„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა
კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი და 100%-ით ეკომეგობრული - „ვოლვო ქარ საქართველომ“ქართველი მომხმარებლისთვის ახალი, სრულად ელექტრო EX30 წარადგინა. შვედური ბრენდის ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV-ის პრეზენტაცია კომპანიის შოურუმში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ელექტრომობილს პირველები გასცნობოდნენ, შეეფასებინათ მისი შესაძლებლობები და დიზაინის სიახლეები.
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ EX30 SUV კატეგორიაში ვოლვოს ყველაზე კომპაქტური ზომის ელექტრომობილია, მას საკმაოდ მოცულობითი სალონი აქვს. EX30 წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ-მდე 3.6 წმ-ს შეადგენს.
რკო
ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა - ლევან მეხუზლა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება - უყურეთ მეორე ეპიზოდს
05.03.2026.17:11
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები და კრეატორები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ.
მეორე ეპიზოდის სტუმრები არიან ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი და კრეატორი ნიკოლოზ რაბანოვი. მონაწილეები ერთმანეთს 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-ი, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში.