მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

„ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა

news image

სკანდინავიური ესთეტიკა, კრეატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანზე ორიენტირებული ხედვა - „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ტერმინალის“ პარტნიორობით თბილისში ახალი ბრენდული სივრცე შეიქმნა. Terminal Towers-ში მდებარე ლაუნჯი დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში ადამიანებს განტვირთვის, ინსპირაციისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი „ვოლვოს“ მუდმივ სწრაფვას ასახავს - იყოს გარემოში, სადაც ახალი იდეები იბადება და ინოვაციური გამოცდილება იქმნება.

სოფო კაკუშაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო“ ყოველთვის იყო ადამიანებსა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი. გვჯერა, რომ ინოვაცია იწყება სწორედ ადამიანებით - მათი ცნობისმოყვარეობით, ურთიერთობებითა და იდეებით. იმედი გვაქვს, რომ შექმნილი სივრცე იქნება ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივად გაერთიანდება და ახალ საინტერესო გამოცდილებად იქცევა.

გვსურდა, შეგვექმნა ცოცხალი პლატფორმა, სადაც ადამიანი თავს ბრენდის ფილოსოფიის ნაწილად იგრძნობდა. „ტერმინალთან“ პარტნიორობა სრულად შეესაბამებოდა ჩვენს ხედვას. ეს იყო ნაბიჯი იმ მიმართულებით, სადაც ინოვაცია და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს ერწყმის“.

ლაუნჯში განთავსებულია ინტერაქტიური ინსტალაციები, თამაშები და ის დიზაინერული ელემენტები, რომლებიც კომფორტთან ერთად შემოქმედებით ენერგიასა და ისეთივე უსაფრთხო და მყუდრო გარემოს ქმნის, როგორიც თავად „ვოლვოს“ ფილოსოფიაა.

„ტერმინალი“, როგორც პირველი საერთო სამუშაო სივრცე საქართველოში, უკვე წლებია აყალიბებს ინოვაციურ ეკოსისტემას თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის, რაც მას „ვოლვოსთვის“ იდეალურ პარტნიორად აქცევს. „ტერმინალი“ აერთიანებს მრავალფეროვან და აქტიურ ადამიანებს, იმ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ქმნის სიახლეებს.

თამარ ჯინჭარაძე, „ტერმინალის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი: „წლების განმავლობაში ტერმინალმა უამრავი მეგობარი და პარტნიორი კომპანია შეიძინა, რომლებიც ჩვენს წევრებს სხვადასხვა ბენეფიტებსა და სერვისებს სთავაზობდნენ. ამიტომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს კომპანიები უფრო დაგვეახლოვებინა ჩვენს წევრებთან. ასე გაჩნდა იდეა, რომ ახალი ტიპის ლაუნჯი შეგვექმნა, რომელიც, სამუშაო გარემოსთან ერთად, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობასაც შექმნიდა. ამ იდეით მივმართეთ „ვოლვოს“ გუნდს, რადგან ვიცოდით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ხარისხი და კრეატივი - თვისებები, რომლებიც ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილია“.

სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა უნიკალური დიზაინ-ობიექტები - პაზლის კედელი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული „ვოლვოს“ გამოსახულებით, ხელნაკეთი ნარდი, რომლის ქვებად შვედური ბრენდის ავტომობილების მოდელებია გამოყენებული, საგზაო მოძრაობის თემაზე შექმნილი ლაბირინთი და „ვოლვოს“ ბრენდის დეტალებით წარმოდგენილი სხვა არაერთი ინსტალაცია. თითოეული დეტალი ასახავს  ხედვას - დიზაინის სიმარტივეს, ფუნქციურობასა და მომხმარებელზე ზრუნვას. პროექტი საქართველოში სათამაშო აპარატების ერთადერთ ქართულ ბრენდთან „იონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. 

სივრცის კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე Material Editors-მა იმუშავა.

მარიამ გვაზავა, Material Editors-ის არქიტექტორი: „ჩვენი გუნდისთვის საინტერესო ამოცანა იყო ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს ინსპირაციის წყარო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვობის თამაშების თემაზე აგებული გარემო შეგვექმნა, სადაც ყოველ ელემენტში „ვოლვოს“ ბრენდის იდენტობა იგრძნობა.

თითოეული დეტალი აგებულია „ვოლვოს“ სტილზე, სკანდინავიურ მინიმალიზმზე, სანდოობასა და ინოვაციურ აზროვნებაზე. განათების საშუალებით სივრცე ერთგვარ სცენად გარდავქმენით, სადაც მთავარი ყურადღება თამაშებსა და ადამიანურ ურთიერთობებზეა გამახვილებული“.

„ვოლვოსა“ და „ტერმინალის“ ერთობლივმა პროექტმა ინოვაციური სივრცის შექმნით ბრენდის ძირითადი ღირებულებები წარმოაჩინა - ადამიანზე ორიენტირებული ინოვაცია, მაღალი ხარისხი და შთაგონებაზე დაფუძნებული გამოცდილება.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია

01.04.2026.14:57

თბილისში უამრავი განსაკუთრებული ადგილის აღმოჩენა შეიძლება. ადგილის, სადაც სტუმრობა და ბედნიერი მომენტების მეგობრებთან ერთად გაზიარება ყოველთვის სასიხარულოა.

თბილისის გულში, ისტორიულ შენობაში, იქ, სადაც ქალაქის ისტორია და თანამედროვე რიტმი ერთმანეთს კვეთს, განსაკუთრებული სივრცე - ვეტცელი გასტრონომიური სახლი 1908 წლიდან ქალაქის განუყოფელი ნაწილია. 

აქ კედლებიც კი უამრავ მოგონებას ინახავს. ამ შენობაში დაწყებულა უამრავი მეგობრობა და გაბმულა არაერთი ახალი კავშირი. აქ საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ხუმრობდნენ და ერთმანეთს ამბებს უზიარებდნენ. 

თანამედროვე გასტროჰაბი სრულიად განსხვავებულ სივრცეებს აერთიანებს. აქ ქართულ სტუმარ-მასპინძლობასთან ერთად კერძების უამრავ უნიკალურ კომბინაციას გაეცნობა სტუმარი. შესაძლებელია მრავალფეროვანი კონცეფციების კოქტეილ ბარების სტუმრობა, ან, თუნდაც, ცოცხალი მუსიკის ფონზე განსაკუთრებული დროის გატარება მეგობრებთან ერთად. 

ვეტცელი ერთგვარი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში. ყველა მოგზაურობას კი საიმედო თანამგზავრი სჭირდება. თანამგზავრი, რომელიც სულ მხარში გიდგას. სწორედ ასეთი საყრდენია ბაზისბანკი. ბანკი, რომელთან ერთადაც გასტროჰაბი უამრავ ადამიანს დიდ გასტრონომიულ თავგადასავალში უძღვება.

ბაზისბანკის და ვეტცელი გასტროჰაბის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა