მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

„ვოლვო ქარ საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებები სრულად ელექტრულ VOLVO EX30-ზე მოქმედებს

news image

მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 7 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. მოდელი  სამი განსხვავებული კომპლექტაციითაა წარმოდგენილი – Core, Plus და Ultra. მათი შეძენა მომხმარებელს 3 თვის განმავლობაში სპეციალურ ფასად შეეძლება: 

  • Core – 35,000 ევროს ნაცვლად 31,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;
  • Plus – 38,500 ევროს ნაცვლად 35,500 ევროს ეკვივალენტით ლარში; 
  • Ultra – 46,000 ევროს ნაცვლად 39,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;

„ვოლვო ქარ საქართველომ“ სრულად ელექტრული  ვოლვო EX30 ქართველ მომხმარებელს გასულ წელს წარუდგინა. მოდელს, კონფიგურაციის შესაბამისად, ერთი დამუხტვით 337-დან 476 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია. Volvo Cars-ის კედლის ყუთი სტანდარტული დამუხტვის პროცესს 5-ჯერ აჩქარებს და ელექტრომობილის სრულად დამუხტვა სწრაფი დამტენით 28 წუთშია შესაძლებელი.

თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ხელმძღვანელი: „EX30-ის გამოჩენა ბაზარზე საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლისთვის. ელექტრომობილების მიმართ დაინტერესება სულ უფრო მზარდია,  „ვოლვოს“ ღირებულებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მეტად გაიცნოს და შეიყვაროს ელექტრომობილი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიურია მფლობელისთვის, არამედ ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოსაც. 

აღსანიშნავია, რომ EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს – გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. Volvo აქტიურად მუშაობს როგორც ეკომეგობრულ დიზაინზე, ისე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე. ასევე ვოლვოს მიზანია, 2030-2035 წლიდან სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე.    

 

ავტომობილის კომპაქტური  ზომების მიუხედავად, ინტერიერი გამოირჩევა სივრცით. საბარგულის მოცულობა 318 ლიტრს შეადგენს, რასაც ემატება წინა საბარგული; გაშლილი პანორამული ჭერით და რეტრო ელემენტებით. მოდელი გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით -Breeze, Mist, Pine, რაც,გარემოზე ზრუნვასთან ერთად, სტილის ახლებურ ხედვას უსვამს ხაზს.  

Volvo EX30-ში არსებული Harman kardon-ის პრემიუმ აუდიოსისტემა და პლანშეტის სტილის ცენტრალური ეკრანი, ხშირად გამოყენებად მართვის ელემენტებზე, სწრაფი და მარტივი წვდომის  შესაძლებლობას იძლევა. ჩაშენებული Google-ის სისტემებითა და „ვოლვოს“ აპლიკაციით ავტომობილის სახლიდან გაღება, გათბობა-გაგრილების სისტემის მართვა და ავტომობილის ადგილმდებარეობის შემოწმებაც კი შესაძლებელია.

შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების ინოვაციური სისტემებით: Park Pilot Assist - პარკირების დამოუკიდებლად შესრულებისთვის Volvo EX30-ს შეუძლია საჭის მართვა, აჩქარება და დამუხრუჭება; 360° კამერა - ყველა მხრიდან არსებული კამერები იძლევა მაღალი გარჩევადობის 360° ხედს; Pilot Assist - ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ ზოლიდან ზოლში უსაფრთხოდ გადასვლაში. კვადრატული ფორმის სპორტული საჭე თანამედროვე გადამრთველი და მძღოლის მართვის ელემენტებით უზრუნველყოფს სპორტულ მოჭიდებას. 

„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში Volvo EX30 სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ მომხმარებელს კი კომპანია შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ტესტ-დრაივით და თავად გამოცადოს Volvo-ს ელექტრომობილების შესაძლებლობები.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი

11.03.2026.11:07

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, მომხმარებლები, რომლებიც ქონების დაზღვევას, ონლაინ, onlineproperty.aldagi.ge - ზე შეიძენენ, საჩუქრად ბუნებრივი აირის სმარტ დეტექტორს მიიღებენ. პლატფორმა, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დააზღვიონ როგორც პირად მფლობელობაში არსებული ქონება, ასევე, ოჯახის წევრების ქონება, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

ალდაგის ქონების დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში, საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, სრულად მიიღებთ.

ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.

“ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლებს დაზღვევის სრულყოფილი და მოქნილი პროდუქტები შევთავაზოთ. ამჯერად, ქონების დაზღვევის შეძენა ონლაინ, გამარტივებულად არის შესაძლებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამორჩეული და ექსკლუზიური დაფარვებით. ამავდროულად, ალდაგის ქონების დაზღვევა მომხმარებელს არ ზღუდავს ლიმიტებით — არ არსებობს კვადრატული მეტრის მიხედვით განსაზღვრული დაფარვის ზღვარი და თან, ხელმისაწვდომი ფასია. შედეგად, ალდაგის დაზღვევით, მომხმარებელი იღებს სრულ ანაზღაურებას, რაც საშუალებას აძლევს დაზიანებული ქონება სრულად ჩაანაცვლოს ახლით,” - აცხადებენ ალდაგში;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა