მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.5
-0.0026
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 37.761
0.0032
flag
EUR 3.1575
0.0083
flag
GBP 3.6411
0.0101
flag
KZT 50.35
0.0026
flag
TRY 0.0652
-0.0001
flag
USD 2.6925
-0.0005

World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება

news image

A day to convey EV positivity -  ამ გზავნილის გარშემო, 9 სექტემბერს,  მსოფლიო უკვე მეექვსედ ერთიანდება. გლობალური ინიციატივის მიზანი  გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, ელექტრომობილების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა. საერთაშორისო ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება „თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელმაც გარემოზე ზრუნვა კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად მიმართულებად აქცია. კომპანია წელსაც არაერთ აქტივობას გეგმავს.

9 სექტემბერს, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებსა და აკუმულატორებზე განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებლებს Bridgestone-ის „ტურანზა 6-ზე“ 30%-იანი ფასდაკლება დახვდებათ. რაც შეეხება აკუმულატორებს, Macpower-ის, Varta-ს, Energizer-ის, Exide-ის, Monbat-ისა და FIAMM-ის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, World EV Day -სთან დაკავშირებით, ელექტრომობილებზე სავალი ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში უფასოდ შემოწმდება, ხოლო  თანმდევი სერვისის  საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.

თათია ხორბალაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი„ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. CSR სტრატეგიით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ემისიების შემცირება, რაც პირდაპირ უკავშირდება ელექტროტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით უკვე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა — ერთი მხრივ, ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებასთან, Tegeta Cars-სთან ერთად წლებია ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში, ვზრუნავთ დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცხადია, ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვერთვებით ყველა გლობალურ ინიციატივაში, ვცდილობთ, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მუდმივად გავაუმჯობესოთ ელექტრომობილების ფლობის გამოცდილება. ამ დღეს, ელექტრომობილების ერთგულ მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს. გვიხარია, რომ სულ უფრო მეტად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც არჩევანს ელექტრომობილებზე აკეთებენ“.

World EV Day-სთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ საკუთარ მომხმარებელს ფოტოკონკურსიც შესთავაზა. აქტივობაში ჩართვა Tegeta Community-ს ფეისბუქ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ. კონკურსის ფარგლებში, მათ თავიანთი ელექტრომობილების ფოტოები ჯგუფში უნდა განათავსონ.  გამარჯვებული VOLVO-ს სრულად ელექტრო ავტომობილის, EX30-ის ორდღიან ტესტდრაივს მიიღებს საჩუქრად.   

გლობალური მასშტაბით, ელექტრომობილების (EV) ბაზარი სწრაფად იზრდება, რაც განპირობებულია გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებითა და წარმოების ხარჯების შემცირებით. მსხვილი ავტომწარმოებლები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში თანდათანობით ამოიღონ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. 

International Energy Agency-ს პროგნოზით,  2030 წლისთვის გლობალური ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 245 მილიონს მიაღწევს. 2035 წლისთვის ეს ციფრი დაახლოებით 525 მილიონამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ გზებზე მოძრავი ყოველი ოთხი ავტომობილიდან ერთი ელექტრო იქნება.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საჰაერო ტვირთები ლიდერ პოზიციაზე - JSL Logistics-ის გადაზიდვები წელს თითქმის 100%-ით გაიზარდა

08.09.2025.18:00

ლოგისტიკური კომპანია JSL Logistics • JSL ლოგისტიკა, რომელიც დამოუკიდებელ მოთამაშედ 2024 წელს ჩამოყალიბდა, გადაზიდვების ზრდაზე საუბრობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში JSL Logistics-ის დირექტორმა გია ნადირაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს გადაზიდვები კომპანიის მაგალითზე 97.3%-იან ზრდას აჩვენებს.

JSL Logistics სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე წარმოდგენილია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებით, თუმცა კომპანიის პორტფელის 90% მაინც საჰაერო ტვირთებზე მოდის.

„JSL Logistics-მა, როგორც დამოუკიდებელმა კომპანიამ, ოპერირება 2024 წელს დაიწყო. მანამდე წარმოვადგენდით „ლასარეს“ ერთ-ერთ განყოფილებას და გვაქვს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში 25-წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებები JSL Logistics-ისთვის ახალია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთვის კვლავ მთავარი მიმართულება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებია. ამ სეგმენტში მოთხოვნა აშკარად მაღალია და ჩვენი პორტფელის 90%-იც სწორედ ამ ტიპის გადაზიდვებზე მოდის,“ - ამბობს გია ნადირაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ზრდასთან ერთად, გაზრდილია კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც.

