სხვა სიახლეები
„ჰელსიკორი“ ალადაშვილის კლინიკის 100%-იანი წილის შეძენას გეგმავს
20.11.2026.09:00
სამედიცინო კლინიკა „ჰელსიკორი“ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის 100%-იანი წილის შეძენას გეგმავს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შპს „ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორის“ მიერ შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას განიხილავს.
ორივე კომპანია სამედიცინო მომსახურების ბაზარზე საქმიანობს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული, ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@gcca.gov.ge.