Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია
თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრედ იმართება. წელს ბიზნესების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს თვითგამოხატვისა და პროფესიული განვითარების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. 443-მა უკვე დაიჯერა, რომ წარმატება გზაშია.
ბიზნესდაჯილდოების მხარდამჭერებს შორის წელსაც ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია Visa – გლობალური ბრენდი, რომლისთვისაც ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მსგავსი ინიციატივები ბევრად მეტია, ვიდრე პარტნიორობა – ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ რეალური ცვლილება ადგილობრივ ბიზნესგარემოში,“ – ამბობს დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში. დიანა ხაზს უსვამს იმ გამოცდილებას, რაც ოთხწლიან ერთგულ პარტნიორობას დაუგროვდა. კომპანიისთვის ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმ სტრატეგიული მიზნისა, რაც მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას, ფინანსურ ჩართულობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის გაძლიერებას.
Visa წელს „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ნომინაციის მხარდამჭერია. დიანა კიღურაძე თავად არის ჟიურის წევრი და როგორც ამბობს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე იმ სტარტაპებმა მოახდინა, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციაზე დაფუძნებული არიან და მიზნად ისახავენ ბაზრის რეალურ ცვლილებას.
2025 წლის ბიზნესდაჯილდოება კიდევ ერთი დასტურია, რომ წარმატება იმ გზაზე იბადება, რომელსაც მეწარმეები ყოველდღიურად გადიან. Visa-ს მსგავს გლობალურ ბრენდებს კი თავიანთი მხარდაჭერით შეუძლიათ ეს გზა უფრო ხილვადი გახადონ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.06.2025.20:11
დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.
ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის.
ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.
ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას, არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“
პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:
„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.
ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.
„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.