VR Krtsanisi Resort Residence - როცა კომფორტი უბრალოდ არჩევანი კი არა ცხოვრების სტილია VR Holding-თან ერთად
ამიერიდან VR Krtsanisi Resort Residence-ს ტერიტორიაზე არსებული სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა ერთ საიტზე მოიყრის თავს და მსურველებს მათი დაჯავშნა შეეძლებათ. წინასწარი ჯავშნების გაკეთება მალე ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე vrlifestyle.ge.
როგორც Business Insider Georgia-სთან VR Holding-ის პიარისა და ღონისძიებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთა სიორიძე აცხადებს, VR Lifestyle-მა ერთ სივრცეში მოუყარა თავი ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას. მისივე განმარტებით, კომპანიისთვის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების სტილი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კარგად ჩანს VR Holding-ის უკვე განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებში.
VR Krtsanisi Resort Residence-ში დიდი ადგილი ეთმობა რეკრეაციულ ზონას და აქ ბევრი სერვისია იმისთვის, რომ ადამიანმა ივარჯიშოს, დაისვენოს და განიტვირთოს. სწორედ ამიტომ კომპანიამ არსებული სერვისების ერთ პლატფორმაზე თავმოყრა და მომხმარებლებისთვის ამ ფორმით შეთავაზება გადაწყვიტა, რაც მათ დაუზოგავს დროს და ენერგიას.
VR Krtsanisi Resort Residence-ს ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე იპოდრომი, სადაც ცხენზე ჯირითის სწავლა და ზოგადად ცნებით სეირნობაა შესაძლებელი. ქეთა სიორიძის თქმით, „ამბასადორი კაჭრეთში“ ჩატარებულ საცხენოსნო ტურნირში - Ambassadori Junior Cup, გამარჯვებული სწორედ VR Krtsanisi Resort Residence-ის წარმომადგენელი - ლუკა აფციაური გახდა
„VR Krtsanisi Resort Residence-ს ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იპოდრომი, სადაც გვყავს პროფესიონალი ტრენერები: რუსლანი და ნატალია ყოველდღიურ რეჟიმში ამეცადინებენ მოსწავლეებს და სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგად „ამბასადორი კაჭრეთში“ გამართულ ღონისძიებაზე ჩვენმა მოსწავლემ და ცხენმა მოიპოვა პირველი ადგილი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მსგავსი პროექტების განვითარებას და გვერდით დავუდგეთ ადამიანებს, რომლებიც დიდ შრომას დებენ მსგავსი პროექტების წარმატებისთვისა და წინსვლისთვის“, - აცხადებს ქეთა სიორიძე.
Krtsanisi Resort Residence პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე საცხოვრებელი უბანია. Krtsanisi Resort Residence პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა დიპლომატიურ უბანში. სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
Krtsanisi Resort Residence გაშენებულია 20 ჰექტარ მიწის ფართობზე თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისში.
ახალი უბნის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მთლიანად VR Holding-ის მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა. პროექტი გამოირჩევა განსხვავებული ლანდშაფტის დიზაინით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.
Krtsanisi Resort Residence-ს 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოს, მინი გოლფის მოედნებს, ჩოგბურთის მოედნებს, პადელის ჩოგბურთის მოედანს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო სივრცესა და კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.13:55
დავით სონღულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა: იმერეთის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, დასავლეთ საქართველოს რეგიონული გეოლოგიური განყოფილება, ასევე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის ლაბორატორია.
„უახლოეს პერიოდში, ქალაქ ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ფუნქციის მქონე ახალი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები და ობსერვატორია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამეცნიერო-კვლევით შესაძლებლობებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და, შედეგად, არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, ახალ რეგიონულ ოფისში შესაძლებელი იქნება საკვლევი კომპონენტების გაფართოება და კვლევების წარმოება უახლესი მეთოდებით, საველე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური ჯგუფების გაძლიერება, შესაბამისად, ახალი კადრების მოზიდვა და სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება.
მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი იმყოფებოდნენ.