მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.8
-0.0011
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.314
0.0016
flag
EUR 3.1636
0.0017
flag
GBP 3.6022
0.0056
flag
KZT 52.36
-0.0009
flag
TRY 0.0631
0
flag
USD 2.6979
0

2025 წელს Voyager - მა 15% - ით მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა საქართველოში - სოფო აზარაშვილი

news image

2025 წელი Voyager-ისთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო, - აცხადებს Voyager-ის დირექტორი სოფო აზარაშვილი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრას ესწრებოდა.

Voyager-ი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე წლებია ოპერირებს, საქართველოში 5 უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელია (GSA).

„წელი Voyager-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და, რასაც ვუყურებთ, ჩავხურავთ 15%-იანი ზრდით, რაც ძალიან კარგი შედეგია, იქიდან გამომდინარე, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ივნისი–ივლისის პერიოდში გარკვეული დროის განმავლობაში ფრენები შეჩერებული იყო და ხალხი თავს იკავებდა მოგზაურობისგან. ამ წუთის მონაცემებით ჩვენ უკვე გვაქვს 10%-იანი ზრდა და ვფიქრობთ, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 15%-იანი ზრდა გვექნება. რაც ნიშნავს იმას, რომ რომ არა ის კონფლიქტი და შეჩერებული ფრენები, შესაძლოა 20%-იანი ზრდაც მარტივად გვქონოდა წინა წელთან შედარებით. თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ეს წელი საუკეთესოდ დაიხურა და საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დაიდო“, - აცხადებს სოფო აზარაშვილი.

Voyager-ს 2026 წლისთვის დიდი მიზნები აქვს და ბაზრების დივერსიფიკაციასთან ერთად ახალ ბაზრებზე გააქტიურებასაც გეგმავს.

„რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს, აქტიურად ვაგრძელებთ იგივე ბაზრებზე მუშაობას. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი იქნება ჩინეთის ბაზარი და აუცილებლად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით. არის ძალიან კარგი ამბავი, რაც ამ შეხვედრაზე გავიგეთ, რომ საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა ITB China-ზე, რომელიც შანხაიში ჩატარდება. ეს იქნება იგივე ტიპის ღონისძიება, რაც ბერლინში ITB Berlin-ზე იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გამოფენაზე ყველაზე მეტი ყურადღება საქართველოს დაეთმობა და საქართველო იქნება ყურადღების ცენტრში. ეს ჩვენთვის და ქართული კომპანიებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი პროდუქტები წარმოვადგინოთ ჩინეთის ბაზარზე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ 2026 წელს ჩინეთიდან მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. ასევე, კონკრეტულად ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაქტიურდეთ და გავაკეთოთ ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაცია და გავაქტიურდეთ ისრაელის ბაზარზეც. 2025 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა მრავალი მარკეტინგული კამპანია და როუდშოუ, მათ შორის გალფის ქვეყნებში, სადაც ჩვენც ვმონაწილეობდით. ეს ძალიან კარგი როუდშოუები იყო, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა ახალი კომპანიების გაცნობის. ეს აქტივობები 2026 წელსაც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, რომ უფრო კარგად განავითარონ თავიანთი საქმიანობა საკუთარ სამიზნე ბაზრებზე“, - ამბობს Voyager-ის ხელმძღვანელი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ნელ-ნელა წინ მივიწევთ, დიდი ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ - გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი

18.12.2025.18:56

2025 წელი გასტრონომიული სფეროსთვის ძალიან კარგი წელი იყო, - აცხადებს  გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე. მისი თქმით, 2025 წელს აღინიშნებოდა ტურისტების ზრდა.

„აქტივობებს რაც შეეხება, ძალიან კარგი მარკეტინგული კამპანიები ჩავატარეთ, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ასევე ცალკეულად. საკმაოდ კარგი წელი იყო. მომავალ წელს მოლოდინები მაღალი გვაქვს. ვინაიდან ნელ-ნელა წინ მივიწევთ და აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ. წელს ტურისტები ისეთი ქვეყნებიდან გვყავდნენ, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია“, - აღნიშნა  ქეთი კვიჭიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელიც. 

სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.  

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა