მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა

news image

თანამედროვე ავტომფლობელებისთვის დრო და სანდოობა უკვე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავტომობილის ბრენდი და ხარისხი. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური სერვისის კონცეფციას – Volvo Personal Service (VPS), რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური მომსახურება.

VPS-ის ძირითადი იდეა მარტივიაავტომობილის სერვისი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პერსონალიზებული. ამ მიდგომის ფარგლებში ვოლვოს ოფიციალურ სერვისცენტრებში პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმ ტრადიციული პრაქტიკისგან, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეული.

 

ირაკლი იმნაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo Personal Service ვოლვოს ახალი საოპერაციო სტანდარტია გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში, რომელიც შექმნილია მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და ეფექტური სერვისის უზრუნველსაყოფად.

VPS-ის მთავარი იდეა არის პირადი ტექნიკოსის (Personal Service Technician) კონცეფციაის პირადად მართავს მომსახურების სრულ პროცესს, უშუალოდ ურთიერთობს მომხმარებელთან, შესაბამისად, ზუსტად იცის მისი საჭიროებები.

გარდა ამისა, სისტემა ეფუძნება სწრაფი სერვისის მოდელს, სადაც ერთ ავტომობილზე ორი ტექნიკოსი ერთდროულად მუშაობს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ხანგრძლივობას, ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას და ზოგავს მომხმარებლის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. ჩვენი მიზანია, ავტომობილის ფლობა ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“.

 

VPS არ არის უბრალოდ სწრაფი სერვისი. ეს მიდგომა ავტომობილის მოვლას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. მომხმარებელი არ არის უბრალოდნომერი რიგში“ – მას ელოდება თავისი პირადი ტექნიკოსი, რომელიც იცნობს მის ავტომობილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება

VPS რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: პირადი ტექნიკოსი, რომელიც  პერსონალურ ყურადღებას ნიშნავს; ორგანიზებული გუნდური მუშაობა, რაც დროის ეფექტურ გამოყენებასთან პირდაპირ კავშირშია, და  გადამზადებული ტექნიკოსები, რაც VPS-ის საფუძველია. „ვოლვო ქარ საქართველომგასულ წელს მიიღო VPS-ის სერტიფიკატი, მექანიკოსებმა გაიარეს სპეციალური სწავლება და მოიპოვეს შესაბამისი ავტორიზაცია. ამასთანავე, აპრილშივოლვო ქარ საქართველომუმასპინძლა რესერტიფიცირების პროცესს და უმაღლესი შეფასება აიღო VPS სტანდარტის დანერგვის კუთხით.

Volvo Personal Service-ით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი რეზერვაციითაც, ნომერზე (+995) 32 2 24 42 42 დაკავშირებით. მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ავტომობილის სერვისის პროცესსვოლვო ქარ საქართველოსკომფორტული შოურუმიდან დააკვირდეს.

 

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა