მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

Vortex Fitness ფილიალების რაოდენობის ზრდას გეგმავს - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

news image

თანამედროვე ფიტნეს დარბაზების ქსელი Vortex Fitness, რომელიც ცნობილია პროფესიონალური დარბაზებით, თანამედროვე აღჭურვილობითა და მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამებით, აქტიურად მუშაობს ქსელის გაფართოების მიმართულებით. როგორც Business Insider Georgia-სთან Vortex Fitness-ის დამფუძნებელმა, ვაკო მეთეფშიშვილმა განაცხადა, დღეს კომპანია ბაზარზე სამი ფილიალით არის წარმოდგენილი, თუმცა ფილიალების სწრაფი ზრდა იგეგმება.

„ფილიალების ქსელის ზრდა იგეგმება უფრო სწრაფი ტემპით - უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე სტრატეგიულ ლოკაციაზე. უახლოეს 2–3 წელიწადში Vortex Fitness-ის ფილიალების რაოდენობის მინიმუმ გაორმაგება ჩვენი მიზანია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. მისი თქმით, კომპანიის განვითარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია სტრატეგიულად შერჩეული ლოკაციები, დიდი და კომფორტული სივრცეები და ჯგუფური ვარჯიშების ფართო არჩევანი, რაც Vortex Fitness-ს ანიჭებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურენტულ უპირატესობას ქართულ ბაზარზე.

„დღეს Vortex Fitness მომხმარებელს სთავაზობს 40-ზე მეტ ჯგუფურ ვარჯიშის მიმართულებას. სეზონის მიხედვით იცვლება მოთხოვნა ინდივიდუალურ ვარჯიშსა და ჯგუფურ პროგრამებს შორის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლის ინტერესებს“, - განმარტავს ვაკო მეთეფშიშვილი.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში Vortex Fitness საშუალოდ 90%-ზე მეტ წლიურ ზრდას აჩვენებს ახალი ფილიალების გახსნის შედეგად, რაც მიღწეულია მინიმალური მარკეტინგული დანახარჯებით და თითქმის მთლიანად ეფუძნება მომხმარებელთა რეკომენდაციებს (Word of Mouth).

„ფიტნეს ინდუსტრია საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ირჩევს. განსაკუთრებით აქტიურად ერთვება ახალგაზრდა თაობა, რაც ქმნის ძლიერ საფუძველს ფიტნეს სექტორის გრძელვადიანი ზრდისთვის“, - აღნიშნავს ვაკო მეთეფშიშვილი.

მისივე თქმით, Vortex Fitness მომავალ კვირებში გეგმავს ორი მნიშვნელოვანი სიახლის გამოცხადებას, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბრენდის პოზიციონირებას ბაზარზე და მოიზიდავს მომხმარებლებს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა