ვმუშაობთ საწარმოს გაფართოებაზე - Enlili
ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების მწარმოებელი კომპანია „ენლილი“, მომხმარებელს დეჰიდრატორებსა და ასევე, სრულფასოვანი საწარმო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობას სთავაზობს. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia “ენლილის“ დამფუძნებელს ბადრი ციქუბაძეს ესაუბრა.
„ვიყავით სომხეთში, საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმზე, სადაც სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებს შევხვდით. გავცვალეთ ინფორმაცია, მოვიძიეთ კონტაქტები, რომლებთანაც შემდგომში უკვე ბიზნეს საქმიანობის დამყარებას ვგეგმავთ.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საამწყობო დეტალი, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ვამზადებინებდით ჩინეთში იწარმოება სომხეთშიც, თანაც გაცილებით სწრაფად და გაცილებით ბიუჯეტურად. ჩინეთიდან დაახლოებით, 40 დღეა საჭირო მასალის ჩამოსასვლელად. სომხეთში შეკვეთის შემთხვევაში კი ერთ კვირაში უკვე თბილისში იქნება. შესაბამისად, დროის ფაქტორითაც მომგებიანია ჩვენთვის და ფინანსური კუთხითაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროდუქციის წარმოებაში შეფერხებაც არ გვექნება, რადგან ხანდახან დეფიციტი რომ აღმოჩნდებოდა მარაგ ნაწილების, მომხმარებელს მოლოდინის რეჟიმში ვამყოფებდით ერთიდან ორ თვემდეც კი. ამ ეტაპზე ეს პრობლემაც მოიხსნება.
სომხეთში ჩვენი პროდუქციითაც დაინტერესდნენ. დაგვპატიჟეს გამოფენაზე, სადაც ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას წარვადგენთ და მომდევნო შეხვედრაზე გადაწყდება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. იგულისხმება ექსპორტის მიმართულება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე.
„ენლილი“ საწარმოს გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება მშენებლობის პროცესი.
„მიმდინარეობს საწარმოს გაფართოების სამუშაოები. სასაწყობე ფართი გვჭირდება და ამ მიმართულებით წლის ბოლომდე უკვე დავასრულებთ მშენებლობას. გარდა ამისა, დავამატეთ მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარი, რომელიც მოცულობაში დიდი კონტეინერის ზომის არის და 100%-ით მზის ენერგიაზე მუშაობს. დღის განმავლობაში, დღის სითბოს იყენებს. აკუმულირებას უკეთებს და პლუს მზის პანელები დღის განმავლობაში აგროვებს ამ ენერგიას, რომელსაც ინახავს და ღამის განმავლობაში, როდესაც მზე აღარ არის, ამავე დაგროვებულ ენერგიას იყენებს. ეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიაა არამარტო საქართველოში და რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც. პროტოტიპი დაწყებული გვაქვს და ველოდებით ივნისის თვეში დასრულებას. ვფიქრობთ რომ ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი იქნება არამარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ მსოფლიოს ბაზარზე შესათავაზებლად “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე.
კომპანიის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ენლილი“-ს , როგორც ვებ, ასევე Facebook გვერდებზე.
სხვა სიახლეები
30.05.2025.16:56
თანამედროვე ავტომფლობელებისთვის დრო და სანდოობა უკვე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავტომობილის ბრენდი და ხარისხი. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური სერვისის კონცეფციას – Volvo Personal Service (VPS), რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური მომსახურება.
VPS-ის ძირითადი იდეა მარტივია – ავტომობილის სერვისი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პერსონალიზებული. ამ მიდგომის ფარგლებში ვოლვოს ოფიციალურ სერვისცენტრებში პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმ ტრადიციული პრაქტიკისგან, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეული.
ირაკლი იმნაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo Personal Service ვოლვოს ახალი საოპერაციო სტანდარტია გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში, რომელიც შექმნილია მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და ეფექტური სერვისის უზრუნველსაყოფად.
VPS-ის მთავარი იდეა არის პირადი ტექნიკოსის (Personal Service Technician) კონცეფცია – ის პირადად მართავს მომსახურების სრულ პროცესს, უშუალოდ ურთიერთობს მომხმარებელთან, შესაბამისად, ზუსტად იცის მისი საჭიროებები.
გარდა ამისა, სისტემა ეფუძნება სწრაფი სერვისის მოდელს, სადაც ერთ ავტომობილზე ორი ტექნიკოსი ერთდროულად მუშაობს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ხანგრძლივობას, ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას და ზოგავს მომხმარებლის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. ჩვენი მიზანია, ავტომობილის ფლობა ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“.
VPS არ არის უბრალოდ სწრაფი სერვისი. ეს მიდგომა ავტომობილის მოვლას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. მომხმარებელი არ არის უბრალოდ „ნომერი რიგში“ – მას ელოდება თავისი პირადი ტექნიკოსი, რომელიც იცნობს მის ავტომობილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება.
VPS რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: პირადი ტექნიკოსი, რომელიც პერსონალურ ყურადღებას ნიშნავს; ორგანიზებული გუნდური მუშაობა, რაც დროის ეფექტურ გამოყენებასთან პირდაპირ კავშირშია, და გადამზადებული ტექნიკოსები, რაც VPS-ის საფუძველია. „ვოლვო ქარ საქართველომ“ გასულ წელს მიიღო VPS-ის სერტიფიკატი, მექანიკოსებმა გაიარეს სპეციალური სწავლება და მოიპოვეს შესაბამისი ავტორიზაცია. ამასთანავე, აპრილში „ვოლვო ქარ საქართველომ“ უმასპინძლა რესერტიფიცირების პროცესს და უმაღლესი შეფასება აიღო VPS სტანდარტის დანერგვის კუთხით.
Volvo Personal Service-ით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი რეზერვაციითაც, ნომერზე (+995) 32 2 24 42 42 დაკავშირებით. მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ავტომობილის სერვისის პროცესს „ვოლვო ქარ საქართველოს“ კომფორტული შოურუმიდან დააკვირდეს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.