ვიწყებთ საცალო მიმართულების განვითრებას - Breezily
კომპანია Breezily • ბრიზილი, რომელიც მომხმარებელს თხევადი შპალერის მოპირკეთების სერვისს სთავაზობს საცალო მიმართულების განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ თხევადი შპალერის მოპირკეთების სერვისს. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და შესაბამისად, ჩვენც საკმაოდ სწრაფად ვიზრდებით. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 40-მდე თანამშრომელი გვყავს დასაქმებული. საწყის ეტაპზე კი მხოლოდ 15 თანამშრომელი გვყავდა. თითქმის ყველა წამყვან სამშენებლო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. მაგალითად, თებერვალი-მარტის თვეში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის სათაო, 10 სართულიანი ოფისი დავასრულეთ სულ რაღაც 55 დღეში. ეხლა უკვე ვიწყებთ საცალო მიმართულების განვითარებას, გვაქვს შეკვეთები. ჩვენი პროგნოზით, გაყიდვების დაახლოებით 15-20 % წლის ბოლოს იქნება საცალო. წლის დასაწყისში გვქონდა კონკრეტული გეგმა რაც უნდა შეგვესრულებინა. ამ გეგმას უკვე პრაქტიკულად გადავაჭარბეთ და ალბათ დაგეგმილ პროგნოზთან შედარებით 2-ჯერ მეტი გვექნება წლის ბოლოს განხორციელებული “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „ბრიზილი“ ეს არის სიახლე ქართულ სარემონტო ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის კედლის მოპირკეთებას თხევადი შპალერის ტექნოლოგიით, რომელსაც საერთაშორისო მწარმოებლების სტანდარტებით და მათი ნედლეულის ბაზაზე ადგილობრივად აწარმოებს. საწარმო მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ მარაბდაში. ხოლო პროდუქციის რეალიზება ხდება უშუალოდ საწარმოდან.
სხვა სიახლეები
03.10.2025.19:17
კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.
სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.
სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.