ვმუშაობთ ინოვაციურ პროექტებზე - HER STORE
HER STORE არის ქალის აქსესუარების ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. ის გამოირჩევა თანამედროვე სტილით, დახვეწილი დიზაინითა და მრავალფეროვანი კოლექციებით, რომლებიც მოიცავს როგორც ყოველდღიური, ასევე სპეციალური შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამკაულებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს ნინი დანელიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
HER Store 2020 წელს დაფუძნდა, როგორც ონლაინ ბრენდი, რომელიც ქალებს აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი იდენტობა თანამედროვე, ხელმისაწვდომი და გამორჩეული დიზაინის მქონე სამკაულებით. თავდაპირველად, ონლაინ სივრცეში დაწყებული მცირე ინიციატივა, დღეს უკვე გაფართოებულია ფიზიკურ ფილიალებად საქართველოში და პარალელურად აფართოებს საქმიანობას ევროპაშიც. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ წყალგამძლე, ჰიპოალერგენულ სამკაულებს, რომლებიც შერწყმულია დახვეწილ დიზაინთან და აქტიური ყოველდღიურობისთვის მორგებულ კომფორტთან.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
HER-ის ასორტიმენტი ამ ეტაპზე მოიცავს მაღალი ხარისხის ტიტანისა და ვერცხლის სამკაულებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოდის ტენდენციებზე მორგებულ დიზაინებს, წყალგამძლე თვისებებს და ყოველდღიური ტარებისთვის მორგებულ კომფორტს. მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ მზა სასაჩუქრე ბოქსებსა და განსაკუთრებულ კოლექციებს სხვადასხვა თემატიკით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და გაყიდვების ზრდა აჩვენებს, რომ საქართველოში მოთხოვნა ხელმისაწვდომ, მოდურ და ხარისხიან სამკაულზე იზრდება. განსაკუთრებით, კარგად რეაგირებს ბაზარი ტრენდულ, ყოველდღიურ სამკაულზე, რომელიც ამავდროულად გამძლე და ჰიპოალერგენურია. ჩვენი ციფრული კომუნიკაცია, ვიზუალური პრეზენტაცია, მომხმარებელთან აქტიური ურთიერთობა, ასევე სამკაულის შეძენის შემდგომ ნებისმიერ საკითხში მათი ინტერესების გათვალისწინება, დიდწილად ხელს უწყობს მომხმარებლის ინტერესისა და ლოიალობის ზრდას.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
HER Store-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალური კომბინაცია სტილის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის. ჩვენი სამკაული წყალგამძლე, ჰიპოალერგენული და იდეალურად მორგებულია თანამედროვე, აქტიური ქალის ცხოვრების სტილზე. გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან აქციებსა და შეთავაზებებს, რაც მათ გამოცდილებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბანკებთან ქეშბექ პროგრამებში, რაც მომხმარებლებს დამატებით სარგებელს აძლევს. ჩვენი ძლიერი სოციალური მედია პლატფორმა და უშუალო, მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან გვაძლევს საშუალებას მუდმივად მოვერგოთ მათ საჭიროებებს და რეალურ დროში ვუპასუხოთ ბაზრის დინამიკას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
HER Store-ის სამომავლო გეგმები მიზნად ისახავს როგორც გეოგრაფიულ გაფართოებას, ისე ბრენდის შინაარსობრივ გაღრმავებას. აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე, პირველ ეტაპზე იტალიაში, სადაც უკვე დაიწყო ჩვენი პროდუქციის ონლაინ გაყიდვები. პარალელურად ვავითარებთ საკუთარ დიზაინის ხაზს: აპრილში გამოვუშვით ლიმიტირებული კოლექცია, რომელმაც მომხმარებლებისგან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ამჟამად, ვმუშაობთ ახალ, ინოვაციურ პროექტებზე, რომლებიც ჩვენი საკუთარი დიზაინის ხაზის განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ HER იქცეს არა მხოლოდ სამკაულის, არამედ იდეისა და თვითგამოხატვის პლატფორმად - ბრენდად, რომელიც შთააგონებს ქალებს იყვნენ გამბედავები, გულწრფელები და ყოველთვის ერთგულნი საკუთარი თავისა და ღირებულებების.
ცნობისთვის, ბრენდი ხუთ ფილიალს ფლობს. აქედან სამი თბილისში, ორი კი ბათუმში მდებარეობს. ბრენდის მისია ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
როგორ ჩამოყალიბდა „გურამიშვილის მარანი“ მეღვინეობის, გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ
06.03.2026.14:00
„გურამიშვილის მარანი“ არის ადგილი, რომელიც უკვე წლებია ქართული მეღვინეობის, სტუმართმოყვარეობისა და დაუვიწყარი ღონისძიებების ნაწილია. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia მარნის გენერალურ მენეჯერს, მაკა კოკოტაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გურამიშვილის მარნის“ ისტორია სათავეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს, როცა ეს ადგილი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა. ამ მარანში ღვინის წარმოება მხოლოდ მეურნეობის ნაწილი არ ყოფილა, ის იყო ილიას შეხვედრების, საუბრისა და მასპინძლობის ბუნებრივი ნაწილი.
2015 წელს დავიწყეთ ისტორიული მარნის აღდგენა და ილიასეული ღვინის დაწურვის ტრადიციის განახლება. გვინდოდა, რომ სივრცეს თავისი სული შეენარჩუნებინა და ისტორია მხოლოდ კედლებში არ დარჩენილიყო. ამავე პერიოდში გავხსენით პირველი რესტორანი, რომელმაც მარნის ცხოვრება თანამედროვე სტუმრისთვის განაახლა.
დღეს, „გურამიშვილის მარანი“ ხუთ განსხვავებულ სივრცეს აერთიანებს. სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ და ევროპულ კულინარიულ გამოცდილებას, ღვინის ტურებს, ყოველდღიურ ვახშმებსა და თემატურ ღონისძიებებს. აქ განსაკუთრებით ხშირად მართავენ
ქორწილებსა და ხელის მოწერის ცერემონიალებს - ინტერიერის სითბო და გარემოს სიმშვიდე ამ მომენტებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს აძლევს.

რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებს "გურამიშვილის მარანი" ამჟამად?
დღეს, „გურამიშვილის მარანი“ პრემიუმ კლასის ღვინოებს აწარმოებს და ქართლის მეღვინეობის თანამედროვე სახეს წარმოადგენს. იმ რეგიონისას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა საკუთარ, გამორჩეულ ღვინის კულტურას.
ღვინოები იწარმოება მარნის საკუთარ ვენახებში მოყვანილი, ქართლის ენდემური ჯიშებისგან: ბუზა, დანახარული, შავკაპიტო და სხვა უნიკალური ყურძნის სახეობები. წარმოების პროცესი ეფუძნება კლასიკურ ევროპულ მეთოდს - ნაწილი ღვინოებისა მუხის კასრებში დავარგებით მზადდება, ცქრიალა ღვინის ხაზში კი გამოიყენება კლასიკური შამპანიზაციის მეთოდი (méthode classique). თითოეული დასახელება შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, რაც ღვინოებს განსაკუთრებულ ხასიათსა და იდენტობას ანიჭებს.
ბრენდის ასორტიმენტი აერთიანებს როგორც მშრალ წითელ და თეთრ ღვინოებს - შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, თავკვერი, გორული მწვანე, ქისი, ხიხვი, ჩინებული, ცოლიკოური და სხვა. ასევე კასრში დავარგებულ სპეციალურ ხაზებსა და აის ვაინებს, მათ შორის საფერავის, ჩხავერის, კახური მწვანესა და ცოლიკაურის ტკბილ ინტერპრეტაციებს. წარმოდგენილია ნახევრად ტკბილი ღვინოებიც, როგორიცაა ოჯალეში და ხვანჭკარა აის ვაინი.

„გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის Decanter, Mundus Vini, London Wine Competition და Dubai International Taste Awards და სხვა. ეს აღიარებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართლის ენდემური ჯიშების პოტენციალს და ჩვენი მარნის კონსისტენტურ ხარისხს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე მიმართულების თანხვედრაშია.
პირველ რიგში, ეს არის ქართლის ენდემურ ჯიშებზე ფოკუსი და საკუთარი ვენახებიდან წარმოება - ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ყურძენზე, რომელიც რეგიონს ეკუთვნის და სწორედ აქ ავლენს თავის ნამდვილ ხასიათს. ეს გვაძლევს იდენტობას, რომელიც გამორჩეულია და სხვა რეგიონების სტილს ვერ იმეორებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია შეზღუდული რაოდენობით წარმოება. ჩვენ არ ვმუშაობთ მასშტაბზე, არამედ ხარისხზე - თითოეული ღვინო კონტროლირებულია ვენახიდან ბოთლამდე. ამასთან, კლასიკური ევროპული ტექნოლოგია, მუხის კასრებში დავარგება და ცქრიალა ღვინოების კლასიკური მეთოდით წარმოება, რაც პროდუქციას სიზუსტესა და სტაბილურობას ანიჭებს.

ამ ყველაფერს ემატება რესტორნის მიმართულება - კულინარია, რომელიც ღვინოსთან ჰარმონიაშია შექმნილი. სტუმარს შეუძლია ადგილზე დააგემოვნოს ღვინო იმ გარემოში, სადაც ის იბადება, და კერძების მეშვეობით უკეთ გაიგოს მისი ხასიათი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მარანი აქტიურად მასპინძლობს მრავალპროფილურ ღონისძიებებს - ქორწილებს, ხელის მოწერის ცერემონიალებს, კორპორატიულ საღამოებსა და კულტურულ შეკრებებს. ისტორიული სივრცე და ბუნებრივი გარემო ამ ღონისძიებებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ანიჭებს.
საბოლოოდ, გურამიშვილის მარანი აერთიანებს მეღვინეობას, გასტრონომიასა და განსხვავებული ფორმატის ღონისძიებებს ერთ კონცეფციაში, რაც მას ბაზარზე გამორჩეულ და კომპლექსურ გამოცდილებად აქცევს.
როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით ასორტმენტის ზრდის / გაფართოების მიმართულებით?
სამომავლოდ, ჩვენი ფოკუსი მხოლოდ ღვინის ასორტიმენტის ზრდაზე არ არის ორიენტირებული - ჩვენ ვმუშაობთ ერთიან გამოცდილებაზე, სადაც ღვინო და გასტრონომია ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამ ეტაპზე უკვე წარვადგინეთ განახლებული მენიუ - „ტრადიცია და თანამედროვე კულინარია შეფ-მზარეულის ინტერპრეტაციით“. ახალი კონცეფცია აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას და თანამედროვე ტექნიკას - დავარგებული ხორცი, შავი ზღვის თევზი, რეგიონული სუნელები და ღვინით გამდიდრებული არომატები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესით მომზადებულ კერძებს, როგორიცაა ხბოს დავარგებული რბილი ნეკნი – AU FOUR, 6 საათის განმავლობაში ღუმელში გამომცხვარი, დავარგებული ანტრეკოტი, ზღვის მარილში გამომცხვარი სიბასი, ასევე თანამედროვე ინტერპრეტაციები და საერთაშორისო შტრიხები.

თითოეულ მნიშვნელოვან პოზიციას ახლავს ღვინის სპეციალურად შერჩეული რეკომენდაცია, რაც მარნის ღვინოებს მენიუს ორგანულ ნაწილად აქცევს.
რაც შეეხება ღვინის ასორტიმენტს, ვაგრძელებთ მუშაობას ენდემური ჯიშების განვითარებაზე და ახალი მცირე ხაზების შექმნაზე, მათ შორის ცქრიალა ღვინის და სპეციალური რეზერვის მიმართულებით.
პარალელურად, ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ჩვენს გასტრონომიულ მიმართულებას სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გავამჟღავნებთ, თუმცა ეს იქნება ხარისხის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლება, საერთაშორისო დონეზე პოზიციონირების გაძლიერება და კულინარიული გამოცდილების დახვეწა ისეთ დონემდე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან აღიარებას მოიტანს.
ჩვენი მიზანია, „გურამიშვილის მარანი“ იყოს არა მხოლოდ ისტორიული სივრცე და პრემიუმ ღვინის ბრენდი, არამედ ადგილი, სადაც ქართული გასტრონომია თანამედროვე პროფესიონალიზმის უმაღლეს ნიშნულს აღწევს.
ინფორმაციისთვის, ობიექტი თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.