მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

VR Krtsanisi Resort Residence - ის მრავალფუნქციურ შენობაში განთავსებული 5*-იანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გაყიდვები დაიწყო

news image

VR Krtsanisi Resort Residence-ის მრავალფუნქციურ შენობაში განთავსებული 5*-იანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გაყიდვები დაიწყო. როგორც VR Holding-ში განმარტავენ, უძრავი ქონების შეძენის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 5*-იანი აპარტამენტი შეიძინონ დღეს და ამით 30-35%-ით გაზარდონ საკუთარი ინვესტიცია პროექტის დასრულების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ VR Krtsanisi Resort Residence-ს ახალი, უნიკალური პროექტი - Multifunctional Building არის პირველი მულტიფუნქციური შენობა კრწანისში. მულტიფუნქციური შენობა ერთ სივრცეში აერთიანებს: 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, სავაჭრო ცენტრს, გასართობ, სპორტულ და სარელაქსაციო ინფრასტრუქტურას.
Multifunctional Building წარმოადგენს საინვესტიციო პროდუქტს, რომლის შეძენითაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ თან იცხოვრონ და თან გაქირავებული აპარტამენტიდან მიიღონ სტაბილური შემოსავალი, რომლითაც გადაიხდიან ქონების ღირებულებას.
VR Krtsanisi Resort Residence-ის Multifunctional Building-ის პროექტი წარმოადგენს მიმზიდველ შეთავაზებას მათთვის, ვინც ეძებს მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე უძრავ ქონებას თბილისის პრესტიჟულ უბანში.
VR Signature არის VR Holding-ის ექსკლუზიური ბრენდი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორი კომპანიის მეშვეობით აპარტამენტების გაქირავებისა და მართვას უზრუნველყოფს.


„მულტიფუნქციური შენობა გამოირჩევა ისეთივე მშენებლობის ხარისხით, როგორც სხვა ჩვენი პროექტები. მაგალითად, აპარტამენტების მფლობელები პროექტში შეხვდებიან Schuco-ს ბრენდის ალუმინის კარ-ფანჯარას, რომელიც დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მატერიალებისგან და არის უმაღლესი ხარისხის, ასევე პროექტში გათვალისწინებულია KONE-ს ლიფტები. ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს 32.6 კვ.მ- დან“, - აცხადებენ VR Holding-ში.
5*-იანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტები მფლობელებს ჩაბარდებათ მწვანე კარკასით ან სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. რაც შეეხება აპარტაენტების ღირებულებას, ის 65,000 დოლარიდან იწყება.

მშენებლობა დასრულდება 2028 წელს. საყურადღებოა, რომ ROI შეადგენს 14%-ს.
„თქვენ ყიდულობთ არა მარტო აპარტამენტებს, არამედ ცხოვრების სტილს, რომელსაც VR Krtsanisi Resort Residence-ის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა გთავაზობთ. თუ ეძებთ უძრავ ქონებას საუკეთესო ლოკაციით და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით, ეს პროექტი სწორედ თქვენთვისაა“, - აცხადებენ კომპანიაში.
VR Holding აგრძელებს თანამედროვე უბნის, VR Krtsanisi Resort Residence-ის განვითარებას. VR Krtsanisi Resort Residence - პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა დიპლომატიურ უბანში. სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.


VR Krtsanisi Resort Residence გაშენებულია 20 ჰექტარ მიწის ფართობზე თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისში. VR Krtsanisi Resort Residence თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.
ახალი უბნის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მთლიანად კომპანიის მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა. პროექტი გამოირჩევა განსხვავებული ლანდშაფტის დიზაინით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. პროექტის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოს, მინი გოლფის მოედნებს, ჩოგბურთის მოედნებს, პადელის ჩოგბურთის მოედანს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო სივრცესა და კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image PLUS 8 წლის გახდა - როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

08.07.2025.19:54

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ადამიანს სურვილების ასრულებაში დაეხმარა. 

5 ივლისს მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეგროვებული PLUS ქულებით პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ.

წლევანდელი PLUS დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. კამპანიის სახე ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად, თავი ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა. სიმბოლურია, რომ ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის გახდა. 

სწორედ ამ დღის აღსანიშნად, საქართველოს ბანკის 300-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჩაერთო, რამაც წლევანდელი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. 100,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა სხვადასხვა შეთავაზებებით და აისრულა დიდი ხნის ნანატრი სურვილები.  

„5 ივლისი განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენთვის, ასევე, ათი ათასობით ჩვენი მომხმარებლისთვის და ასობით პარტნიორი კომპანიისთვის. წელს PLUS-ის დაბადების დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამ დღეს ჯამში 170,000-მდე გადახდა შესრულდა PLUS ქულებით, რაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბია.  ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ PLUS უკვე მხოლოდ ლოიალობის პროგრამა კი არა, ყოველდღიურობის ნაწილია“- განაცხადა საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან ბიჭიაშვილმა

თუ წელს ვერ აღნიშნე PLUS დაბადების დღე ჩვენთან ერთად გული არ დაგწყდეს, აქედანვე დაიწყე მზადება, თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის შეთავაზებებს, რაც სხვადასხვა ფასდაკლებებსა და ქეშბექებს მოიცავს და ხშირად შესაძლებლობას გაძლევს 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულა მიიღო. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა