WEFORWARD ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს - როგორ აფასებს კომპანია გადაზიდვების ბაზარს და მიმდინარე ტენდენციებს
გადამზიდავი კომპანია WEFORWARD, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესის ერთ-ერთ სანდო პარტნიორადაც ჩამოყალიბდა, გაფართოვდა და სამომავლოდ, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტი ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას განიხილავს, რისთვისაც ინვესტორს უკვე ეძებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან WEFORWARD-ის თანადამფუძნებელმა თემო მაისურაძემ განაცხადა, 2025 წელი WEFORWARD-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგანაც კომპანია საკმაოდ გაფართოვდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენ გუნდის რაოდენობა გავზარდეთ, უმეტესობა Sales-ის გუნდში დავიმატეთ და ლოგიკურად, WEFORWARD-ის მაგალითზე ტვირთბრუნვა გაიზარდა. კომპანიის და შეკვეთების ზრდის თვალსაზრისით 2025 წელი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებულია, რადგანაც შეკვეთების ზრდა 150%-მდეა. ზრდა გვქონდა ყველა მიმართულებით, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის კუთხით. ჩვენ ხომ ყველა ტიპის ტვირთებზე ვმუშაობთ: ზოგადი ტვირთები, საკვები პროდუქტები, რომელიც (+/-) რეჟიმის დაცვით ტრანსპორტირებას საჭიროებს, ასევე სახიფათო და არაგაბარიტული ტვირთების. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ტვირთებს ვეზიდებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით არის ზრდა,“ – განმარტავს WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი.
თემო მაისურაძის თქმით, WEFORWARD-ის პორტფოლიო ყველა ტიპის ტრანსპორტირებას მოიცავს, თუმცა ლიდერი მაინც სახმელეთო გადაზიდვებია.
„WEFORWARD-ის მაგალითზე ყველაზე ნაკლებად გვაქვს სარკინიგზო გადაზიდვები, გამომდინარე იქიდან, რომ სარკინიგზო ხაზები საქართველოში მხოლოდ ჩინეთიდან მოდიან და რუსეთიდან. ბოლოდან რომ დავიწყოთ, სარკინიგზო გადაზიდვებს მოსდევს საჰაერო გადაზიდვები. საჰაერო გადაზიდვა ყველაზე უფრო ძვირად ღირებული გადაზიდვის ფორმაა და მომხმარებლებს ურჩევნიათ დროში დაელოდონ, ვიდრე ძვირი გადაიხადონ და მალე მიიღონ პროდუქცია. შემდეგ მოდის საკონტეინერო (საზღვაო) გადაზიდვები და პირველ ადგილზე ჩვენს შემთხვევაში არის სახმელეთო გადაზიდვები. სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს თუ შევადარებთ, თითქმის თანაბარია მოცულობები - დაახლოებით 40%-ია სახმელეთო გადაზიდვები, ხოლო 35% — საზღვაო გადაზიდვები. 10% არის საჰაერო გადაზიდვები, ხოლო დარჩენილი 5% მოდის სარკინიგზო გადაზიდვებზე,“ – ამბობს თემო მაისურაძე.
ახალი წლის წინა პერიოდში ჩინეთიდან გადაზიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან სხვადასხვა ტიპის პროდუქციით ხდება ქვეყნების მომარაგება და მარაგების შევსება. როგორც WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი თემო მაისურაძე აღნიშნავს, „ბუმი უკვე დაწყებულია“. ამავდროულად, ის საუბრობს ჩინეთიდან გადმოზიდვებთან დაკავშირებულ გარკვეულ გამოწვევებზეც.
„ჩინეთიდან უკვე დაიწყო ტვირთბრუნვის ზრდა, თუმცა ზამთრის პერიოდში გაზრდილ მოთხოვნას თან ახლავს გარკვეული პრობლემები, პრობლემებში კი ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ვინაიდან ყაზახეთს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი შესაბამისად აღნიშნულ ზღვაში მხოლოდ მომცრო ზომის გემები გადაადგილდებიან (ე.წ. RO-RO და Ferry Vessel-ები), რომლებიც მცირე უამინდობის დროს მაგალითად ქარიანი ამინდის დროს ვერ ახერხებენ ნავსადგურთან მისვლას, რომ დაიტვირთონ ტრაილერები ან სარკინიგზო კონტეინერები, ამ შეფერხებების გამო კი ზამთრის პერიოდში წარმოიქმნება ხოლმე დიდი რიგები. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით წელს ბორნების რაოდენობა გაიზარდა და კიდევ რამდენიმე ბორანი ამუშავდა კასპიის ზღვაში. ასევე ხშირად არის პრობლემები ტრაილერებისთვისაც ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ ყაზახეთში საკმაოდ მკაცრი ზამთარია და შესაბამისად ტრაილერებსაც შედარებით ნელი სვლითა და სიფრთხილით უწევთ მოძრაობა, რაც თავის მხრივ სატრანზიტო ვადებს ზრდის.
სახმელეთო ტრანსპორტს უნდა აღინიშნოს, რომ ლავირების საშუალება აქვს განსხვავებით სარკინიგზო კონტეინერებისა, მაგალითად თუ სარკინიგზო კონტეინერების პორტიდან მოხსნა, საბუთების ცვლილება და გადატვირთვა უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული ტრაილერის შემთხვევაში ეს მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ტრაილერი მიადგა ბორანს და ვხედავთ, რომ პირობითად 1 თვიანი რიგია ბორანზე, ინსტრუქციას იღებს მძღოლი, რომ არ დაელოდოს და გაემართოს ყაზახეთიდან (აქტაუ) რუსეთისკენ, აქაც რიგების და რისკების გათვალისწინებით ვწყვეტთ მარშრუტებს, ან რუსეთიდან გადაგვყავს ისევ აზერბაიჯანში და შემდეგ საქართველოში ან ყაზახეთი - რუსეთი-საქართველო (ლარსით) ამ მარშრუტით შემოგვყავს ტრაილერები საქართველოში.
არ შემიძლია არ ვისაუბრო ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზეც ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აშენდება ანაკლიის პორტი, ამ პორტის აშენება კი რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს, 1) სატრანზიტო ვადები შემცირდება, რადგან დიდი ლაინერების პირდაპირ მიღებას შევძლებთ პორტში, ახლა მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთში ან თურქეთში უწევთ ხოლმე რამდენიმე კვირა დაყოვნება კონტეინერებს სწორედ იმ მიზეზით, რომ პატარა ფიდერებს ველოდებით, რომელიც ასევე არასაკმარისი რაოდენობით მუშაობს ჩვენს ზღვაში, 2) შემცირდება საერთაშორისო გადაზიდვებზე ტარიფები ეს პირდაპირ დაკავშირებულია სატრანზიტო ვადებთანაც. 3) შეგვიძლია გავხდეთ და დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია და გავხდეთ საკვანძო წერტილი რეგიონში, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, 4) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ სასაწყობე ინფრასტრუქტურა, 5) დასაქმდება უამრავი ადამიანი), მოკლედ აღნიშნული პორტის აშენება დროულად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის“, - ამბობს WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია WEFORWARD წელს გახდა სამი უმსხვილესი ლოგისტიკური გაერთიანების წევრი ესენია: WCA World, WCA China, All World Shipping, რომელთა საშუალებითაც გაიზარდა კომპანიის რეპუტაცია და სანდოობა არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.
„ამ გლობალური ქსელების საშუალებით წვდომა გვაქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალიან სანდო პარტნიორებზე, რომელთან თანამშრომლობითაც ვიფორვარდი უზრუნველყოფს ტვირთების მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი გადაზიდვის ფორმით. WEFORWARD-ს, როგორც ქართულ კომპანიას, არ სჭირდება საზღვარგარეთ წარმომადგენლობები ან ლოგისტიკური ცენტრები ვინაიდან აღნიშნული ქსელების საშუალებით ჩვენი პარტნიორები გვიზიარებენ მათ მოძრავ თუ უძრავ ერთეულებს ექსპლუატაციისთვის ანუ მარტივად, რომ ვთქვათ ვყიდულობთ იმ სერვისს, რომელი სერვისის მიღებაც იმ მომენტში მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აცხადებს მაისურაძე.
WEFORWARD ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზეც მუშაობს. კომპანიამ პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა მიწის შერჩევა/შეძენით არის დაკავებული. თუმცა პროექტის განხორციელებისთვის WEFORWARD პარტნიორ ინვესტორსაც ეძებს.
„ჩვენ ჩვენს განვითარებას სწორედ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაში ვხედავთ და დიდი იმედი გვაქვს დროულად შევძლებთ საბაჟო ტერმინალის აშენებას, ამ მიმართულებით პროექტი უკვე დასრულებულია და ახლა ვიმყოფებით მიწების მოძიების ეტაპზე მოგეხსენებათ, რომ ლოგისტიკურ საქმიანობაში ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ გვინდა ისეთი მიწა შევარჩიოთ, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. დამატებით ვცდილობთ მოვიძიოთ ინვესტორები, რადგან ტერმინალის მშენებლობა არ არის მცირე ხარჯებთან დაკავშირებული.
საწყის ეტაპზე ვფიქრობთ 3,5 – 5 ათას კვ/მ სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნას თბილისის ტერიტორიაზე, ხოლო სამომავლოდ რა თქმა უნდა გვინდა ეს ინფრასტრუქტურა განვავითაროთ დასავლეთ საქართველოშიც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტემპერატურული შემნახველების დეფიციტია საქართველოში და აღნიშნული მიმართულებითაც ვგეგმავთ სამომავლოდ ინვესტიციების მოძიებას“, - განმარტავს კომპანია WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
სხვა სიახლეები
22.10.2025.17:45
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო.
თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე
მომავლის პროფესიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა და კომაროვის სკოლამ, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადის პროექტი შექმნა.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
თუ ხარ სტუდენტი, არ გამოგრჩეს შესაძლებლობა, მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად და უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა უკვე 350-ს აჭარბებს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
თუ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივის ფარგლებში გაიარე კურსი ქალებისთვის, პროფესიულ აკადემიაში
საქართველოს ბანკი ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI), აძლევს შესაძლებლობას, ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის 6 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში.
AI სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება.
აღმოაჩინე შენზე მორგებული სასტიპენდიო პროგრამები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.