ვოლტში მასშტაბური ფასდაკლებების კამპანია დაიწყო
მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგი შეთავაზებით ანებივრებს.
„მოდი, უბრალოდ ვოლტი“ - ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც 25%-დან 40%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 7 ივლისიდან ვოლტის პარტნიორ ობიექტებში:
„მაკდონალდსი“ -25%-მდე ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე;
ვოლტ მარკეტი - 30% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე;
„მარგე“ - 30%-მდე ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე;
„მადარტი“ - 40% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე.
ფასდაკლებების კამპანია სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ვოლტში აცხადებენ, რომ მომხმარებელს ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთი სიახლე და ფასდაკლება ელოდება.
„ჩვენ ვრჩებით ერთგული ჩვენი ღირებულებებისადმი - მუდმივად სასიამოვნო შეთავაზებებით გავანებივროთ ჩვენი მომხმარებელი და სხვადასხვა სახის ფასდაკლებებით მოვიცვათ ყველა სფერო - კვების ობიექტებიდან თავის მოვლამდე. „მოდი, უბრალოდ ვოლტი“ ამ ეტაპზე აერთიანებს ჩვენს ოთხ პარტნიორ ობიექტს, რომლებიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდება და სიურპრიზებიც გაგრძელდება. ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, რომ მათთვის მუდმივი სიახლეებისა და დამატებითი ღირებულების შეთავაზება ჩვენი გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“, - აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.
სხვა სიახლეები
02.07.2025.17:15
KASS LAND გრანდიოზული ატრაქციონების პარკი 4 ივლისს ბავშვების მხიარულების ეპიცენტრად იქცევა! მხოლოდ ამ დღეს, 13:00-დან 17:00 საათამდე ყველა ბავშვს ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისარგებლოს პარკის ჯადოსნური ატრაქციონებითა და მათთვის სპეციალურად ორგანიზებული გასართობი პროგრამით. KASS LAND -ი აგრეთვე სხვადასხვა ბავშვთა სახლების ბინადრებსაც უმასპინძლებს და მათ დაუვიწყარ და სიხარულით სავსე დღეს აჩუქებს.
წალკის კანიონის დაცული ტერიტორია საკულტო „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა. წალკის კანიონი 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლით - ატრაქციონების უზარმაზარი პარკითა და სასტუმრო კომპლექსით ხვდება. „დისნეი ლენდის“ პრინციპით გაშენებული ატრაქციონების ჯადოსნური პარკი KASS LAND საოჯახო გართობისთვის უკონკურენტო ადგილია.
KASS LAND რეზორტი მოიცავს:
• ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელი თანმდევი ბილიკებით, რომელსაც ულამაზეს კასკადურ ჩანჩქერებამდე ჩაჰყავხართ;
• უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით;
• „ბაიკ ზიპლაინს“ და გიგანტურ საქანელას;
• ღია „გარდენსსა“ და დახურულ „დაიმონდ“ რესტორანს;
• ახლად გახსნილ 55-ნომრიან სასტუმროს, 3 „პენტჰაუზით“ და კანიონის პანორამული ხედით;
• სასტუმროს ტიპის 62 „ვილა ჰაუსს“;
ატრაქციონების პარკი მოიცავს:
• 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას;
• გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას;
• თოკების ლაბირინთს;
• აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ კარტინგს უფროსებისთვის და ბავშვებისთვის;
KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.