დღის ტოპ 10 სიახლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
სხვა სიახლეები
26.10.2025.09:00
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.
„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.
მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.