​მიმდინარე წელს საჰაერო გადაზიდვები გაზრდილია, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის კუთხით, თუმცა დიდი წილი მაინც იმპორტზე მოდის. უფრო მეტი ტვირთი შემოდის, ვიდრე გადის. აქ საუბარი მაქვს, როგორც საქართველოსთვის  განკუთვნილ ტვირთებზე, თუმცა არის ასევე ტრანზიტი და რეექსპორტი. 


ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, საჰაერო გადაზიდვებით ექსპორტზე ხშირ შემთხვევაში გადის ღვინის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა საგამოფენო საქონელი. გადის აგრეთვე ხელოვნების ნიმუშები და არა ანტიკვარები. საქართველოში სახელოსნოებში იქმნება გარკვეული ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ექსპორტზე გადის. 

ხოლო იმპორტის კუთხით უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, თუმცა დიდი წილი მოდის ტექნიკაზე და ასევე ღვინო მასალებზე. 


საჰაერო კარგოს  შემთხვევაში იმპორტისას ლიდერობს ჩინეთი, ხოლო ექსპორტის კუთხით ევროპა“, - აცხადებს JSL Logistics-ის ხელმძღვანელი.

არსებული გამოცდილების ფონზე, JSL Logistics-ის ავიაპარტნიორების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ავიაკომპანიებთან:
Uzbekistan Airways, LOT, Lufthansa, airBaltic, Air Astana, Turkish Airlines.

სწორედ პარტნიორების მრავალფეროვნება და ამ მხრივ კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ JSL Logistics-მა საკუთარი მომსახურების ტარიფები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს და ბაზარზე კონკურენტული პოზიციით იყოს წარმოდგენილი. 

„რაც შეეხება გადაზიდვის ტარიფებს ჩვენს მაგალითზე მცირედი ცვლილებები გვქონდა, თუმცა ვცდილობთ რომ ტარიფები შევინარჩუნოთ, რადგანაც ბაზარი აღარ არის ისეთი მდიდარი როგორც უწინ. თუმცა გეტყვით, რომ ტარიფების გადახედვა ყოველი წლის დეკემბერში ხდება და ოდნავი ცვლილებები გაქვს. იმის გამო, რომ თუნდაც სატრანსპორტო გადაზიდვებს აძვირებენ თავად ავიაკომპანიებიც და იძულებულები ვართ, რომ ჩვენც გავზარდოთ ფასი“, - ამბობს  გია ნადირაშვილი. 

ირკვევა, რომ JSL Logistics-ისთვის საჰაერო ტვირთებისთვის ყველაზე დატვირთული თვე ტრადიციულად დეკემბერია, თუმცა მიმდინარე წელს აგვისტოც აქტიური გამოდგა.

„საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია დეკემბერი, თუმცა წელს რატომღაც აგვისტოც საკმაოდ აქტიურია. თუ გვეგონა, რომ ამ პერიოდში ტვირთნაკადი მცირე იქნებოდა, ზრდა გვაქვს. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გვეგონა, რომ ასეთი დატვირთულობა იქნებოდა. ხშირად გვაქვს ასევე სატრანზიტო გადაზიდვები და რეექსპორტები“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

JSL Logistics ტვირთებს უზრუნველყოფს მისამართიდან მისამართამდე მიწოდებით, რაც კომპანიისთვის ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები კომპანიისთვის ახალი მიმართულებებია, მათი გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„საჰაერო გადაზიდვებში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა აშკარაა - ვმუშაობთ „ლასარეს“ ტერმინალიდან, რაც საგრძნობლად ამცირებს დროს. გვაქვს ოპერატიული წვდომა საბაჟოზე, გეზზე, ტერმინალზე. ერთი ფანჯრის პრინციპით ვემსახურებით კლიენტებს და პროცედურები ბევრად სწრაფად ხორციელდება, ვიდრე სხვაგან. ამასთან, ვართ ორი მსხვილი ფორვარდერული ქსელის წევრი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს პარტნიორები, რაც გვაძლევს კონკურენტულ ფასებს, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით,“ - აცხადებს გია ნადირაშვილი.

JSL Logistics 2024 წელს დაარსებული სატვირთო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ლასარეს სატვირთო ტერმინალის ლოგისტიკური სამსახურიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით, JSL Logistics დამოუკიდებელი ლოგისტიკური სერვისების სრული სპექტრის პროვაიდერია სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში.

JSL Logistics ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია იყენებს ტვირთების დამუშავებისა და ლოგისტიკის მრავალწლიან გამოცდილებას, ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს სატვირთო ტერმინალში, რაც კომპანიის დიდი უპირატესობაა უმოკლეს დროში შეასრულოს საბაჟო და ლოგისტიკური პროცედურები.

მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 100-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში.

JSL Logistics-ის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. კომპანიის თანამშრომლები ყოველ წლიურად გადიან გადამზადებას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, როგორც კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე, ასევე, იმაღლებენ კვალიფიკაციას IATA-ს სასერთიფიკატო კურსებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა