საზაფხულო მოგონებების შექმნაში საკუთარი როლი შეასრულა.

„ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“ ახალ, უფრო თავისუფალ  და ემოციურ განზომილებაში ავითარებს ბრენდის ისტორიას, რომელიც სეზონის საუკეთესო თანამგზავრი გახდა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა