მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.1
0.0079
flag
AZN 1.5918
-0.0005
flag
CNY 38.044
-0.0026
flag
EUR 3.1203
-0.0139
flag
GBP 3.5401
-0.0113
flag
KZT 52.17
-0.0005
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7067
-0.0006

ვოლტზე შავი პარასკევის 50%-მდე ფასდაკლებები დაიწყო

news image

მიტანის სერვისის ერთ-ერთი ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტი შავ პარასკევთან დაკავშირებით მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. 

შავი პარასკევის შოპინგი უკვე ხელმისაწვდომია ვოლტის პლატფორმაზე, სადაც მომხმარებელი სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე და მზარდ ფასდაკლებებს აღმოაჩენს. ფასდაკლებები სააფთიაქო, სილამაზის, აქსესუარების, ელექტრონიკის და სასურსათო კატეგორიებში 2 დეკემბრამდეა ხელმისაწვდომი. 

შავი პარასკევის ბოლო კვირაში ფასდაკლებები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც არ უნდა გამოტოვოთ.

ვოლტის პარტნიორები, რომელთა შორის არიან Wolt Market, GPC, Voulez-Vous, 8000 Vintages, Yves Rocher, L’occitane, Pharmadepot, Carrefour და მრავალი სხვა, მომხმარებელს შავი პარასკევის შოპინგზე ექსკლუზიურად საუკეთესო ფასებს სთავაზობენ, რათა მათთვის შოპინგი უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს. 

შავი პარასკევის შეთავაზებები უკვე თქვენს ეკრანზეა, შეუკვეთეთ ვოლტიდან!

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მოემზადე ზამთრისთვის“ - განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

20.11.2025.16:54

თოვლი, ყინული, წვიმა, ნისლი და დაბალი ტემპერატურა - ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდის ცვლილება ავტომობილით გადაადგილებისას მძღოლებს გარკვეულ გამოწვევებს უქმნის. უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად კი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება აუცილებელია. 

„თეგეტა მოტორსი“ უკვე წლებია, ახსენებს მძღოლებს, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა, არამედ მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. „მოემზადე ზამთრისთვის“ - ამ გზავნილით კომპანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ყურადღებას იმ აუცილებელ პროცედურებსა თუ პროდუქტებზე ამახვილებს,რომლებიც ზამთარში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამ პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი ანტიფრიზისა და საქარე მინების საწმენდი სითხის სწორად შერჩევა და დროული შემოწმებაა.

დიმიტრი ზედელაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საცხებ-საპოხი მასალების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენთვის, როგორც საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის, მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მხოლოდ სერვისით არ შემოიფარგლება - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ზამთრისთვის ტექნიკური მომზადების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ. „თეგეტა მოტორსში“ მიგვაჩნია, რომ სწორად მომზადებული ავტომობილი ნიშნავს მშვიდ მგზავრობას, თავდაჯერებულობას გზაზე და რისკების მინიმუმამდე დაყვანას“.

ანტიფრიზი - ძრავის მთავარი დამცველი ყინვისგან

ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, დროულად შემოწმდეს და შეიცვალოს ანტიფრიზი. იგი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუმცა ანტიფრიზის ფუნქცია მხოლოდ ყინვისგან დაცვით არ შემოიფარგლება, ის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ანტიფრიზის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის. ის განსხვავდება ფერებით, თუმცა ფერი არ ნიშნავს ტექნიკურ განსხვავებას. რეალური განსხვავება ქიმიურ შემადგენლობაშია. ანტიფრიზის სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინება.

ანტიფრიზი ძრავს გაყინვისგან იცავს და -30-35 გრადუს ტემპერატურას უძლებს. გარდაამისა, გამაგრილებელი ფუნქცია აქვს ზაფხულის პერიოდში და ძრავს გადახურებისგან იცავს. ანტიფრიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი კოროზიისგან დაცვაა. ის შეიცავს დანამატებს, რომლებიც წყლის ტუმბოსა და სისტემის შიდა ნაწილებში ხელს უშლის ჟანგის წარმოქმნას.

ანტიფრიზის შემოწმება და დროულად შეცვლა ავტომობილის რეგულარული მოვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მდგომარეობას ძირითადად შემოდგომაზე, ზამთრის დაწყებამდე, ამოწმებენ, თუმცა რეალურად ანტიფრიზის შემოწმებას სეზონურობა არ ახასიათებს და შესაძლებელია, წლის ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ, შემოწმდეს და შეიცვალოს. როგორც წესი, ანტიფრიზი იცვლება 2-5 წელიწადში ერთხელ ან ავტომწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით“, - აღნიშნავს დიმიტრი ზედელაშვილი.

თუ ანტიფრიზი დროულად არ შეიცვლება, შეიძლება, დაბინძურდეს და დაკარგოს სითბოს რეგულირების უნარი ან აღარ დაიცვას სისტემა ყინვისგან, რისი შედეგიც შეიძლება, იყოს ძრავის სისტემის დაზიანება.

მინის საწმენდი სითხე - ხილვადობა და უსაფრთხოება

ზამთარში თოვლი, ტალახი და ყინვა პირდაპირ მოქმედებს საქარე მინის სისუფთავეზე. თუ მძღოლს ხედვა ეზღუდება, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყინვის საწინააღმდეგო მინის საწმენდი სითხის გამოყენება.

ზამთრის პერიოდში, ერთი შეხედვით, უბრალო შეცდომებიც კი სერიოზულ პრობლემად იქცევა. ხშირად მძღოლები საქარე მინის საწმენდ ავზში წყალს ასხამენ, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე იყინება, შედეგად ყინული ბლოკავს შუშის საწმენდებს და მძღოლი ვერ ახერხებს მათ გამოყენებას, რაც გზაზე მოძრაობისას რისკებს ზრდის.

ზამთრისთვის განკუთვნილი მინის საწმენდი სითხეები სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ არ გაიყინოს და ნებისმიერ ტემპერატურაზე უზრუნველყოს საქარე მინის სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა.

„თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მომხმარებელს კვალიფიციური პერსონალი დაეხმარება, რომ ავტომობილი ზამთრისთვის სრულყოფილად მოამზადონ: პროფესიონალური დიაგნოსტიკით, შესაბამისი სითხეების შერჩევითა და საჭირო სამუშაოების შესრულებით. ზრუნვა ავტომობილზე ზამთრის დაწყებამდე ნიშნავს მშვიდ, დაცულ და კომფორტულ მგზავრობას მთელი სეზონის განმავლობაში.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა