ვუგულშემატკივროთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო გუნდების მთავარი სპონსორია
დღეს, 17 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები UEFA-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავს.
შეხვედრა ტრენჩინში გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ 21 წლამდელ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო გუნდების მთავარი სპონსორია.
რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები:
მცველები:
ნახევარმცველები:
თავდამსხმელები:
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო გუნდების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
17.06.2025.18:00
Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.
„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.
როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.
ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.
„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.