მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ვცდილობთ, აქცენტები შიდა ბაზარზე გადავიტანოთ - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი პრობლემის გადაჭრის გზებზე

news image

ვცდილობთ, აქცენტები ნაწილობრივ შიდა ბაზარზე გადავიტანოთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კონსტანტინე  გაბრიჩიძემ განაცხადა

კონსტანტინე გაბრიჩიძის განცხადებით, კარგი იქნება თუ სექტორი შიდა ბაზარზე მეტი აქცენტის გადატანას და იმ უბნებში, რომლებიც ძირითადად უცხოელებზეა ორიენტირებული, ადგილობრივი მომხმარებლის დაბრუნებას სხვადასხვა აქტივობებით შეძლებს. 

„იცით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, აქცენტები ნაწილობრივ შიდა ბაზარზე გადავიტანოთ. ის ობიექტები, რომლებიც ქალაქის ცენტრში, შარდენის მიდამოებსა და სოლოლაკში მდებარეობს, იმდენად ორიენტირებულია უცხოელებზე, რომ ადგილობრივი მომხმარებელი მათ გარკვეული უნდობლობით უყურებს და იქ აღარ მიდის, რადგან ეს ადგილები მხოლოდ ტურისტულ უბნებად აღიქმება. რომშიც ასეა, ტურისტულ უბანში ადგილობრივი არასდროს გაივლის და დასასვენებლად არ დაჯდება. მსგავსი განცალკევება ჩვენთანაც არსებობს. ობიექტების 95%, რომლებიც ტურისტებზე არიან დამოკიდებულნი. გვსურს, სხვადასხვა აქტივობით იქ ადგილობრივი მომხმარებელიც მოვიზიდოთ. ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით წინსვლა გვქონდეს. ეს არის პროექტი, უფრო სწორად კი, მუდმივი სამუშაო პროცესი ადგილობრივი ბაზრის ასათვისებლად“, - აცხადებს კონსტანტინე  გაბრიჩიძე.

მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის წახალისება საგანმანათლებლო პროექტებითაც, მათ შორის მოსწავლეების სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის ხელშეწყობით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ გაცნობას და მომავალში შიდა ტურიზმის განვითარებას.

„შესაძლებელია ისეთი პროექტის ჩაშვება, რომელიც იქნება არა ერთჯერადი ინიციატივა, არამედ მუდმივმოქმედი. ამ პროექტმა მუდმივი კვეთა უნდა ჰპოვოს როგორც განათლების, ისე ეკონომიკის სამინისტროების საქმიანობაში, რათა შეიქმნას რეალური პროდუქტი.

ხშირად ვიხსენებ ხოლმე შვეიცარიის მაგალითს. მათ ყველაზე დიდი შემოსავალი სწორედ ტურიზმიდან აქვთ.  ამ მაჩვენებლით მას ვერც საათების წარმოება და ვერც საბანკო სექტორი ვერ უთანაბრდება. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების უდიდესი წილი სწორედ ადგილობრივ ტურისტებზე მოდის. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის პირდაპირი მაგალითი, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ და გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში.

მსოფლიო ეკონომიკის უდიდესი მაგალითი თვალწინ გვიდევს. ძალიან კარგი იქნება, თუ ამის განხორციელებას შევძლებთ. მართალია, ეს საკმაოდ რთული თემა და პროექტია, თუმცა მისი შედეგი გრძელვადიანი და მუდმივი იქნება“, - აღნიშნავს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება

16.04.2026.11:24

„სტარბაქსი" საქართველოში შემოდის - როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს"-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქს"-ის გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

„სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„სტარბაქს"-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

Saleh Alshaya, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი Alshaya Group-ში:
„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს" წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს „სტარბაქს"-ის მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში."

Duncan Moir, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში:
„მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ, Alshaya Group-თან პარტნიორობით, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით."

მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი:
„რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქს"-ის ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი - საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას."

ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე:

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ბაზარზე ისეთი გლობალური ბრენდის შემოსვლას, როგორიც სტარბაქსია. ეს არის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, მკაფიო გზავნილი იქნება სხვა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზრით დაინტერესების თვალსაზრისით. სხვადასხვა ავტორიტეტული რეიტინგებითა და შეფასებებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ფართე რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ბიზნესისადმი მეგობრული და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კუთხით. ამდენად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოექცევა არა მხოლოდ „სტარბაქსის", არამედ სხვა ცნობადი გლობალური ბრენდების ინტერესის არეალში. დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიის პირველ ობიექტს მალე ქსელად გადაიქცევა და წარმატებით განვითარდება თბილისსა და სხვა ქალაქებში".

ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" კოორდინაციით, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს გლობალური ბრენდების საქართველოში შემოყვანის მიმართულებით."სტარბაქს"-ის საქართველოში შემოსვლა რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის კარგი მაგალითია და ეს მოვლენა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და შექმნილი გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური ბრენდებისთვის. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას".

Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს"-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქს"-ის 2,000 მაღაზიაა.
„სტარბაქსი" 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა