მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

ვიწყებთ საცალო მიმართულების განვითრებას - Breezily

news image

კომპანია Breezily • ბრიზილი, რომელიც მომხმარებელს  თხევადი შპალერის მოპირკეთების სერვისს სთავაზობს საცალო მიმართულების განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ,  Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განუცხადა.

 

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ თხევადი შპალერის მოპირკეთების სერვისს. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და შესაბამისად, ჩვენც საკმაოდ სწრაფად ვიზრდებით. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 40-მდე თანამშრომელი გვყავს დასაქმებული. საწყის ეტაპზე კი მხოლოდ 15 თანამშრომელი გვყავდა. თითქმის ყველა წამყვან სამშენებლო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. მაგალითად, თებერვალი-მარტის თვეში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის სათაო, 10 სართულიანი ოფისი დავასრულეთ სულ რაღაც 55 დღეში. ეხლა უკვე ვიწყებთ საცალო მიმართულების განვითარებას, გვაქვს შეკვეთები. ჩვენი პროგნოზით, გაყიდვების დაახლოებით  15-20 %  წლის ბოლოს იქნება საცალო. წლის დასაწყისში გვქონდა კონკრეტული გეგმა რაც უნდა შეგვესრულებინა. ამ გეგმას უკვე პრაქტიკულად გადავაჭარბეთ და ალბათ დაგეგმილ პროგნოზთან შედარებით 2-ჯერ მეტი გვექნება წლის ბოლოს განხორციელებული “,  - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომბრიზილიეს არის სიახლე ქართულ სარემონტო ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის კედლის მოპირკეთებას თხევადი შპალერის ტექნოლოგიით, რომელსაც საერთაშორისო მწარმოებლების სტანდარტებით და მათი ნედლეულის ბაზაზე ადგილობრივად აწარმოებს. საწარმო მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ მარაბდაში. ხოლო პროდუქციის რეალიზება ხდება უშუალოდ საწარმოდან.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2024 წელს ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის „მაგთიკომს“ დაშვების ვალდებულებები დაეკისრა - ComCom

31.05.2025.17:52

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ComCom-მა გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაასრულა ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრების კომპლექსური კვლევა.

კომისიის ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი განიცდის სტაგნაციას, არაკონკურენტულია და საჭიროებს მარეგულირებლის ჩარევას. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი „მაგთიკომია“, რომელსაც ექსპერტების რეკომენდაციით, ComCom-მა დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა.

კერძოდ, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე დიდი უპირატესობით სარგებლობდა, ვინაიდან კონკურენტებთან შედარებით, კრიტიკულად დიდი უპირატესობა ჰქონდა როგორც ფინანსური რესურსების, ისე ინფრასტრუქტურის თუ აბონენტების კუთხით. 

კერძოდ, მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა როგორც 2022, ისე 2023 წელში, გასულ წლებთან შედარებით, მხოლოდ 10-10%-ით, ხოლო შემოსავლები - 45%-ით და შემდგომ 58%-ით გაიზარდა. ბოლო 5 წელია „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობს. ასევე, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 50%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%, „სელფი მობაილისთვის“ კი 20% იყო. თითქმის უცვლელი დარჩა ტრაფიკის გადანაწილება კომპანიების მიხედვით მომდევნო წლებშიც: 2023-2024 წლებში „მაგთიკომი“ – 48-47%-ს, „სილქნეტი“ – 33-34%-ს, „სელფი მობაილი“ კი 19-18%-ს აგენერირებდა.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების ანალიზით გათვალისწინებით, დადგინდა ისიც, რომ მარეგულირებელი მექანიზმების ამოქმედების გარეშე, ბაზარზე არაკონკურენტული და შემზღუდველი გარემო ვერ აღმოიფხვრებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ის მიზანს ბაზრებზე ბარიერების მოხსნა, ახალი მოთამაშეების გაჩენა, კონკურენციის გაუმჯობესება და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნა წარმოადგენდა, კომისიამ გაითვალისწინა ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაცია დაშვების ვალდებულებებთან დაკავშირებით. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე, ComCom-მა „მაგთიკომს“ ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებები დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, მსურველ კომპანიებს, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით, საკუთარი ქსელისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს. 

ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ ბაზრებს, ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, ComCom-მა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულებები განუსაზღვრა. დაშვების ვალდებულება სხვა ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ „მაგთიკომის“ ქსელური ინფრასტრუქტურა, შევიდნენ ბაზარზე, შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები და მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება შეუქმნან. ხოლო დანარჩენი ვალდებულებები განაპირობებენ, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა, დაშვების მსურველს არ შესთავაზოს არასამართლიანი ფასი, ყველა მსურველს მიუდგეს სამართლიანად თუ არადისკრიმინაციულად და ასევე, ფასების ცვლილებით არ აიძულოს კონკურენტს ბაზრიდან გასვლა.

2024 წლის საქმიანობის ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობა კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო და 2024 წელს დაასრულა. ამასთან, ევროკავშირის ექსპერტების კვლევას რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის - TAIEX-ის ექსპერტებმა ჩაუტარეს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის მიმდინარეობისას, როგორც ოფიციალური წარმოებისას გამართული საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ისე კვლევის წინასწარი შედეგების გაზიარებით წარმოების დაწყებამდე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სრულად იყო უზრუნველყოფილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა