მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7086.9
0.0039
flag
AZN 1.6003
-0.0007
flag
CNY 38.001
-0.0004
flag
EUR 3.2155
0.0245
flag
GBP 3.7502
0.0215
flag
KZT 52.43
0.001
flag
TRY 0.0683
-0.0001
flag
USD 2.7215
-0.0012

Wizz Air-ი Customer First Compass ინიციატივის ფარგლებში WIZZ Discount Club-ს აუმჯობესებს

news image

Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, 29 აპრილს წარადგინა WIZZ Discount Club (WDC)-ის ახალი ვერსია, რომელიც შემუშავებულია Customer First Compass ინიციატივის ფარგლებში და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ნაწილია.

განახლებული WDC საწევრო პაკეტი, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 29 აპრილიდან, მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე შეიქმნა და მიზნად ისახავს ღირებულების, ინდივიდუალური მიდგომისა და მომსახურების გაუმჯობესებას Wizz Air-ის ერთგული წევრებისთვის მთელ ქსელში.

ფასდაკლებულ ბილეთებზე წვდომის გარდა, WDC წევრები ისარგებლებენ დამატებითი პრივილეგიებით:

-         უპირატესობით სარგებლობა მომხმარებელთა მომსახურების რიგებში;

-         ექსკლუზიური შეთავაზებები დაბადების დღისა და ყოველწლიური წევრობის აღსანიშნად;

-         სპეციალური ფასდაკლებები და აქციები მხოლოდ WDC წევრებისთვის;

-         გაუმჯობესებული პირობები Wizz Air-ის პარტნიორებთან.

ეს განახლებები ეფუძნება მგზავრების პირდაპირ უკუკავშირს და სრულად შეესაბამება Customer First Compass ინიციატივის ოთხ საყრდენ კომპონენტს: პროდუქტს, ფასს, მომსახურებასა და კომუნიკაციას. Wizz Air-ის მიზანია, მუდმივად გააუმჯობესოს მგზავრობის გამოცდილება იმ სერვისებში ინვესტირებით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის.

ამჟამინდელი WDC წევრები ინფორმირებულნი იქნებიან განახლებების შესახებ და ექნებათ შესაძლებლობა, დაამტკიცონ ახალი პირობები, ან გააუქმონ საწევრო პაკეტი და მოითხოვონ თანხის დაბრუნება (დარჩენილი თვეების შესაბამისად). დაბრუნების მოთხოვნა განხორციელდება Wizz Air-ის საკონტაქტო ცენტრების – სატელეფონო მომსახურების ან ჩატის საშუალებით.

დამატებითი დეტალებისა და განახლებული პირობების სანახავად ეწვიეთ: https://wizzair.com/en-gb/information-and-services/wizz-discount-club

სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი:

„დღეს წარდგენილი ცვლილება გაცილებით მეტია, ვიდრე WDC-ის ჩვეულებრივი განახლება. პერსონალიზებული შეთავაზებების, მომსახურების უპირატესობისა და სპეციალური ფასდაკლებების ინტეგრაციით, ჩვენ მივიწევთ იმ მოდელისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გამოცდილებასა და გაზრდილ ყურადღებას მომხმარებლისადმი მოგზაურობის ყველა ეტაპზე. ამ ცვლილებებში გათვალისწინებულია მგზავრების პირდაპირი მოთხოვნა და მათთვის ყველაზე ღირებული ელემენტები.
Customer First Compass ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ განვითარებას – მეტი სარგებელი, მეტი მოქნილობა და რეალური ყურადღება მგზავრის საჭიროებებზე.”

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის მეორე კვარტალში APM Terminals Poti-ს მიერ დამუშავებული ტვირთების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა

02.07.2025.13:54

2025 წლის მეორე კვარტალში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში 167 056 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 145 666 TEU, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში - 146 468 TEU.

ამავდროულად, გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 175 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 158.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2020-2025წწ), წლის პირველ ნახევარში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წელს დაფიქსირდა (313 524 TEU), ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.

რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 154 167 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 120 144 ტონას შეადგენდა.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მომატებულია: 2025 წლის პირველ ექვს თვეში 84 564 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 81 816 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა