VR Krtsanisi Resort Residence - ის მრავალფუნქციურ შენობაში განთავსებული 5*-იანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გაყიდვები დაიწყო
VR Krtsanisi Resort Residence-ის მრავალფუნქციურ შენობაში განთავსებული 5*-იანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გაყიდვები დაიწყო. როგორც VR Holding-ში განმარტავენ, უძრავი ქონების შეძენის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 5*-იანი აპარტამენტი შეიძინონ დღეს და ამით 30-35%-ით გაზარდონ საკუთარი ინვესტიცია პროექტის დასრულების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ VR Krtsanisi Resort Residence-ს ახალი, უნიკალური პროექტი - Multifunctional Building არის პირველი მულტიფუნქციური შენობა კრწანისში. მულტიფუნქციური შენობა ერთ სივრცეში აერთიანებს: 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, სავაჭრო ცენტრს, გასართობ, სპორტულ და სარელაქსაციო ინფრასტრუქტურას.
Multifunctional Building წარმოადგენს საინვესტიციო პროდუქტს, რომლის შეძენითაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ თან იცხოვრონ და თან გაქირავებული აპარტამენტიდან მიიღონ სტაბილური შემოსავალი, რომლითაც გადაიხდიან ქონების ღირებულებას.
VR Krtsanisi Resort Residence-ის Multifunctional Building-ის პროექტი წარმოადგენს მიმზიდველ შეთავაზებას მათთვის, ვინც ეძებს მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე უძრავ ქონებას თბილისის პრესტიჟულ უბანში.
VR Signature არის VR Holding-ის ექსკლუზიური ბრენდი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორი კომპანიის მეშვეობით აპარტამენტების გაქირავებისა და მართვას უზრუნველყოფს.
„მულტიფუნქციური შენობა გამოირჩევა ისეთივე მშენებლობის ხარისხით, როგორც სხვა ჩვენი პროექტები. მაგალითად, აპარტამენტების მფლობელები პროექტში შეხვდებიან Schuco-ს ბრენდის ალუმინის კარ-ფანჯარას, რომელიც დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მატერიალებისგან და არის უმაღლესი ხარისხის, ასევე პროექტში გათვალისწინებულია KONE-ს ლიფტები. ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს 32.6 კვ.მ- დან“, - აცხადებენ VR Holding-ში.
5*-იანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტები მფლობელებს ჩაბარდებათ მწვანე კარკასით ან სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. რაც შეეხება აპარტაენტების ღირებულებას, ის 65,000 დოლარიდან იწყება.
მშენებლობა დასრულდება 2028 წელს. საყურადღებოა, რომ ROI შეადგენს 14%-ს.
„თქვენ ყიდულობთ არა მარტო აპარტამენტებს, არამედ ცხოვრების სტილს, რომელსაც VR Krtsanisi Resort Residence-ის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა გთავაზობთ. თუ ეძებთ უძრავ ქონებას საუკეთესო ლოკაციით და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით, ეს პროექტი სწორედ თქვენთვისაა“, - აცხადებენ კომპანიაში.
VR Holding აგრძელებს თანამედროვე უბნის, VR Krtsanisi Resort Residence-ის განვითარებას. VR Krtsanisi Resort Residence - პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა დიპლომატიურ უბანში. სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
VR Krtsanisi Resort Residence გაშენებულია 20 ჰექტარ მიწის ფართობზე თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისში. VR Krtsanisi Resort Residence თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.
ახალი უბნის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მთლიანად კომპანიის მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა. პროექტი გამოირჩევა განსხვავებული ლანდშაფტის დიზაინით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. პროექტის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოს, მინი გოლფის მოედნებს, ჩოგბურთის მოედნებს, პადელის ჩოგბურთის მოედანს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო სივრცესა და კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.21:00
Georgian Kvevri • ქართული ქვევრი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა ღვინის წარმოებასთან ერთად ქვევრების წარმოებასაც გულისხმობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ქართული ქვევრის“ დამფუძნებელს ოთარ მუმლაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანიის საქმიანობა სიყვარულზე, მემკვიდრეობასა და მუდმივ განვითარებაზეა დაფუძნებული. ყველაფერი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა პირველი რთველი ჩავატარეთ და 2021 წელს ჩამოვასხით ჩვენი პირველი ღვინო, სულ 250 ბოთლი. ამ ნაბიჯმა უდიდესი გამოცდილება მოგვცა და მიგვახვედრა თუ რა გზა უნდა აგვერჩია.
დღეს ჩვენი საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება:
გარდა ამისა, ყოველწლიურად ვმასპინძლობთ ტურისტებს და ვთავაზობთ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა რთველში ჩართვა, ყურძნის კრეფა, ტრადიციული მეთოდებით დაწურვა და ცქრიალა ღვინის დეგუსტაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ პროდუქტი, არამედ ის გამოცდილება, რომელსაც სტუმრები ჩვენთან ვიზიტისას იღებენ.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
დღეს კომპანიას ცქრიალა ღვინოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რომელიც სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ჯიშის ყურძნიდან იწარმოება.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ წვენს. პირველადი ფერმენტაცია ყოველთვის ტრადიციულ ქვევრში მიმდინარეობს. წარმოების პროცესში გამოიყენება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მიდგომები, თუმცა შენარჩუნებულია ქართული საფუძველი.
ასორტიმენტი მოიცავს:
განსაკუთრებულ ხაზს წარმოადგენს ჩვენი ლიმიტირებული სერია "ჭაროფი" - ცქრიალა ღვინო, რომელიც იწარმოება უნიკალური ქართული მიდგომით, „ჭაროფის მეთოდით". ამ პროცესში ვიყენებთ თაფლს, რომელსაც თავადვე ვაწარმოებთ და ხარისხს სრულად ვაკონტროლებთ. ეს მეთოდი გამოირჩევა ბუნებრივობით და მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის.
ჩვენთვის თითოეული ღვინო განსაკუთრებულია - ყველა განსხვავდება სტილით, ხასიათით, ბუნებით და სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ჩვენს სრულად ავთენტურ ხელწერას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა ბევრად აღემატება წარმოების მოცულობას. სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას. ვხედავთ, რომ ადამიანები გემოს მიღმა ხედავენ და აფასებენ იმ შრომასა რომელიც თითოეულ ბოთლში დევს.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ექსპორტის გამოცდილება დაგვიგროვდა (მათ შორის ბერლინში და ამერიკაში), ჩვენი მთავარი ფოკუსი ყოველთვის ქართული ბაზარი იყო და ეს უცვლელია. ჩვენი პროდუქცია ლიმიტირებულია და გვსურს, ქართველ მომხმარებელს უკეთ გავაცნოთ ქართული ცქრიალა ღვინის შესაძლებლობები.
ასევე საქართველოში მყოფ ტურისტებში ჩვენი ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ფესტივალებსა და ღია დეგუსტაციებზე. იყო შემთხვევა, როცა ექსპორტმა სრულად წაიღო მარაგი და ადგილობრივ ბაზარზე აღარ დაგვრჩა პროდუქტი. ეს გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა და მას შემდეგ ვცდილობთ გადაწყვეტილებები უფრო გააზრებულად და სტრატეგიულად მივიღოთ.
ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, გავაძლიეროთ პოზიციები ქართულ ბაზარზე, ხოლო მეორეს მხრივ, წავახალისოთ ახალი თაობის ჩართვა მეღვინეობაში და ხელი შევუწყოთ ინოვაციური იდეებისა და მიდგომების განვითარებას ამ სფეროში.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კომპანიის მთავარი უპირატესობა მიზანმიმართულობაშია. ვმუშაობთ ცქრიალა ღვინის ტექნოლოგიებზე, რაც გვაძლევს საშუალებას ბოლომდე დავიხარჯოთ ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა მარტივი არ არის, იგი გვანიჭებს სიღრმისეულ პროფესიულ გამოცდილებას და გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ უნიკალური პროდუქტები, რომლებიც გამორჩეულია ბაზარზე. ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებით აფასებს ამ ყველაფერს. მათი მხარდაჭერა და პატივისცემა ჩვენი მთავარი ძალაა.
ამავდროულად, ვცდილობთ მხოლოდ საკუთარი ბრენდისთვის არ ვიმუშაოთ. გვინდა, ცქრიალა ღვინის იდეა გავავრცელოთ ქართულ მეღვინეობაში. შედეგიც სახეზეა: 2024 წელს, ოფიციალური მონაცემებით, ცქრიალა ღვინის წარმოება საქართველოში 46%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით. ეს ზრდა გვიჩვენებს, რომ ჩვენც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს დარგის ჯანსაღ განვითარებაში.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა საწარმოს და ტექნიკური პროცესის დახვეწა. გვსურს, რომ ეს სივრცე გახდეს ღია, სადაც ადამიანები თავად შეძლებენ ღვინის წარმოების პროცესში მონაწილეობის მიღებას ან თუნდაც დაკვირვებას.
ჩვენ არსად არ გვეჩქარება ვმოძრაობთ „იჩქარე-ნელას" პრინციპით, რაც გვაძლევს საშუალებას, მომავალში დავგეგმოთ სიღრმისეული გაფართოება: მაგალითად, კონკრეტული ქალაქის ბაზრის შესწავლა (როგორიცაა ბერლინი ან სანქტ-პეტერბურგი) და იქაური მომხმარებლისთვის რაიმე განსაკუთრებული ცქრიალა ღვინის შექმნა. მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა რომლის სისრულეში მოყვანასაც დიდ დრო და შრომა დასჭირდება.
დღეს გვაქვს ბევრი იდეა, მაგრამ გვესმის, რომ რეალობაში მათი გადმოტანა გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
მოკლედ რომ ვთქვათ გამარჯვებას ვაპირებთ და ვინც ამ გზაზე გამოგვყვება, ისიც ჩვენთან ერთად იზეიმებს.
ცნობისთვის, ოთარ მუმლაძეს მეღვინეობის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბაბუას სოფელში ესტუმრა. ბაბუის გარდაცვალებამ ეს ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა და ღვინოსთან კავშირის სურვილი გააღრმავა. ამ ისტორიას თან ახლავს ოთარის ბავშვობის წლები , როდესაც 10 წლის იყო, ბიძასთან ერთად, რომელიც ქვევრის ოსტატია, საკუთარი ხელით დაამზადა 7 ლიტრიანი ქვევრი და სწორედ მაშინ დაწურა პირველად ღვინო.