Wizz Air-მა ახალი A321 NEO ტიპის საჰაერო ხომალდის დამატებით ავიაპარკში თვითმფრინავების რაოდენობა 200-მდე გაზარდა
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, აჩქარებს საავიაციო ქსელის ზრდას მე-200 თვითმფრინავის დამატებით.
A321 neo თვითმფრინავი განთავსდება ლონდონის ლუტონის აეროპორტში, რაც ხაზს უსვამს ავიაკომპანიის მუდმივ სანდოობას დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. თვითმფრინავი პირველად ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან რუმინეთში, ბაკაუში გაემგზავრა.
100 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების თვითმფრინავი ხელს შეუწყობს მგზავრების გადაადგილებას ლონდონის ლუტონიდან 59 მიმართულებით, მათ შორის ახლახან დამატებულ მარშრუტებზე ზალცბურგსა და კაიროში.
A321 neo თვითმფრინავი აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და გთავაზობთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ბენეფიტებს. ამჟამად თვითმფრინავს შეუძლია ფრენა 50%-მდე SAF ნაზავით, უზრუნველყოფს ხმაურის თითქმის 50%-ით დახშობას, საწვავის მოხმარებისა და ნახშირბადის ემისიების 20%-ით და აზოტის ოქსიდის ემისიების 50%-ით შემცირებას. ახალი თვითმფრინავის დამატებით Wizz Air-ის გაერთიანებული სამეფოს ფლოტის საშუალო ასაკი 2,07 წლიდან 1,97 წლამდე შემცირდება, რაც მას ევროპაში ყველაზე ახალგაზრდას გახდის.
2023 წელს მგზავრების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირების შემდეგ, Wizz Air აგრძელებს ქსელის ზრდას. ავიაკომპანიას 300-ზე მეტი A321 neo თვითმფრინავი აქვს შეკვეთილი.
„Wizz Air-ისთვის გაერთიანებული სამეფოს ბაზარი პრიორიტეტულია და ჩვენ მოხარული ვართ ახალი თვითმფრინავის გაერთიანებული სამეფოს ავიაფლოტში დამატებით. ჩვენ მხოლოდ უახლეს და საუკეთესო ტექნოლოგიაში ვახორციელებთ ინვესტიციას. ახალი A321 neo თვითმრინავი ჩვენს ფლოტს უფრო თანამედროვეს და კომფორტულს გახდის და ამავდროულად დაგვეხმარება გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას ფრენებზე ევროპის მიმართულებით და ახალი ავიახომალდი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაში ლონდონიდან საყვარელი ევროპული მიმართულებებით საუკეთესო ფასად“, - აცხადებს Wizz Air UK-ის მმართველი დირექტორი მარიონ ჯეფროი.
Wizz Air-ის მიერ დიდ ბრიტანეთში ამჟამად დასაქმებულია 850-მდე ადამიანი.
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 200 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 წლის მარტსთვის. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია 2020 წელს დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც „წლის ავიაკომპანია“ ATW-ს მიერ, 2019 და 2023 წლებში. Wizz Air აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards-ის მიერ 2021-2023 წლებში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-ის მიერ 2022-2023 წლებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.