ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bekauri Family Vineyards
Bekauri Family Vineyards ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანიის პროდუქციის შეძენა 15 ობიექტზეა შესაძლებელი. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ბექაურმა განუცხადა.
„საქართველოში დაახლოებით 15 ობიექტზე არის ჩვენი ღვინო. „8000 მოსავალში“ ვგეგმავდით დამატებას და უკვე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ამ ობიექტზეც შეიძინოს ჩვენი პროდუქცია “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ბექაური.
კომპანია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საექსპორტო ბაზრების გაფართოების მიმართულებით და სექტემბერის თვეში ბრაზილიაში გეგმავს გამოფენაზე წასვლას.
„აქტიურად ვემზადებით ექსპორტისთვის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრაზილიასთან და ასევე ლატვიასთან და მალე გავგზავნით პროდუქციას. გარდა ამისა, ვაპირებთ მუშაობის დაწყებას რუსეთის მიმართულებით, რადგან საკმაოდ დიდი ბაზარი არის საქართველოსთვის და ქართული ღვინისთვის “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ბექაური.
ცნობისთვის, საწარმო ახმეტაში, ზემო ხოდაშენში მდებარეობს. ბექაურის საოჯახო ვენახში მეღვინეობა იწყება მზიან ვენახებში ხელით დაკრეფილი ყურძნით. ფერმენტირება ხდება უძველეს ქვევრებში ან თანამედროვე უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, დაძველება კი მუხის ევროპულ კასრებში. კომპანია ამჟამად, 30-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთა შორისაც არის : RKATSITELI QVEVRI 2021, SAPERAVI QVEVRI 2021, SAPERAVI 2022, MTSVANE 2023, ROSE 2023, ROSE 2023 და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.18:01
SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება.
Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.
ამასთან, 9 ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ.