მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.2
0.0032
flag
AZN 1.5942
-0.0009
flag
CNY 38.012
-0.0059
flag
EUR 3.1411
0.0026
flag
GBP 3.615
0.0136
flag
KZT 50.44
0.0003
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7111
-0.0006

VR Krtsanisi Resort Residence-ის სივრცეში ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი „მარანი“ იხსნება

news image


VR Krtsanisi Resort Residence-ის სივრცეში ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი „მარანი“ იხსნება, რომელიც კომპლექსის სივრცეში უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

„მარანი“ წარმოადგენს უნიკალურ კულინარიულ სივრცეს, სადაც ქართული და მსოფლიო სამზარეულოს საუკეთესო ტრადიციები ერთიანდება თანამედროვე სტილში. რესტორნის მენიუ შექმნილია იმისათვის, რომ სტუმრებს შესთავაზოს გამორჩეული გემოები, ინოვაციური მიდგომა და უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

ახალი რესტორანი გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სივრცით, რომელიც შექმნილია როგორც კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.

VR Krtsanisi Resort Residence-ის გუნდისთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, „მარანი“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ სტუმრებს შეუქმნას არამარტო გემრიელი, არამედ დაუვიწყარი გამოცდილება.

„ჩვენი მიზანია შევთავაზოთ სტუმრებს ისეთი ადგილი, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ავსებს, ხოლო კომფორტი და ხარისხი ყოველთვის პირველ ადგილზეა,“ - აცხადებენ VR Krtsanisi Resort Residence-ის წარმომადგენლები.

რესტორანი „მარანი“ გახდება ახალი გამორჩეული დანიშნულების წერტილი მათთვის, ვინც ეძებს დახვეწილ გემოს, სასიამოვნო გარემოსა და შეუდარებელ მომსახურებას თბილისის შუაგულში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეცვლის პლასტმასის გარკვეული პროდუქტების აკრძალვა Lunch Group-ის ბიზნეს მოდელს

13.10.2025.18:00

2026 წლის 1-ელი იანვრდან პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ასევე ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება. რეგულაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო მას ბიზნეს სექტორს ინტენსიურად აცნობს. 

რეგულაცია ასევე შეეხება, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით ახდენენ მზა სურსათის მომხმარებლებისთვის მიწოდებას.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია Lunch Group-ის დირექტორმა, ნინო მელაძემ განუცხადა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბიზნესმა ითხოვა, რომ ახალი რეგულაცია ეტაპობრივად შევიდეს ძალაში. გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია, გარკვეული გამონაკლისები დაწესდეს იმ იმპორტიორებისთვის, რომლებმაც პროდუქციის შეკვეთა უკვე გააკეთეს და ამას ოფიციალურად დაადასტურებენ, რათა ბიზნესს ფინანსური ზარალი არ მიადგეს.

მისივე განმარტებით, მსგავსი პროდუქტების იმპორტზე განაცხადის შეტანა და თანხის გადარიცხვა ხშირად 9 თვით ადრე ხორციელდება, რადგან პროდუქციის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან და მის საქართველოში ჩამოტანას ხშირად რამდენიმე თვე სჭირდება. იმპორტიორი პლასტმასის ქაღალდით ჩანაცვლების შემთხვევაში პროდუქციის გაძვირებაზეც აკეთებს განცხადებას. 

„რეგულაცია პირდაპირ ეხება Lunch Group-ს, ამიტომ მოსაფიქრებელია და გადასაწყობია ყველაფერი. ჩვენი კომპანია აწარმოებს ერთჯერად ქაღალდებს და პარკებს და ახლა რა პროდუქტების აკრძალვაც იგეგმება ჩვენ იმპორტით შემოგვქონდა. 

ამ ვითარებიდან გამოსავალია, რომ იგივე პროდუქტები ქაღალდის შემოვიტანოთ და პლასტმასი ქაღალდით ჩავანაცვლოთ. ამ დროისათვის არც შესაბამის მომწოდებლებზე გავსულვართ. აქამდე რა პროდუქციაც მოგვქონდა თურქეთიდან და ჩინეთიდან: თურქეთი გაცილებით კარგი ვარიანტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოკლე პერიოდში ხვდებოდა პროდუქცია საქართველოში. ჩინეთის შემთხვევაში კი პროდუქციის ტრანსპორტირებას 3-4 თვე სჭირდება. თუმცა ჩინეთიდან იმპორტი შედარებით იაფია. თუ მე ჩინეთიდან ერთ კონტეინერში 20 ათასი დოლარის პროდუქცია უნდა ჩავტვირთო, ქაღალდის შემთხვევაში მომიწევს 60 ათასი დოლარის პროდუქციის ჩადება. ეს კი დამატებით რესურსს მოითხოვს და შესაბამისად პროდუქტიც დაახლოებით 4-ჯერ გაძვირდება. თუ დღეს მე წლის ჭიქას (პლასტმასის) ვყიდი 1 თეთრად, ქაღალდის ჭიქა უკვე ეღირება 5 თეთრი. 

სამინისტროში შეხვედრისას ბიზნესმა რეგულაციის ამოქმედების გადავადება ვითხოვეთ, რადგანაც პროდუქციის ჩამოტანას რამდენიმე თვე სჭირდება. ახლაც, მე შეკვეთილი მაქვს პროდუქცია, რომელიც 1-ელ იანვრამდე ქვეყანაში ფიზიკურად ვერ შემოვა, ვერ მოსწრება. ამიტომ პირადად ვითხოვე გარკვეული გამონაკლისის დაშვება, რათა შევძლოთ შეკვეთის ჩამოტანა და ბაზარზე განთავსება .სამინისტროში ამაზე სიტყვიერი თანხმობა მივიღეთ. თუმცა ის პროდუქცია, რომელიც 1-ელი იანვრის მერე ჩამომივა ჰორეკა სექტორში ვერ გავყიდი - იკრძალება, ერთადერთი გზა მრჩება, რომ მაღაზიაში შევიტანო და მომხმარებელმა მერე თვითონ გადაწყვიტოს იყიდის თუ არა. ანუ რეალურად გასაღების ბაზარიც მეზღუდება. მაღაზიაში რეალიზაცია კი რეგულაციის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაშია შესაძლებელი.

იმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა ვითხოვეთ, რომ ტურისტული სექტორი „გადაგვატანინოს“, რადგანაც ამ სეზონზე ეს პროდუქტები ძალიან მალე ამოიყიდება“, - აცხადებს ნინო მელაძე. 

როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ,  პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც  ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.

კომპანია „ლანჩ გრუპი“ 2010 წლიდან საქართველოს ბაზარზე არის წამყვანი კომპანია, აწარმოებს  სერთიფიცირებული და ხარისხიანი პროდუქციის იმპორტს. ორიენტირებულია  ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო  პროდუქციის  შესყიდვაზე. აქტიურად მუშაობს ბიო-დეგრადირებადი პროდუქციის იმპორტზე.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავს პარტნიორები, რაზეც მეტყველებს  პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

საქართველოს  ბაზარზე  ჩვენი პარტნიორები არიან:  კარფური, ტკბილი ქვეყანა,  სანდომი, ფუდმარტი, იფქლი, ზღაპარი, ლიტვური საცხობი, ბარამბო, ნიკორა, ფრესკო, ბორჯომი, სასმელი წყალი სნო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა