ვოლტის განახლებული აპლიკაცია - რა ცვლილებები ელის მოხმარებელს?
ვოლტი საქართველო მომხმარებლებს აპლიკაციის ყველაზე მასშტაბური განახლებას სთავაზობს. ცვლილება გლობალური სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს კომერციის ერთიანი პლატფორმის განვითარებას, რომელიც სხვადასხვა კატეგორიასა და სერვისს ერთ ციფრულ სივრცეში აერთიანებს.
ვოლტი სერვისის ტრადიციულ, საკვების მიტანის ფარგლებს აფართოებს და მომხმარებლებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაში ეხმარება. ამ ცვლილებებით პლატფორმა საკვების მიტანის სერვისიდან ლოკალური კომერციის ეკოსისტემად ტრანსფორმირდება.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე ძიებისა და ნავიგაციის ახალი მიდგომაა. მომხმარებელი ძიებას აღარ იწყებს კონკრეტული ობიექტებიდან, არამედ მისი საჭიროებიდან გამომდინარე: იქნება ეს საკვები, სურსათი, პირადი მოვლის საშუალებები თუ სხვა პროდუქტები და სერვისები. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად და რელევანტურად აღმოაჩინონ შეთავაზებები სხვადასხვა კატეგორიაში.
განახლებულ აპლიკაციაში, ცენტრში ერთიანი საძიებო ჰაბია. ძიების ფუნქციონალი მორგებულია მომხმარებლის ინტერესზე და დაჯგუფებულია სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით. მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტული პროდუქტებისა ნახვა, ცალკეული ობიექტების გვერდების გახსნის გარეშე, ასევე, ძიების დაწყება უშუალოდ პროდუქტებიდან და ერთ სივრცეში სხვადასხვა შეთავაზებების შედარება.
ფუნქციურ ცვლილებებთან ერთად, განახლებულია აპლიკაციის ვიზუალი და გაუმჯობესებულია ნავიგაციის სიჩქარე, რაც მომხმარებლებს უფრო კომფორტულ გამოცდილებას თავაზობს.
კომპანიის განცხადებით, ეს განახლება ვოლტის გრძელვადიანი ზრდის სტრატეგიის ნაწილია.
აპლიკაციის ახალი სტრუქტურა უკეთ პასუხობს გაზრდილ მოთხოვნას არარესტორნული კატეგორიებიდგან და ხელს უწყობს ლოკალურ პარტნიორებს.
„საქართველოში ვხედავთ, რომ ადამიანები ვოლტს სულ უფრო ხშირად იყენებენ არა მხოლოდ საკვების მიტანისთვის, არამედ სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროებისთვის. ეს განახლება მომხმარებლებს უადვილებს მათ გარშემო არსებული შეთავაზებების პოვნასა და შედარებას, ხოლო ლოკალურ ბიზნესებს აძლევს მეტ შესაძლებლობას, მომხმარებლისთვის გახდნენ უფრო თვალსაჩინო,“ - აცხადებს ვოლტ საქართველოს გენერალური მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვიცარიძე.
განახლებული ვოლტის აპლიკაცია საქართველოში უკვე დღეიდანაა ხელმისაწვდომი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
„აგროლეინი“ საუდის არაბეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობას გეგმავს
18.02.2026.12:00
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, Gulfood -ზე 2 პავილიონით წარსდგა, ხოლო ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია ესწრებოდა. მათ შორის იყო ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Agrolane / აგროლეინი გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა.
„ეს გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლებია ჩვენ გალფის ქვეყნებში ვოპერირებთ და ვაწვდით მათ ჩვენს პროდუქციას. პრაქტიკულად ყოველ წელს გამოფენის შემდეგ გვემატება ახალი პარტნიორი კომპანიები, რის გამოც კონკრეტულად ჩვენთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით ფასეულია.
დაინტერესება კვლავ მაღალია. ვგეგმავთ, რომ წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან დავიწყოთ თანამშრომლობა და მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია. ეს ქსელი ახალია ჩვენთვის, გამოფენაზე გავიცანით და გვაქვს მოლოდინი, რომ წელს შევძლებთ მუშაობის დაწყებას და სუპერმარკეტებში შესვლას “, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.
ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.