მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

ვხედავთ, რომ მომხმარებელთა ნდობა ჩვენს მიმართ მუდმივად იზრდება, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს - “ვარდო”

news image

„ვარდო“ არის ოჯახური ფრანგული ბულანჟერია, რომელიც ავთენტურ ევროპულ ტექნოლოგიებსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

სახელი „ვარდო“ უკავშირდება ჩვენს ბებოს. ჩვენი ბებია, ვარდო, იყო ქალი, რომელმაც სიყვარულით, თავდაუზოგავი შრომითა და ერთგულებით შექმნა თავისი ბუდე და ოჯახი, რომელსაც დღემდე მისი წრფელი სიყვარული გვაძლიერებს; იდეა დაიბადა სწორედ მის სახლში, ძველი თბილისური პატარა სახლი, პატარა ეზოთი და დიდი ისტორიით. სწორედ ბებო არის ჩვენი წამოწყების ინსპირაცია.

„ვარდო“ არის ოჯახური ფრანგული ბულანჟერია, რომელიც ავთენტურ ევროპულ ტექნოლოგიებსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას აერთიანებს. ჩვენი კომპანია დაარსდა გასულ წელს, ჩვენი ოჯახის ძალისხმევით. იდეა თავიდან სახლში გამოცდილი რეცეპტებით დაიწყო და დღეს უკვე სრულფასოვან საწარმოდ არის ქცეული.

ჩვენი ძირითადი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, ნატურალური და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქცია. ჩვენს ასორტიმენტში შედის:

არტიზანული უშაქრო პურები ბუნებრივ საფუარზე (ჭვავის, ქატოს, კლასიკური თეთრი, პარმეზანის, წიწიბურის, ზეთის ხილის და ა.შ);
ავტენტური ფრანგული კრუასანები უმაღლესი ხარისხის კარაქზე დამზადებული;
ცხელი და ცივი სენდვიჩები, სალათები, როლები;
კრემიანი ნამცხვრები და დესერტები;
ქარხნული წარმოების გარეშე მომზადებული მურაბები და ჯემები, უმაღლესი ხარისხის თაფლი.

და რაც მთავარია ყველაფერი მზადდება ჩვენს სამზარეულოში, ნატურალური ინგრედიენტებით, ყოველ დღე.

გარდა ამისა, ჩვენს საყვარელ მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ქეითერინგ მომსახურებას სუფრის ინვენტარით, ჭურჭლით, პერსონალითა და ღონისძიების სრული მომსახურებით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლებში მოთხოვნა ნატურალურ, ხარისხიან და სანდო საკვებზე შესამჩნევად გაიზარდა. მომხმარებელი დეტალურად ინტერესდება ინგრედიენტებით, წარმოების პროცესი კი არ უნდა იყოს ხელოვნური ან ინდუსტრიული. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

განსაკუთრებით მაღალია ინტერესი:

• ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურების მიმართ;
• პრემიუმ ხარისხის კრუასანებსა და ავთენტურ ფრანგულ ცომეულზე;
• შიდა წარმოების, დღეში რამდენჯერმე გამოცხობილ პროდუქტებზე;
• ქეითერინგ სერვისზე — როგორც კერძო, ისე კორპორატიულ ღონისძიებებში.

ვხედავთ, რომ მომხმარებლის ნდობა ჩვენს მიმართ მუდმივად იზრდება და ეს ჩვენი უდიდესი მოტივაციაა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხარისხი და ავთენტურობა, რომელიც არ არის მხოლოდ სიტყვები — ეს არის ყოველდღიური სამუშაო პროცესი, სტანდარტები და გუნდის დამოკიდებულება.

კონკურენტული უპირატესობა მოიცავს:

სრულიად ხელნაკეთი პროდუქცია — არაფერს ვყიდულობთ ნახევარფაბრიკატის სახით;
ბუნებრივი საფუარი და ფრანგული ტექნოლოგიები, რაც საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათია;
მაღალი ხარისხის ინგრედიენტები — უშაქრო, ნატურალური და მაქსიმალურად სუფთა შემადგენლობა;
ოჯახური მართვის მოდელი — პასუხისმგებლობა და კონტროლი თითოეულ დეტალზე;
ქეითერინგის სრული სერვისი: სიახლოვით, ორგანიზებულობითა და პროფესიონალური გუნდით;
მომხმარებელთან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა, რაც ჩვენი ბრენდის იდენტობის ნაწილია.

მოკლედ, ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის — „ვარდო“ ბულანჟერიაში მიღებული პროდუქტი არის ნატურალური, ყოველთვის უგემრიელესი და სიყვარულით დამზადებული.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გვაქვს:

1. მასშტაბირება — ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და საწარმოს გაფართოებით. ფილიალების გახსნა თბილისსა და შემდგომში რეგიონებშიც. ახალი ობიექტების მომარაგება (შეგახსენებთ რომ დღესაც არაერთ ობიექტს ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით ყოველდღიურად);
2. ქეითერინგის სერვისის გაძლიერება — მეტი ღონისძიება, კორპორატიული თანამშრომლობები და თემატური მენიუები.
3. ონლაინ შეკვეთების სრულყოფილი სისტემა — სწრაფი მიწოდება და თანამედროვე ფორმატები.
4. სასწავლო სივრცის შექმნა — მცირე კურსები პურის გამოცხობისა და კონდიტერიის სფეროში.

ჩვენი მიზანია, „ვარდო“ ბულანჟერიამ დაიმკვიდროს ადგილი როგორც ხარისხიან ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის მუდმივად განვითარებად, გემოვნებიან და ინოვაციურ პროდუქტებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით - 9 თვის სტატისტიკა

26.11.2025.11:00

2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 1 098 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 983 მლნ ლარის დონეზე იყო. 

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მოზიდული სადაზღვევო პრემიების კუთხით ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგია.

მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით:

  • ჯიპიაი - 196 მლნ ლარი;
  • თიბისი - 195 მლნ ლარი;
  • ალდაგი - 176 მლნ ლარი;
  • იმედი L - 107 მლნ ლარი;
  • არდი - 78 მლნ ლარი;
  • ბენეფიტი - 77 მლნ ლარი;
  • ირაო - 67 მლნ ლარი;
  • უნისონი - 47 მლნ ლარი;
  • პსპ - 37 მლნ ლარი;
  • სადაზღვევო ჯგუფი - 22 მლნ ლარი;
  • ალფა - 21 მლნ ლარი;
  • ბბ დაზღვევა - 18 მლნ ლარი;
  • ნიუ ვიჟენ - 17 მლნ ლარი;
  • ევროინსი - 15 მლნ ლარი;
  • პრაიმი - 9 მლნ ლარი;
  • ქართუ - 6 მლნ ლარი;
  • გრინ დაზღვევა - 3 მლნ ლარი;
  • ტაო - 3 მლნ ლარი;
  • ავტოგრაფი - 2 მლნ ლარი;

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა