ვოლვო EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია
ბათუმის ცენტრში „ვოლვო ქარ საქართველოს“ კრეატიული ინსტალაცია გამოჩნდა. კომპანიამ უახლესი მოდელი, Volvo EX30, მომხმარებელს ამჯერადაც საინტერესო ფორმით გააცნო და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საზღვაო თემატიკა გამოიყენა.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ ინსტალაციები, როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ ასახავს ბრენდის იდენტობას, მეორე მხრივ კი კარგად ერგება გარემოსა და რეალობას. ამ შემთხვევაში, გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV განთავსდა, მედუზების ვიზუალებითგაფორმდა, რამაც „ვოლვო“ ბათუმთანაც დააკავშირა და წარმოაჩინა ამ ბრენდის ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - გამძლეობა, რომლის სიმბოლოც სწორედ მედუზაა.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ბათუმშივოლვო EX30-ის წარდგენა ბათუმისთვის ავთენტიკურად და კრეატიულად წარიმართა. გვსურდა, უახლესი ინსტალაცია ზაფხულის სეზონისთვის წარგვედგინა. ჩვენი მიზანი იყო, გამჭვირვალე ყუთი მხოლოდ ვიზუალური სრულყოფილების გამო კი არ გაგვეფორმებინა, არამედ ეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული შინაარსის მატარებელი. სწორედ ამიტომ ავიღეთ ზღვის თემატიკა და დიზაინში მედუზები შემოვიტანეთ, რისი საშუალებითაც ინსტალაცია ბათუმისთვის ავთენტიკური გავხადეთ. გარდა ამისა,გამოვხატეთ „ვოლვოს“ სათქმელიც - მედუზა გამძლეობასთან და ხანგრძლივ ცხოვრებასთან ასოცირდება. ინსტალაცია მოქალაქეებისთვის ძალიან მიმზიდველი და სანახაობრივი გამოვიდა, რასაც მის ირგვლივ ყოველდღიურად შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ადასტურებს“.
„ვოლვო EX30-ის“ ინსტალაციის განთავსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია გარემოზე ზრუნვა, რადგან ეს არის 100%-ით ეკომეგობრული, სრულად ელექტრული ავტომობილი, ნულოვანი გამონაბოლქვით. ამ გზით ბრენდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე, გარემოსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა. მდგრადობა შვედური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და „ვოლვოს“ ელექტრომობილი ამას ძალიან კარგად ასახავს.
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია „ვოლვოს“ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. აქვს საკმაოდ მოცულობითი სალონი. წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით.
მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით „ვოლვო EX30“ყველაზე თანამედროვე და ახალგაზრდული მოდელია. ელექტრომობილში ჩაშენებულია ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ექცევა. აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას.
ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია და შორ გზებზე გადაადგილებისას, განსაკუთრებით საკურორტო სეზონებზე, ძალიან მოსახერხებელია.
აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ამ მოდელზე მომხმარებელს სპეციალურ ფასს სთავაზობს - Volvo EX30 - EXT Range – Plus-ის შეძენა 38 500 ევროს ნაცვლად შესაძლებელია 29 900 ევროს ეკვივალენტით ლარში, Volvo EX30 - Twin Motor – Ultra-ს ფასი კი 39 500 ევროს ნაცვლად 31 500 ევროს ეკვივალენტია ლარში.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.12:00
რამდენიმე თვეა ბაზაზე სამკურნალო წყალი Normox • ნორმოქსი გამოჩნდა. Normox-ის ბრენდის ქვეშ წყალს მცირე მეწარმე „რაჭა“ აწარმოებს.
Normox-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და როგორც მისი მწარმოებლები განმარტავენ, არ შეიცავს ჟანგბადის გამომყოფ ნივთიერებებს (ზეჟანგებს) და სტაბილიზატორებს. შედგება გამოხდილი წლისა და მასში გახსნილი ჟანგბადისგან (არანაკლებ 20 მგ/ლ).
„Normox-ი ბაზარზე 6 თვეა რაც გამოჩნდა და მისი ჩამოსხმა ავჭალაში მდებარე ფარმაცევტულ საწარმოში ხორციელდება. Normox-ი - ეს არის გამოხდილ წყალზე დამატებული ბიოაქტიური დანამატი. წყალი სატურაციას სწევს მაღლა. ის ადამიანის ორგანიზმს დალევიდან 15-20 წუთში ეხმარება ყველა უჯრედამდე მიიტანოს ჟანგბადი, იმუნიტეტი ასწიოს მაღლა, გააძლიეროს ორგანიზმი და დაღლილობა მოუხსნას.
წყალი Normox-ი საინტერესოა სპორტსმენებისთვის ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღსადგენად.
. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, რადგანაც ბიოდანამატია“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „რაჭის“ დამფუძნებელი და დირექტორი ბესიკ კაციტაძე.
მისივე თქმით, Normox-ი ხელს უწყობს სისხლში შაქრის და არტერიული წნევის რეგულირებას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
ამ დროისათვის Normox-ის ჩამოსხმა 0,5 ლიტრია და 5 ლიტრიან ბოთლებში ხდება, თუმცა სამომავლოდ, გაყიდვებისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე წყლის სხვა ზომის ჭურჭლით რეალიზებაც მოხდება. საბოლოო მიზანი კი მინის ბოთლებით რეალიზაციაა.
Normox-ი თბილისში რამდენიმე ადგილზე იყიდება და თვიდან თვემდე გაყიდვებში ზრდას აჩვენებს.
ბესო კაციტაძის თქმით, Normox-ის წლის შეძენა დღეისათვის თბილისში 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი, საუბარია უბნის მაღაზიებზე. წყალი ამ დროისათვის, რომელიმე ქსელურ მარკეტში შესული არ არის, თუმცა სამომავლოდ კომპანია ამასაც განიხილავს.
იგეგმება Normox-ის გაყიდვა სხვადასხვა სპორტულ დარბაზებშიც. რეალიზაციის გაფართოებაზე ამ დროისათვის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს და საბოლოო შედეგები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. გეგმებშია ასევე Normox-ის აფთიაქებში რეალიზაციაც.
რეალიზაციის ზრდის მიზნით, მალე Normox-ის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი.
როგორც სამკურნალო წყლის აღწერაშია აღნიშნული, სამკურნალო წყალი Normox-ი ახდენს ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) კომპენსირებას, როგორც ჰემოგლობინის ნაკლებობის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებების, ფსორიაზის, ასევე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, აიოლებს ორსულობის პერიოდს და სხვა.