“ვისოლის” გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი BMW X1 გორში მოიგეს
“ვისოლის” უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი BMW X1 გორში ოთარ ტერტერაშვილმა და გიორგი ხუბულურმა მოიგეს.
გათამაშება 1 მაისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით “ვისოლის“ ერთგულ მომხმარებელთან ერთად ჩამსხმელ-ოპერატორსაც აქვს საშუალება მოიგოს დარჩენილი 4 ცალი BMW X1, 2024, 36 ცალი IPhone 16 Pro, 10 ცალი მოგზაურობა ევროპაში (პრაღა, რომი, ბარსელობა, ბუდაპეშტი, პარიზი), 40 ცალი დასვენების ვაუჩერი საქართველოს პრემიალურ სასტუმროებში და 50, 100, 200 და 500 ქულა. („ვისოლის“ აპლიკაციაში 1 ქულა უდრის 1 ლარს).
მომენტალური გათამაშების ფარგლებში „ვისოლის“ აპლიკაციით მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძენს, ისე ოპერატორს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად, შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და აპლიკაციის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბამისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე ორი გამარჯვებული ჰყავს.
„“ვისოლს“ განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებელი ყავს. იმისათვის, რომ მათთვის „კეთილი მგზავრობა“ ეკონომიურადაც საგრძნობი ყოფილიყო, 2023 წელს ლოიალობის სისტემაც შევქმენით და უპრეცედენტო გათამაშებითც დავიწყეთ. შესაბამისად, „ვისოლის“ აპლიკაციით უკვე მესამე წელია მომხმარებელს არა მხოლოდ ყველაზე დიდი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ საწვავზე, არამედ მოგების ბედნიერების გაზიარება მომსახურე ოპერატორთან ერთად შეუძლიათ, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო ემოციურს ხდის. თან მიმდინარე წელს 1000-ზე მეტი პრიზი გვაქვს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
უპრეცედენტო გათამაშება „ვისოლის“ ლოიალობის სისტემის მომხმარებელთა წასახალისებლად დაიგეგმა და მათ სატელეფონო აპლიკაციის დღეს არა მხოლოდ მომენტალური 15 თეთრი და მეტი ფასდაკლების მიღება შეიუძლიათ თითოეულ ლიტრ საწვავზე, არამედ გათამაშებაში გამარჯვების რეალური შანსი აქვთ. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით ლოიალობის სისტემით საწვავზე 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შესაძლებელია. დამატებით მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში შეიძლება.
სხვა სიახლეები
Green Steps-ი გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებითი სერვისების შესახებ
10.12.2025.18:00
Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში 2025 წლის 21 ოქტომბრის N471 დადგენილებით განსაზღვრულ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებით სერვისებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს.
2025 წლის 21 ოქტომბერს ძალაში შევიდა N471 დადგენილება, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებითი სერვისების ჩამონათვალის შესახებ, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
თქვენ მიერ ნახსენები ცვლილებები 2014 წლის 18 აგვისტოს N502 დადგენილებაში შევიდა. ძირითადად, N502 დადგენილებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურება იყო ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ინფორმაციული სერვისების მიმართულებით. 2025 წლის 21 ოქტომბრიდან კი - სამი მიმართულება დაემატა: ნარჩენები, ბიომრავალფეროვნება და ატმოსფერული ჰაერთან დაკავშირებული ნებართვები.
თუ შეგიძლიათ გაგვიზიარეთ კონკრეტული მაგალითები, რომელ სერვისებს შეეხო ცვლილება?
ფასიანი სერვისების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დადგენილებაში https://matsne.gov.ge/ka/document/view/6652375?publication=0 , თუმცა მაგალითის სახით რამდენიმე ძირითად ცვლილებას გამოვყოფ.
