VR Holding გთავაზობთ საინვესტიციო აპარტამენტებს იპოთეკურ სესხთან შედარებით 20%-ზე ნაკლებ ფასად
VR Townhouse Apartments გაძლევთ შესაძლებლობას შეიძინოთ პრემიუმ კლასის აპარტამენტები, 99.8 კვ.მ-დან, 10 წლიანი შიდა განვადებით, შემოსავლების დადასტურებისა და სახელფასო ცნობის გარეშე, იპოთეკურ სესხთან შედარებით 20%-ზე ნაკლებ ფასად, 0%-იანი პირველადი შენატანით.
VR Krtsanisi Resort Residence-ის მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი-VR Townhouse Apartments იდეალურად არის მორგებული საინვესტიციო ინტერესებზე, რადგან მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ პრემიუმ კლასის აპარტამენტები ტურისტულად აქტიურ, თბილისის ისტორიულ უბანში-კრწანისში, საუკეთესო გადახდის პირობებით. გარდა ამისა, VR Townhouse Apartments-ის შეძენის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გაქირავების სერვისით - VR Signature, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ სტაბილური შემოსავალი გაქირავებული აპარტამენტიდან და გადაიხადოთ ქონების ღირებულება.
VR Townhouse Apartments-ის შეძენის შემთხვევაში თქვენ ასევე ისარგებლებთ ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. მაგალითად მხოლოდ VR Townhouse Apartments-ისა და VR Krtsanisi Resort Residence-ის მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ინოვაციური აუზით ქვიშის სანაპიროთი, რომელსაც აქვს ზღვის ტალღების იმიტაცია. ასევე, სპორტული მოედნებით, ფიტნეს დარბაზებით, ველო და საფეხმავლო ბილიკებით, საბავშვო მოედნებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნებითა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტში აპარტამენტების ღირებულება მშენებლობის დასრულების შემდეგ 30-35%-ით იზრდება, ხოლო წლიური უკუგება (ROI) 14%- ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მისი აპარტამენტი ბევრად მაღალი ფასით გაყიდოს ან გააქირავოს და მიიღოს სოლიდური მოგება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტში აპარტამენტები 99.8 კვ.მ-დან იწყება და ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.
პროექტის დასრულების ვადა: 2026 წლის თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით VR Holding-ს ცხელ ხაზზე:
WhatsApp/Viber: +995 599 26 11 11
სათაო ოფისი: მერაბ კოსტავას ქ. 37/39
https://vr.ge/projects/townhouse/
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
24.04.2025
გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში, - აცხადებს კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.
Inn Hospitality კი ქართულ ბაზარზე რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს, მათ შორისაა Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn.
„მოგეხსენებათ, უკვე მაისის თვიდან კურორტ ბაკურიანზე იწყება წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა, ე.წ დამტვერვა, რის გამოც კურორტისადმი ინტერესი მატულობს, განსაკუთრებით შიდა ბაზარზე, ხოლო ახალციხის მიმართულებით, მეტად აქტიური ხდება საქმიანი ტურიზმი. შესაბამისად, ამ პერიოდიდან, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის ასევე, სასტუმრო Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში ველოდებით მოთხოვნის ზრდას.
თუ გავითვალისწინებთ, უკვე არსებული მიზნობრივი ბაზრებიდან მომართვიანობის დინამიკას, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამავდროულად ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ავიაკომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებებს და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, გვაქვს მოლოდინი რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის ვიდრე განვლილი წლებში, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში“, - განმარტავს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.
ნინა გაჩეჩილაძის თქმით, იმისათვის, რომ სასტუმრომ მეტი სტუმრის მოზიდვა შეძლოს ემატება ახალი სერვისები, მათ შორისაა ტურების ორგანიზება.
„რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებებს, გარდა სასტუმროს სერვისებისა, როგორიცაა სპა და აუზი, სამჯერადი კვება, ბარ-რესტორანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სხვა, ვაგრძელებთ სამცხე ჯავახეთის მასშტაბით, ტურების დაგეგმვა-ორგანიზებას. ამ მარშრუტებში უცვლელი რჩება რეგიონში მდებარე კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულება, რასაც დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. ამავდროულად მაისის თვიდან, ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის გააქტიურდება, ე.წ ლოიალურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფასდაკლებებსა და ბენეფიტებს“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.