ვოლტი მომხმარებლებს ვალენტინობის ფასდაკლებებს მრავალ კატეგორიაში სთავაზობს
ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით Wolt საქართველოში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. 14 თებერვლისთვის, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები ყვავილებზე, საჩუქრებზე, საკვებსა და ყოველდღიურ პროდუქტებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი საჩუქარი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ.
ვალენტინობის დღეს ყვავილები განსაკუთრებულად მოთხოვნადია. ვოლტის აპლიკაციაში კი, ადგილობრივი ფლორისტების ყვავილებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ თაიგულები, დაწყებული კლასიკური წითელი ვარდებით და დასრულებული სპეციალურად შერჩეული კომპოზიციებით, რომელიც მარტივად მიეწოდება ადრესატს.
ყვავილების გარდა, ვალენტინობასთან დაკავშირებით, ვოლტის აპლიკაციაში ფასდაკლებები იმოქმედებს მრავალფეროვან პროდუქციაზე სხვადასხვა კატეგორიაში:
ტკბილეული -25%-მდე, ჯანმრთელობა და სილამაზე - 50%-მდე, აფთიაქი - 50%-მდე, ელექტრონიკა - 40%-მდე, ალკოჰოლი - 50%-მდე, სუპერმარკეტები - 60%-მდე.
ვალენტინობის დღის სახლში აღნიშვნის მსურველებისთვის პლატფორმა სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებებსა და პოპულარულ სამზარეულოებზე 30%-მდე ფასდაკლებებს.
ბოლო წუთს შერჩეული საჩუქრებიდან პრემიუმ სილამაზის პროდუქტებამდე, სადილის ინგრედიენტებიდან მზა კერძებამდე - ვოლტი აერთიანებს ყველაფერს, რაც 14 თებერვლისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.
„ვალენტინობის დღე ყურადღებისა და მცირე თუ დიდი ჟესტების გამოხატვის დღეა. გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ როგორც საჩუქრის შერჩევა, ისე განსაკუთრებული საღამოს დაგეგმვა ჩვენი მიმზიდველი შეთავაზებებითა და სწრაფი და ხარისხიანი სერვისით,“ - აცხადებს დავით კვიცარიძე, Wolt საქართველოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ვალენტინობის სპეციალური შეთავაზებები Wolt-ის აპლიკაციაში შეზღუდული დროით არის ხელმისაწვდომი.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.