მაგალითად, ნარჩენების მართვის გეგმის შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გახლდათ უფასო პროცედურა. 21 ოქტომბრიდან კი განაცხადს უნდა დაურთოთ 100 ლარიანი ქვითარი 30-ე კალენდარულ დღეზე რომ გაიცეს გადაწყვეტილება, 200 ლარიანი - 20-ე კალენდარულ დღეს, ხოლო 400 ლარიანი - 10-ე კალენდარულ დღეს. ნარჩენების ტრანსპორტირებაზე რეგისტრაცია, აქამდე იყო უფასო. ახლა კი ორ ნაწილად იყოფა - თუ 15 სამუშაო დღეში გსურთ გაიცეს გადაწყვეტილება 50 ლარია საფასური და მეშვიდე სამუშაო დღეს არის 100 ლარი.
ბიომრავალფეროვნების მიმართულებით - მოგეხსენებათ, CITES-ის კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა ვართ, რაც გულისხმობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირებას. CITES-ის კონვენციას აქვს დანართები, ამ დანართებში შესული სახეობის მაგ დათვის, არამარტო ცოცხალი ნიმუშის, არამედ მისი დერივატიც კი, მაგ: ბრჭყალი საქართველოს ტერიტორიაზე რომ შემოვიდეს ან გავიდეს, ამას აუცილებლად სჭირდება საააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა. ეს ნებართვა უფასო არ იყო, ღირდა 50 ლარი და გახდა 100 ლარი.
ამ და სხვა ცვლილებებს იხილავთ დადგენილებაში.
როგორ ფიქრობთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურებების ახალი პაკეტის შემოღებამ რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს ქართულ ბიზნეს-სექტორზე?
ზოგადად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების ახალი პაკეტის შემოღება ერთის მხრივ ზრდის პროცესების პროგნოზირებადობას, ბიზნესს აქვს მკაფიო ინფორმაცია ვადებზე, საფასურებზე და პროცედურებზე, ასევე ეძლევა საშუალება საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული ვადებით ისარგებლოს. არის შემთხვევები როცა არ ეჩქარებათ და ასეთ დროს 20 სამუშაო დღეში დოკუმენტზე ნებართვის გაცემა მისაღებია, მაგრამ ვისაც ძალიან ეჩქარება მისთვის რამდენიმე დღეც გადამწყვეტია, ექნება საშუალება შესაბამისი თანხის ფარგლებში შეძლოს დაჩქარებული წესით აიღოს ნებართვა.
გამოწვევას რაც შეეხება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს შეიძლება გახდეს დამატებითი ფინანსური ტვირთი და დაჩქარებულ ვადებში მომსახურების საფასურები ზოგჯერ შეიძლება მათთვის ზედმეტად მაღალი აღმოჩნდეს.
ასევე საინტერესოა, თავად სააგენტო როგორ გაართმევს თავს ამ ცვლილებებს პრაქტიკაში, სერვისების დროულად და ხარისხიანად გაწევის უზრუნველყოფის ნაწილში, არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების პირობებში.
რა არის Green Steps-ის როლი ამ პროცესში?
Green Steps-ის როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესის დროული ინფორმირების და სწორი მიმართულების მიცემის ნაწილში. ნებისმიერი განაცხადი—ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება იქნება ეს, CITES, GMO, იმპორტ/ექსპორტის ნებართვა თუ ჰაერის მიმართულების სერვისი—რეგულირდება უკვე აღნიშნული დადგენილების მიხედვით და მოითხოვს დოკუმენტთან ერთად შესაბამისად შედგენილი განაცხადისა და გადახდის ქვითარის წარდგენას. მათი არქონის ან არასწორი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად დახარვეზდება.
Green Steps-ის ამოცანაა პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს ბიზნესისთვის — განაცხადის შევსებიდან ნებართვის მიღებამდე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ყველა ეტაპი შესრულდეს მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს სწრაფად მიიღონ ნებართვები, თავიდან აიცილონ ზედმეტი დროისა და რესურსების დაკარგვა.