მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.8
-0.0011
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.314
0.0016
flag
EUR 3.1636
0.0017
flag
GBP 3.6022
0.0056
flag
KZT 52.36
-0.0009
flag
TRY 0.0631
0
flag
USD 2.6979
0

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს

news image

ელექტრომობილების პოპულარობა საქართველოში სტაბილურად იზრდება. ეკოლოგიური უპირატესობები, საწვავისა და მომსახურების დაბალი ხარჯები მიმზიდველი ფაქტორებია, თუმცა მომხმარებლებს ხშირად აღელვებთ ის ფაქტორი, რომ ელექტრიფიცირებული მოდელების ღირებულება უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ „ვოლვო ქარ საქართველომ“ გადაწყვიტა, ელექტრომობილების მყიდველებს ხელშეკრულებით ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ, რა ფასად ჩაიბარებს კომპანია ავტომობილს 1, 2 ან 3 წლის შემდეგ, თრეიდ-ინის შემთხვევაში. თანხა წინასწარ ფიქსირდება და პრაქტიკულად გათანაბრებულია შიგაწვისძრავიანი მოდელების ღირებულებასთან.

თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი: „ჩვენი შეთავაზება მომხმარებელს შეძენის დღიდანვე აწვდის ინფორმაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით. ამ გზით მათ ზუსტად ეცოდინებათ, რომ შეძენილი ელექტრომობილის ღირებულება მნიშვნელოვნად არ შემცირდება და მომდევნო წლებში, „ვოლვოს“ ელექტრო ავტომობილების ჩანაცვლების შემთხვევაში, შიგაწვისძრავიან მოდელებთან გათანაბრებული იქნება. 

ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ნდობას ელექტრომობილების მიმართ, ხელს უწყობს ლოიალობის ზრდას და არჩევანს უფრო უსაფრთხო ინვესტიციად აქცევს. რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრომობილის შეძენას მეტად კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს ხდის“.

შეთავაზება „ვოლვოს“ ყველა ელექტრულ ავტომობილზე ვრცელდება და მოქმედებს მხოლოდ „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ თრეიდ-ინის განხორციელებისას - როდესაც მომხმარებელს შვედური ბრენდის ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება სურს.

ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა - მუდმივად მცირდება დატენის დრო, იზრდება ერთი დამუხტვით გავლილი მანძილი, იხვეწება უსაფრთხოებისა და ენერგომოხმარების სისტემები. ბაზარზე ახალი, უფრო თანამედროვე მოდელების გამოჩენა კი ბუნებრივად ამცირებს წინა თაობების საბაზრო ღირებულებას, უფრო მკვეთრად, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი უკვე შედარებით შენელებულია, ფასი კი იმდენად სწრაფად აღარ მცირდება.

„ვოლვო ქარ საქართველომ“ ამ ტენდენციას ინოვაციური შეთავაზებით უპასუხა, რათა ელექტრომობილების შეძენა კიდევ უფრო მარტივი, მიმზიდველი და ფინანსურად სტაბილური გახდეს. პროგრამა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და მიზნად ისახავს მაქსიმალური კომფორტის შექმნას ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო

19.12.2025.13:11

საახალწლო საჩუქრების შესარჩევად ოჯახის ყველა წევრისთვის PSP-მ ძალიან საინტერესო შეთავაზებები მოგიმზადათ.

საახალწლო საჩუქრების შერჩევა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის, PSP-ში მარტივი და სარგებლიანია. მსოფლიოს ცნობლი კოსმეტიკური, დერმატოლოგიური, პირის ღრუს და თავის მოვლის, საკვები დანამატების, არომათერაპიის ბრენდების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანიდან შეარჩიეთ სასურველი პროდუქტები და მიიღეთ გრანდიოზული ფასდაკლება, შერჩეულ პროდუქციაზე კი - 70%-მდე.   

პრემიუმ კოსმეტიკის სასაჩუქრე ნაკრებები ყველა ქალისთვის სასურველი საჩუქარია. განსაკუთრებული ფასდაკლებები თქვენს საახალწლო საჩუქრების შოპინგს მეტ სიამოვნებას და სიხარულს შესძენს.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ეტაპობრივად დამატებული შეთავაზებები რომ არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს კომპანიის ოფიციალურ გვერდს https://www.facebook.com/psp.ge.

„30 წელზე მეტია, ჯერ კიდევ 1994 წელს,  დავიწყეთ მოძრაობა სიმართლის, პროგრესისა და ჯანმრთელი მომავლისთვის; სწორედ ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ გარანტირებული ხარისხის პროდუქტებს საქართველოს ყველა კუთხეში და ყოველთვის საუკეთესო შეთავაზებებს.

თითოეულის სურვილები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენი სანდო დასაყრდენი და მეგობარი ვიქნებით თქვენი კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე და თქვენთან ერთად გავიზიარებთ არჩევანზე პასუხისმგებლობას ან სრულად ავიღეთ მას. ყველა პრობლემას ერთად გადავჭრით უკეთესი საქართველოსთვის, მომავლის საუკეთესო გამოცდილებებისთვის მოგზაურობაში ხელჩაკიდებულები“ -აცხადებენ PSP-ში.

არ გამოტოვოთ ყველაზე საინტერესო და სარგებლიანი შეთავაზებები საახალწლო ნაკრებებსა და მრავაფეროვან ასორტიმენტზე PSP-ში!

ისიამოვნეთ შოპინგით, აჩუქეთ სილამაზე და გაახარეთ ახლობლები მრავალფეროვანი უმაღლესი ხარისხის საჩუქრებით!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა