მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7041.8
-0.0013
flag
AZN 1.5839
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0067
flag
EUR 3.1336
-0.0243
flag
GBP 3.6077
-0.0359
flag
KZT 49.89
-0.0013
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6935
-0.0005

WeJet-მა ახალი მიმართულება დაამატა - მალე გადამზიდავი კომპანია ბათუმსა და ქუთაისში ოფისების გახსნასაც გეგმავს

news image


გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ-ი საქმიანობის არეალს აფართოებს და ასევე აფართოებს ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურასაც. როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, სულ ახლახან კომპანიამ დაამატა აშშ-ს მიმართულება და WeJet-ის მომხმარებლებს აშშ-დან ამანათის გამოწერა და შესაბამისად ჩამოტანა საკმაოდ საუკეთესო პირობებით შეუძლიათ.


„WeJet-ის შემთხვევაში ჩინეთს უკავია ბაზრის 90%-ი, ხოლო დანარჩენი სხვა მიმართულებებს. აშშ საკმაოდ ახალი ჩაშვებულია. მთლიანობაში კი  WeJet-ის მიერ გადაზიდვების მოცულობა 2025 წლის 6 თვეში დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი. ჩვენს მაგალითზე ჩინეთიდან ყველაზე აქტიური პლატფორმა, საიდანაც WeJet-ის მომხმარებლები იწერენ ეს არის Taobao.

რაც შეეხება აშშ-ს მიმართულებას ჩვენს შემთხვევაში უპირატესობა არის საკმაოდ მისაღები ტარიფი და დრო“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.


როგორც WeJet-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-დან ამანათების ჩამოტანა ხდება 5-8 დღეში, ხოლო 1კგ-ს ფასი 8.55 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის და აშშ-ს გარდა WeJet-ის ამანათების ტრანსპორტირებას ახდენს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან. რეალურად WeJet-ი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ინდოეთის მიმართულება დაამატა.

გარდა დაფარვის არეალის ზრდისა WeJet-ი ფართოვდება საკუთარი ოფისების მიმართულებითაც 


როგორც ლაშა ფეიქრიშვილი აცხადებს, WeJet-ი თბილისის გარდა ოფისებს გახსნის რეგიონებშიც. უფრო კონკრეტულად, 5 აგვისტოს WeJet-ი ბათუმში თავის პირველ ოფისს გახსნის, ხოლო ნოემბერში ოფისს ქუთაისშიც გახსნის. რაც შეეხება თბილისს, WeJet-ი თბილისში ამ დროისათვის 2 ოფისს ფლობს და 2026 წლის მეორე კვარტალში ახალ ოფისს უკვე ისან-სამგორის რაიონშიც გახსნის“,  აცხადებს WeJet-ის დირექტორი.


გარდა გაფართოებისა WeJet-ი ვითარდება ტექნოლოგიურადაც.


​„ტექნოლოგიური კუთხით WeJet-ი საკმაოდ განვითარებულია, ამ სფეროში მოღვაწე კონკურენტებთან შედარებით. ბევრად მარტივია სისტემურად, მომხმარებელს აქვს ყველა სახის ინფორმაცია „ერთ ფანჯარაში“ და „იუზერ ფრენდლი ინტერფეისია“. შესაბამისად ნებისმიერი ოპერაციის ნახვა შესაძლებელია უმარტივესად. ტექნოლოგიურად ასევე ვითარდება საოპერატორო მიმართულება, რომელიც იქნება დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტზე“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.


WeJet გადამზიდი კომპანიაა, რომლის მიზანი სატრანსპორტო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საუკეთესო, დაუჯერებლად კარგი სერვისის მიწოდებაა. 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image APM Terminals Poti-ს მიერ დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

02.09.2025.17:58

2025 წლის 8 თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 8 თვეში 365 680 TEU კონტეინერი დამუშავდა.

ამავდროულად, 8 თვის მონაცემებით, 12%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 239 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 213.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 191 561 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 40%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 136 852 ტონას შეადგენდა.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 8 თვესთან შედარებით მომატებულია 20%-ით. 2025 წლის პირველ 8 თვეში 113 060 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 93 892 ტონა.

2025 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 13 601 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 12 892 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 53 226 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 52 405 ავტომობილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა