ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში - თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
5 ივლისიდან, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის კარი მელომანებისთვის უკვე მეცხრედ გაიღება და ივლისის ყოველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად გეპატიჟებათ.
ფესტივალის ვარსკვლავური შემადგენლობა, არაჩვეულებრივი გარემო, ულამაზესი ბუნება და მასპინძლების კეთილგანწყობა - ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ ლაგოდეხში დაუვიწყარ დროს გაატარებთ.
5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე - The Kings of Blues (აშშ) - ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.
The Kings of Blues - ესაა ბენდი ჩიკაგოდან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კენი უეინი (ბლუზბოსად წოდებული, კლავიშები, ბუგიპლეერი), ვესტი და რასელ ჯეკსონები (რითმ და ბას გიტარა), ვალდო ვეზერსი (კომპოზიტორი, საქსაფონი) და ტონი კოლემანი (დრამი).
ძმები ჯეკსონები და ტონი კოლემანი წლების მანძილზე უკრავდნენ ბიბი კინგის ბენდში; ხოლო ვალდო - ჯეიმს ბრაუნის ბენდში.
ფესტივალი უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ყოველწლიურად მატულობს საშემსრულებლო ხარისხი, მონაწილეთა სულ უფრო მაღალი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი მოიხსენიება როგორც ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ბლუზ ფესტივალი და ერთადერთი - აღმოსავლეთ ევროპაში.
წელს პირველად, მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. სიახლე ისაა, რომ ყველა მონაწილე ჩამოდის თავის ბენდთან ერთად და შესაბამისად, მსმენელს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას შევთავაზებთ.
უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.
ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.
შევხვდებით ლაგოდეხში!
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.16:04
როდესაც საქმე ეხება ავტომობილის ძრავის დაცვას, ეფექტიანობასა და გამძლეობას, Shell ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც სტანდარტებს არა უბრალოდ იცავენ, არამედ თავად აყალიბებენ მათ. მსოფლიო ლიდერი საცხებ-საპოხი მასალების სფეროში, Shell გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ზეთებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მძიმე ტექნიკისა და ინდუსტრიული დანადგარებისთვის.
Shell-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსტრემალურ პირობებშიც კი, ზრდის საწვავის ეკონომიას და ახანგრძლივებს ტექნიკის სიცოცხლის ციკლს — რაც საბოლოოდ დროისა და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს მომხმარებლისთვის.
Shell-ის მთავარი უპირატესობები
ნოვატორი ბრენდი, რომელიც იყენებს PurePlus ტექნოლოგიას
Shell იყო პირველი, რომელმაც დაიწყო უნიკალური PurePlus ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს, სხვა დაბალი კლასის ძრავის ზეთებთან შედარებით, აქვს ნაკლები აორთქლება და ნაკლებად სჭირდება დამატება. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას, რადგან რაც უფრო ნაკლებია ძრავის ნაწილებს შორის ხახუნი, მით უფრო მარტივად მუშაობს შემადგენელი ნაწილები და უფრო ნაკლები საწვავია საჭირო.
ეს ტექნოლოგია გულისხმობს ბუნებრივი აირის გარდაქმნას უმაღლესი ხარისხის თხევად -საბაზისო ზეთად, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები -საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ. Shell-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ამ ბრენდის საბაზისო ზეთი კრისტალურად სუფთაა და მასში არ არის ის მინარევები, რომლებსაც ნედლ ნავთობში ვხვდებით. Shell წინ უსწრებს ინდუსტრიის მოთხოვნებს და Shell PurePlus Technology-ს მეშვეობით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს - Shell Helix-ს.
Shell-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში ეკოლოგიაზე ზრუნვაში. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის გახდეს ენერგობიზნესი, რომელსაც ექნება ნახშირბადის ნულოვანი ემისიები. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში იყენებს განახლებად რესურსებს.
Shell - სუპერქარების რჩეული
Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ „შელის“ მიერ წარმოებული Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აქვე უნდა ითქვას, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, არის საწვავის მწარმოებელიც, მის საწვავს Shell V-Power-ს მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.
საინტერესო ფაქტები Shell-ის შესახებ
საქართველოში ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია Shell-ის ოფიციალური წარმდგენია სომხეთშიც.